ლევან გოთუა: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
==ბიოგრაფია==
ლევან გოთუა დაიბადა 1905 წლის 10 მარტს [[თბილისი|თბილისში]], ცნობილი მწერლის, პუბლიცისტის, პედაგოგისა და საზოგადო მოღვაწის [[პართენ გოთუა|პართენ გოთუას]] ოჯახში. პართენ გოთუა წარმოშობით [[გურია|გურიიდან]], სოფელ [[ძიმითი|ძიმითიდან]] იყო. გაზეთ „ვოზროჟდენიეს“ მთავარადმთავარ რედაქტორად მუშაობდა. დედა — [[ქუთაისი|ქუთაისელი]], სოფიო გრიგოლის ასული კემულარია, თავისი დროისათვის ფრიად განათლებული ქალი იყო. ლევანს წერა-კითხვა შეასწავლა დედამ. მამის მეოხებით ადრე შეეჩვია მოგზაურობას, ეზიარა ქვეყნის სიყვარულის გრძნობას და ჩაესახა შემოქმედებითი მისწრაფებანი. ლევან გოთუამ თბილისის მე-8 ტექნიკუმი დაამთავრა და, მამის რჩევით, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] სოციალ-ეკონომიკურ ფაკულტეტზე ჩააბარა, რომელიც 1926 წელს დაამთავრა.
 
1921 წლის თებერვალში მოხალისედ წავიდა [[კოჯორი|კოჯორში]] და შეუერთდა თბილისის დამცველებს. იყო [[ეროვნულ-დემოკრატიული პარტია|ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის]] წევრი და მისი ახალგაზრდული ფრთის ლიდერი. მონაწილეობდა 1924 წლის აჯანყების მომზადებაში. ამავე წლის აგვისტოში დააპატიმრეს და [[მეტეხი|მეტეხის ციხეში]] ჩასვეს. შვიდი თვის შემდეგ გაათავისუფლეს. 1925 წლის აგვისტოში ხელახლა დააპატიმრეს, ერთხანს თბილისის და მოსკოვის ციხეებში იმყოფებოდა, შემდეგ კი [[სოლოვეცკის კუნძულები|სოლოვეცკის]] საკონცენტრაციო ბანაკში გადაიყვანეს. პატიმრობა [[ვლადიკავკაზი|ვლადიკავკაზში]] თავისუფალი გადასახლებით შეუცვალეს. გაქცევის მცდელობისათვის სასჯელი 1936-მდე გაუხანგრძლივეს. იყო ნარიმისა და ბიისკის საკონცენტრაციო ბანაკებში.
 
[[მეორე მსოფლიო ომი|მეორე მსოფლიო ომის]] გამოცხადებისთანავე შექმნა იატაკქვეშა პოლიტიკური ორგანიზაცია საქართველოს ეროვნული თავდაცვის კომიტეტი, რის გამოც 1946–55 კვლავ მოათავსეს [[ვორკუტა|ვორკუტის]] საკონცენტრაციო ბანაკში. შემორჩენილია პატიმრობის დროინდელი ლექსები, დღიურები, ისტორიული დრამა „სამსახეობა რაინდისა“ და, რაც მთავარია, ისტორიული რომანი „გმირთა ვარამი“, რომლებიც გოთუამ გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ გადაამუშავა და 1958–62 გამოსცა (II გამოც., წგ. 1-4, 1965- 67).
65

რედაქტირება