ნიკო მარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: წარსდგა → წარდგა using AWB
No edit summary
ხაზი 11:
|დედა = აღათი შარაშიძე-მაღულარია
}}
'''ნიკოლოზ (ნიკო) იაკობის ძე მარი''' (დ. [[6 იანვარი]], [[1865]] <small>[/ძვ. სტ. 25 დეკემბერი, [[1864]]]</small>; [[ქუთაისი]] — გ. [[20 დეკემბერი]], [[1934]], [[ლენინგრადი]], [[რუსეთი]]) — ენათმეცნიერი, ფილოლოგი, აღმოსავლეთმცოდნე, არქეოლოგი, კულტურის ისტორიკოსი. [[რუსეთის მეცნიერებათა აკადემია|რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის]] ნამდვილი წევრი (1912).
 
== ბიოგრაფია ==
მამა, [[იაკობ მარი]], [[შოტლანდიელები|შოტლანდიელი]] ჰყავდა, დედა — [[ქართველები|ქართველი]]. ევროპული ენები მამამ ასწავლა. ბავშვობაში სწავლობდა [[ოზურგეთი]]ს სამაზრო სასწავლებელში. 1870 წელს კავკასიის მეფისნაცვლას იაკობ მარმა სთხოვა სახელმწიფოს ხარჯზე მიეღოთ სკოლაში მისი შვილი. თავიდან უარი უთხრეს, თუმცა შემდეგ ჩარიცხეს [[ქუთაისის კლასიკური გიმნაზია|ქუთაისის გინაზიაში]] სახელმწიფოს ხარჯზე. [[1884]] წელს დაამთავრა გიმნაზია, [[1890]] — პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტი. [[1891]]-იდან ამავე უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი იყო. [[1894]]-[[1896]] წლებში მუშაობდა [[სტრასბურგის უნივერსიტეტი]]ს, [[ვატიკანი|ვატიკანისა]] და [[რომი|რომის]] [[ბიბლიოთეკა|ბიბლიოთეკებში]].
 
ქართულ ხელნაწერთა შესასწავლად [[1898]] გაემგზავრა [[ნიკოდიმ კონდაკოვი]]ს ექსპედიციაში [[ათონის მთა|ათონის მთაზე]], [[1902]] — [[სინის მთა|სინის მთაზე]] [[ჯავახიშვილი, ივანე|ი. ჯავახიშვილთან]] ერთად. ათონის მთაზე მარმა აღმოაჩინა ბევრი ლიტერატურული ძეგლი, გადმოწერა და გააკეთა მათი აღწერილობა. ამ საგაზნე სამეცნიერო საზოგადოების წინაშე წარდგა მოხსენებით, 1900 წელს კი გამოსცა ათონის აგიოგრაფიული ძეგლების სრული აღწერილობა. ათონის მთაზევე დაიწყო მან ზრუნვა ქართული [[ბიბლია|ბიბლიის]] გამოცემისთვის: გადაიწერა ზოგი ადგილი ეზრადან, მთლიანად გადაწერა ორი პატარა წიგნი (რუთისა და იონასი) და გადაიღო ნეემიას წიგნის ფოტოასლი. 1905 წელს შეადგინა [[საქართველოს მეცნიერებათ აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] პროექტი-წესდება, რომელიც 1934 წელს გამოქვეყნდა. 1910 წელს რუსეთის მეცნიერებათა აკადემიამ გადაწყვიტა ბიბლიის მეცნიერული გამოცემა. შედგა კომისია, რომლის თავმჯდომარე იყო ნიკო მარი, წევრები კი [[ივანე ჯავახიშვილი]], [[იოსებ ყიფშიძე]] და [[აკაკი შანიძე]]. 1910 წელს პეტერბურგში გამოსცა გამოკვლევა [[ვეფხისტყაოსანი|„ვეფხისტყაოსნის“]] შესახებ. 1913 წლიდან იყო პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლურ ენათა ფაკულტეტის დეკანი, [[1924]]-[[1930]] წლებში ლენინგრადის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი, [[1930]]-იდან — [[სსრკ|სსრკ-ის]] მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტი.
 
