ერუშეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 5:
მოიცავდა ტერიტორიას [[არსიანის ქედი|არსიანის ქედსა]] და [[მტკვარი|მტკვარს]] შორის. სახელი ეწოდა მხარის ცენტრალური პუნქტის მიხედვით. [[ქართლის სამეფო]]ს უძველესი ადმინისტრაციული დანაწილებით, ერუშეთი არტაანთან ერთად [[წუნდის საერისთავო]]ში შედიოდა.
 
[[ვახუშტი|ვახუშტი ბატონიშვილს]] ერუშეთი აღწერილი აქვს როგორც რეგიონი მდებარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. ხოლო მის მოსაზღვრე რაიონებად მოჰყავს: [[სამცხე]], [[შავშეთი]] და [[არტაანი]]. საგულისხმოა ის რომ [[ვარძია]] და მიმდებარე ძეგლები ვახუშტის აღწერილი აქვს სამცხეში, თუმცა როდესაც სამცხის საზღვრებზე საუბრობს, იქ ერუშეთსა და სამცხეს შორის საზღვრად [[ერუშეთის ქედი|ერუშეთის მთები]] მოჰყავს. ანალოგიურად ვარძია ვახუშტის რუკებზე გაფერადებულია იმავე ფრად როგორიც სამცხეა, მაგრამთუმცა დატანილივარძია აქვსცნობილია პარალელურადროგორც ერუშეთისჯავახეთის მთები, რომლებიც ჩამოდის ვარძიის სამხრეთითძეგლი.
[[ფაილი:Map of Georgia by Prince Vakhushti Bagrationi.40.jpg|მინი|ერუშეთი ვახუშტის რუკაზე]]
{{ციტატა|'''ერუშეთისათჳს'''. ხოლო აწ კვალად ვიწყებთ მტკვრიდამვე. ვარძიას ზეით, ჴრამის თავს, სამღერეთს, მტკვარს მოერთვის ერუშეთის მდინარე. ეს გამოსდის ერუშეთსა და ფირჩხისხევის შორის მთასა. მოდის ჩრდილოთ-დასავლეთს შუადამ აღმოსავლეთს-სამჴრეთს შუა. ამ წყალზედ არს სამღერეთის დასავლით, ნაქალაქევი, სადაცა იყო ნაქალაქევი და აწ არს დაბა. აქ აღაშენა ეკლესია გუნბათიანი, შვენიერი, წარმოგზავნილმან დიდის კონსტანტინესამან, წარსაგებელითა კეისარისათა, რომელნი მოვიდოდნენ მირიან მეფისთანა, და დაასვენეს მას შინა სამსჭვალი ქრისტეს უფლისა. იჯდა ეპისკოპოზი, მწყემსი ერუშეთისა და არტაანისა, მტკვრის დასავლეთისა. აწცა არს ეკლესია დაურღვეველი, არამედ ცალიერი. ხოლო ერუშეთს მზღვრის: აღმოსავლით მტკვარი და მთა ამისი და სამცხეს შორისი, და გარდავლენან მას მთასა ზედა გზანი სამცხეს; სამჴრით — არსიანიდამ ჩამოსული მთა აღმოსავლეთად სამღერეთამდე, ერუშეთს და არტაანს შორისი; დასავლით — მთა არსიანი, სადაცა გარდავლენან გზანი შავშეთს და ტბეთს; ჩრდილოთ — მთა ამასა და ფოცხვისჴევს შორისი და ამასა და სამცხეს შორისი. ამ მთაზედ გარდავლენან გზანი ფოცხვისჴევსა და სამცხეს შინა. და არს ეს ერუშეთი უვენახო, უხილო ვითარცა ჯავახეთი, ეგრეთვე მოსავლითაცა, პირუტყვით, ნადირითა და მდინარე-თევზითა, არამედ მთანი არიან ტყიანნი გარემოს მისსა და ყვავილოვან-ბალახოვან-წყაროიანნი.}}
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ერუშეთი“-დან