ვანიონ დარასელი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
პირველდაწყებითი განათლება მშობლიური სოფლის სკოლაში მიიღო. [[1923]] წელს სწავლა განაგრძო ბათუმის ჰუმანიტარულ ტექნიკუმში, რომელიც დაამთავრა [[1927]] წელს და დაიწყო მასწავლებლობა. შემდეგ გაიწვიეს საბჭოთა არმიის რიგებში, სადაც [[1935]] წლამდე იმყოფებოდა.
 
[[1936]]-[[1940]] წლებში ვ. დარასელი სწავლობდა დონის-როსტოვის პედაგოგიურ ინსტიტუტში, რომელიც დაამთავრა ფილოლოგიის განხრით. ყმაწვილი ჯერ კიდევ მოწაფეობისას გაიტაცა ლიტერატურამ, ხოლო ტექნიკუმის დამთავრების შემდეგ ინტენსიურად მიჰყო ხელი სამწერლო მოღვაწეობას. მას შემდეგ კი როცა ქუთაისში გადავიდა საცხოვრებლად, გატაცებით ებმება ლიტერატურულ-შემოქმედებით საქმიანობაში.
 
[[1934]] წელს ქუთაისში გამოდის მწერლის პირველი კრებული. დონის-როსტოვში რუსულად გამოიცა რომანი „ჩემი შვილი“. აქვე დაინტერესდა და შეაგროვა მასალები [[ვასილ კიკვიძე]]ზე, რასაც შედეგად მოჰყვა შესანიშნავი დრამატული ნაწარმოების „კიკვიძე“, რომელმაც პოპულარობა მოუტანა ავტორს. სხვადასხვა დროს იდგმებოდა დრამატურგის პიესები „გამახარე“, „უფროსი ძმა“, „ოცნება“ და სხვა. დაჯილდოვებული იყო [[წითელი ვარსკვლავის ორდენი]]თ და მედლებით.