[[ფაილი:Marr mother 1870.jpg|left|frame|პატარა ნიკო მარი დედასთან ერთად]]
== მოღვაწეობა ==
=== ენათმეცნიერება ===
მარი იკვლევდა [[სომხური ენა|სომხურ ენას]], [[ქართული ენა|ქართულს]] და მის ნათესაობას სხვა ენებთან. პირველი სტატია „ბუნება და თვისება ქართული ენისა“ 1888 წელს გამოაქვეყნა „ივერიაში“ წამოაყენა ჰიპოთეზა ([[1888]]-[[1916]]), რომ ქართული ენათესახება [[სემიტურ ენები|სემიტურ ენებს]] და [[ქართველური ენები|ქართველურ ენებს]] [[იაფეტური ენები]] უწოდა (ბიბლიური [[ნოე]]ს შვილის — [[იაფეტი|იაფეტის]] სახელიდან). სემიტური და იაფეტური ენები ერთი (ნოეტური) ოჯახის ორ შტოდ გამოაცხადა. მთის კავკასიური ენათა შესწავლის შედეგად მარმა იაფეტური ენების წრეში შეიტანა [[აფხაზურ-ადიღური ენები|აფხაზურ-ადიღური]], [[ჩეჩნური ენა|ჩაჩნური]] და [[დაღესტნური ენები]]ც ([[1916]]-[[1920]]) და იაფეტური დამოუკიდებელ ენათა ოჯახად მიიჩნია. შემდგომში იაფეტურ ენათა ოჯახს მიაკუთვნა [[ბასკური ენა|ბასკური]], აგრეთვე წინა აზიისა და ხმელთაშუა ზღვის მკვდარი ენები: [[პელაზგური ენა|პელაზგური]], [[ეტრუსკული ენა|ეტრუსკული]] ([[1920]]-[[1923]]). ნაშრომში „იაფეტური კავკასია და მესამე ეთნიკური ელემენტი ხმელთაშუა ზღვის კულტურის შექმნაში“ ([[1920]]) მარმა იაფეტური ეთნიკური ელემენტი ქრონოლოგიურად უფრო ძველად ცნო, ვიდრე სემიტური და ინდოევროპული — იაფეტიდები ხმელთაშუა ზღვის აუზის უძველეს მოსახლეობას წარმოადგენდნენო; ამიტომ სემიტურთან ნათესაობის საკითხი მოიხსნა. აღიარებულ იქნა იაფეტურ ენათა შეჯვარება ჯერ სემიტურ, ხოლო უფრო გვიან ინდოევროპულ ენებთან.
 
მომდევნო პერიოდში მარი მივიდა იმ დასკვნემდე, თითქოს იაფეტიზმები დასტურდება მსოფლიოს ყველა ენაში. მან იაფეტური ენები გამოაცხადა მეტყველების უძველეს საფეხურად (სტადიად), ხოლო — ენათა ოჯახის ცნება უარყო.
ხაზი 32:
 
=== ფილოლოგია ===
მარის დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ფილოლოგიის განვითარებაში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მან ქართველურ ენათა შესწავლის საქმეში (განსაკუთრებით ახალი საენათმეცნიერო მოძღვრების შექმნამდე). გამოაქვეყნა (რუსულ ენაზე) „ძველი ქართული ენის გრამატიკის ძირითადი ტაბულები“ ([[1908]]), „ჭანურის გრამატიკა“ ([[1910]]), „ძველი ქართული სალიტერატურო ენა“ ([[1925]]), „ქართული ენა“ (ფრანგულად, [[მორის ბრიერი|მ. ბრიერთან]] ერთად, [[1931]]), რიგი საყურადღებო წერილებისა [[სვანური ენა|სვანური ენის]] შესახებ. მოგვცა მრავალი ანგარიშგასაწევი ეტიმოლოგია ქართველურ ენათა მასალაზე. მთის კავკასიური ენებიდან მარმა ყველაზე დიდი ყურადღება დაუთმო [[აფხაზური ენა|აფხაზურს]] და რამდენიმე გამოკვლევა უძღვნა. თავისი მნიშვნელობა არ დაუკარგავს მარის წერილებს სომხურის, როგორც ნარევი ენის, შესახებ ([[1911]]-[[1919]]). მარმა [[1921]] წელს პეტროგრადში დააარსა "იაფეტიდოლოგიური ([[1922]]-იდან — "იაფეტური") ინსტიტუტი", რომელიც [[1933]] შეცვალა „ენისა და აზროვნების ინსტიტუტმა“. მარის ინიციატივით შეიქმნა შემდეგი სამეცნიერო სერიები „Тексты и разыскания по армяно-грузинской филологии“, 1900-1913; „Материалы по яфетическому языкознанию“, „Яфетический сборник“, 1922-1932; „Язык и мышление“, 1933-1949; „Христианский Восток“, „Bibliotheca Armeno-Georgica“, „Monumenta hagiographica Georgica“ და სხვა.
 
[[ფაილი:Marr.jpg|left|frame|ნ. მარი (სიბერეში)]]
ხაზი 100:
[[კატეგორია:ქართველი ენათმეცნიერები]]
[[კატეგორია:ქართველი აღმოსავლეთმცოდნეები]]
[[კატეგორია:დაბადებული 6 იანვარი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1865]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 20 დეკემბერი]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1934]]
[[კატეგორია:არმენოლოგები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნიკო_მარი“-დან