დავით IV აღმაშენებელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.156.11-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Otogi-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 59:
 
საქართველო იმდენად დაკნინებული იყო, რომ მისი მეფის უფლებები მხოლოდ დასავლეთ საქართველოზე ვრცელდებოდა, „''საზღვარი სამეფოსა მთა მცირე ლიხთა, და სადგომი სამეფო წაღულისთავი''“. როცა მეფეს ქართლის ჭალაში ან ნაჭარმაგევს ნადირობა სურდა, წინასწარ აგზავნიდა კაცებს ადგილების დასათვარიელებლად და შემდეგ გადმოდიოდა.{{sfn-2|საქართველოს ისტორია, ტ. II|2012|გვ=362}} დავით IV–ს მემკვიდრეობად ერგო თურქ-სელჩუკებისაგან დარბეული ქვეყანა, დაცარიელებული ქალაქები და სოფლები, მთებში გახიზნული დამშეული მოსახლეობა.
 
ესოდენ დაუძლურებული სამეფო ერგო დავით აღმაშენებელს და თავდაპირველად გაბნეული და დაქსაქსული ქვეშევრდომების შეგროვებას შეუდგა.ქვეყანა შედარებით დაშოშმინდა,ამასობაში ოთხმა წელმა გაიარა და თურქთა ძლიერებაც ამიერითგან თანდათან სულ უფრო და უფრო ეცემოდა.მალიქშა,ანუ მელიქშაჰ პირველი მოკვდა 1092 წელს,ხოლო დავით აღმაშენებლის მეფობის 4 წელიწადი 1093 წელს შესრულდებოდა.მასაშადამე,1093 წლამდე დავით მეფე საქართველოს მოშენებისთვის და ქვეყნის დაწყნარებისათვის ზრუნავდა.ძლიერი სულტანის სიკვდილს საქართველოში მშვიდობიანობის დამყარებისთვის ხელი უნდა შეეწყო,ხოლო თურქების თანდათან შესუსტება საქართველოს დიდებული მეფის მოღვაწეობას ვეღარ შეაფერხებდა.როდესაც გარეშე მტერი ზურგს არ უმაგრებდა,მაშინ შინაური ურჩი გვარიშვილებიც საშიშარნი არ იყვნენ.იმავე 1093 წელს ამირა ლიპარიტმა დაიწყო ურჩობა მეფის ხელისუფლების მიმართ,მაგრამ დავითი მამამისივით სუსტი ხასიათის კაცი არ იყო,რომ მას ლიპარიტის ეს ორჭოფობა მოეთმინა,ამიტომ დავითმა ის დააპატიმრა.რამოდენიმე ხნის შემდეგ ლიპარიტმა მოინანია მეფესთან მისი ცოდვები და პატიება სთხოვა.მეფემაც შეიწნარა ლიპარიტი და თავისი თანამდებობაც შეუნარჩუნა.მაგრამ ლიპარიტმა თავისი სიტყვა და ფიცი ვერ აასრულა,ისევ ორგულობა დაიწყო.მაშინ კი მეფე დარწმუნდა,რომ ლიპარიტს ვერაფრით მოარჯულებდა და იგი თავისას მაინც არ მოიშლიდა.ამიტომ დავითმა შეიპყრო ლიპარიტი და ორი წლის განმავლობაში საპყრობილეში ამყოფა ხოლო 1097 წელს საქართველოდან გაუძევებია.დავით აღმაშენებლის ამგვარი მკაცრი და გარკვეული მოქმედება ურჩი დიდგვარიანი მოხელის წინააღმდეგ უეჭველია სხვებისთვისაც კარგი მაგალითი უნდა ყოფილიყო.
 
=== ღონისძიებები ხელისუფლების გაძლიერებისა და ცენტრალიზაციისათვის ===