პეტრე ბაგრატიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
(ბოტი: Orderglory_rib.png შეიცვალა Order_of_Glory_Ribbon_Bar.png-ით)
No edit summary
ხაზი 153:
 
7 სექტემბერს ფრანგებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს რუსების მარცხენა ფრთას, რომელსაც ბაგრატიონი მეთაურობდა. მას დაახლოებით ასი ზარბაზანი უტევდა. პირველი იერიში [[ლუი ნიკოლა დავუ|დავუ]]მ წამოიწყო 25-ათასიანი კორპუსით ბაგრატიონის ფლეშებზე.<ref>მიხეილ გონიკიშვილი–ბაგრატიონებთა დასახლება და მოღვაწეობა რუსეთში,თბილისი,1986,გვ.119</ref> ეს იყო ოთხი ისრის წვერის ფორმის მიწური, რომელიც რკალად შეკრულ ეშალონს ქმნიდა მდინარე [[კალოჩა]]ს წინ. ეს პოზიციები იცავდა რუსების მარცხენა ფლანგს, თუმცა კი არავითარი ლანდშაფტური უპირატესობა არ გააჩნდა. ფლეშებს ასევე ჰქონდა საარტილერიო შენაერთებისოფელ სემოინოვსკოეს მაღლობზე. რომლის ამაღლებული რელიეფი მდ. კალოჩას მარცხენა ნაპირზე კონტროლის საშუალებას აძლევდათ.<ref>"Riehn" გვ.243</ref>
[[ფაილი:Peter von Hess 002.jpg|thumb|righმარჯვნივ|300px|სურათის ცენტრში ჩანს დაჭრილი ბაგრატიონი, მასთან ახლოს კი ცხენზე შემჯდარი კონოვიცინი. პეტერ ფონ ჰესი, «ბოროდინოს ბრძოლა»(1843).]]
ფლეშები დაკავებული ჰქონდა გრენადერების მეორე დივიზიას [[მიხეილ ვორონცოვი]]ს მეთაურობით. 6 საათზე არტილერიის დაბომბვის შემდეგ პირველად შეტევაზე გადავიდნენ [[ჟოზეფ მარი დეზე|დეზე]]სა და [[ჟან-დომინიკ კომპანი|კომპანი]]ს დივიზიები. მათ გადალახეს ეგერთა წინააღმდეგობა და ფლეშებში შეაღწიეს უტიცკის ტყის გავლით. როდესაც დაიწყეს განლაგება, ისინი მოხვდნენ ეგერების ცეცხლის ქვეშ, რომლებსაც კონტრშეტევა წამოეწყოთ და უკან დახევა მოუხდათ.