გრიგოლ დადიანი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
+კატ.
No edit summary
ხაზი 1:
'''გრიგოლ დადიანი''' (*დ. [[1770]] ― გ. [[23 დეკემბერი]], [[1804]]), [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]] მთავარი [[1788]]-[[1804]] წლებში. [[1879]] წელს [[სოლომონ II|სოლომონ II-ს]] დაეხმარა იმერეთის სამეფო ტახტის დაუფლებაში. 1792 წელს გრიგოლ დადიანს დაუპირისპირდა სოლომონ II-ის ძმა [[მანუჩარ II დადიანი|მანუჩარი]]. მანუჩარმა სოლომონ II-ის დახმარებით გრიგოლ დადიანი ოდიშიდან გააძევა. აფხაზეთის მთავრისა და იმერეთის სამეფო ტახტის პრეტენდენტის [[დავით II, გიორგი VII-ის ძე|დავით II-ის]] (დავით გიორგის ძის) დახმარებით გრიგოლ დადიანი რამდენჯერმე შეეცადა ოდიშის სამთავროს ტახტის დაბრუნებას, მაგრამ უშედეგოდ. 1796 წელს იგი ქართლ-კახეთის სამეფოში გადავიდა, შემდეგ [[ერეკლე II|ერეკლე II-ის]] დახმარებით სოლომონ II-ს შეუერთდა. ერთხანს მის კარზე ცხოვრობდა. შემდეგ დაიბრუნა ოდიშის სამთავრო და მანუჩარს საუფლისწულოდ სალიპარტიანო მისცა. რამდენიმე წლის შემდეგ გრიგოლ დადიანმა ისევ დაკარგა ტახტი, რომელიც საბოლოოდ 1802 დაიბრუნა.
 
ამ დროისათვის სოლომონ II-ს გადაწყევიტილი ჰქონდა ოდიშის სამთავროს გაუქმება. შევიწროებულმა გრიგოლ დადიანმა დახმარებისათვის მიმართა აფხაზეთის მთავარს, რომელსაც მძევლად მისცა ტახტის მემკვიდრე [[ლევან V დადიანი|ლევანი]]. გრიგოლ დადიანმა დახმარება რუსეთის მთავრობასაც სთხოვა. 1803 წლის ივლისში მან რუსეთის იმპერატორის ერთგულების ფიცი დადო. იმავე წლის დეკემბერში ხელი მოაწერა მფარველობით ხელშეკრულებას, რომელიც ალექსანდრე I-მა 1804 წლის ივლისში დაამტკიცა. ოდიშის სამთავრო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა შეზღუდული ავტონომიის უფლებით.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*''დუმბაძე მ.,'' დასავლეთ საქართველო XIX საუკუნის პირველ ნახევარში, თბ., 1957;
*''ბერაძე თ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 267, თბ., 1978
 
{{DEFAULTSORT:გრიგოლ დადიანი}}
 
[[კატეგორია:ქართველები]]
[[კატეგორია:სამეგრელოს (ოდიშის) მთავრები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_დადიანი“-დან