ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 54:
[[1969]] წელს შვედეთის ტელევიზიისათვის სიუჟეტის გადაღებაში მონაწილეობისას ფელტსკუგი კვლავ შეხვდა ულვეუსს. ისინი [[1971]] წელს დაქორწინდნენ. მოგვიანებით მათ მონაწილეობა მიიღეს ერთმანეთის სტუდიურ სესიებში <ref>{{harvnb|პალმი|2001|p=162}}</ref>. ანდერსონმა და ლიუნგსტადმა ასევე ჩაწერეს ბეკ-ვოკალები ფელტსკუგის მესამე ალბომისთვის ''Som jag är'' (1970). [[1972]] წელს ფელტსკუგმა როკ-ოპერის „[[იესო ქრისტე სუპერვარსკვლავი]]“ დადგმაში [[მარია მაგდალინელი]]ს როლი შეასრულა და დადებითი შეფასებები მიიღო. [[1967]]-[[1975]] წლებში მან ხუთი [[სტუდიური ალბომი]] გამოსცა.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=112–129 and 135–136}}</ref>
 
[[ანი-ფრიდ ლიუნგსტადი]] 13 წლის ასაკიდან მღეროდა და გამოდიოდა სხვადასხვა საცეკვაო ჯგუფთან, თუმცა ძირითადად [[ჯაზი|ჯაზზე]] ორიენტირებულ [[კაბარე]]ს სტილს მიჰყვებოდა. მან საკუთარი ჯგუფიც, „Anni-Frid Four“ ჩამოაყალიბა. [[1967]] წლის ზაფხულში მან გაიმარჯვა ეროვნული ტალანტების კონკურსში სიმღერით „En ledig dag“, რომელიც ალბომში ''[[Frida 1967-1972]]'' არის შეტანილი. პირველი ჯილდო ითვალისწინებდა [[EMI]]-ს შვედურ განყოფილებასთან კონტრაქტს და ტელეშოუებში გამოსვლას. ლეიბლზე მან რამდენიმე სინგლი გამოსცა, რომელთა უმეტესობა შვედურ ჩარტებში ჰიტებად იქცა. ბენი ანდერსონთან თანამშრომლობის დაწყების ეტაპზე ([[1971]]) მას უკვე ჰქონდა #1 სინგლი , „Min egen stad“ , რომელშიც ABBA-ს ყველა მომავალი წევრის ვოკალებიც ჟღერდა. ლიუნგსტადმა დაიწყო საკონცერტო გამოსვლები და ხშირად ჩნდებოდა რადიო და ტელეეთერში. ულვეუსი მან [[1963]], ხოლო ფელტსკუგი — [[1968]] წელს გაიცნო.
 
ჯგუფის მომავალ წევრებს ლიუნგსტადის ცხოვრება [[1969]] წელს დაუკავშირდა. 1969 წლის მარტში მან ფესტივალზე „Melodifestivalen“ ანდერსონი გაიცნო. რამდენიმე კვირის შემდეგ, სამხრეთ შვედეთში სტუმრობისას ისინი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს, მოგვიანებით კი წყვილად იქცნენ. 1969 წლის სექტემბერში ანდერსონმა იმუშავა პროდიუსერად მის სინგლზე „Peter Pan“, რომელიც იყო ლიუნგსტადის პირველი თანამშრომლობა ბენისთან და ბიორნთან. ანდერსონმა მოგვიანებით იმუშავა მის სადებიუტო სოლო-ალბომზეც, ''[[Frida (ალბომი)|Frida]]'' (1971), რომელსაც კრიტიკოსებმა მაღალი შეფასება მისცეს. ანი-ფრიდი შვედეთში, [[1969]]-[[1973]] წლებში რამდენიმე კაბარე-შოუშიც მონაწილეობდა. ABBA-ს ჩამოყალიბების შემდეგ [[1975]] წელს მან კიდევ ერთი წარმატებული ალბომი, ''[[Frida ensam]]'' გამოსცა. მასში შეტანილი იყო ABBA-ს მომავალი სიმღერის „[[Fernando (სიმღერა)|Fernando“]] ორიგინალური ვერსია, [[შვედური ენა|შვედურ ენაზე]]. [[სკანდინავია]]ში იგი ინგლისური ვერსიის გამოცემამდეც ჰიტად იქცა.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=41–58}}</ref>
ხაზი 96:
ბენი, ბიორნი და სტიგ ანდერსონი დარწმუნებულები იყვნენ „[[Melodifestivalen]]“-ისა და ევროპული ტელევიზიების კონკურსებში, როგორც მუსიკალური ბიზნესის შექმნის საშუალებაში. [[1973]] წელს შვედურმა ტელევიზიამ ისინი მოიწვია [[1974]] წლის ევროვიზიის კონკურსისათვის შესარჩევი სიმღერის წარსადგენად და რამდენიმე ახალი ნომრიდან არჩეული იქნა „[[Waterloo (ABBA-ს სიმღერა)|Waterloo“]]. ამჯერად ჯგუფი მოექცა ინგლისში პოპულარული [[გლემ როკი]]ს გავლენის ქვეშ. „Waterloo“ იყო აშკარა გლემ-სტილის პოპ სიმღერა, ჩაწერილი პროდიუსერ [[მაიკლ ბ. ტრეტოუ]]ს დახმარებით და „[[ხმის კედელი|ხმის კედლის“]] მეთოდით.
 
[[ფაილი:ABBA - TopPop 1974 1.png|thumb|right|ABBA-ს გამოსვლა ჰოლანდიურნიდერლანდურ ტელეარზეტელეარხზე, 1974 წ.]]
 
ახალი ეროვნული აღიარება ჯგუფს [[1974]] წლის [[9 თებერვალი|9 თებერვალს]] ეწვია და ამჯერად ისინი საერთაშორისო კონკურსისათვის უფრო გამოცდილები და მომზადებულები იყვნენ. [[1974]] წლის [[6 აპრილი|6 აპრილს]] მათ ევროვიზიის კონკურსზე მთავარი ჯილდო მიიღეს, რაც ჯგუფს შანსს აძლევდა, [[ევროპა]]ში ჩასულიყო და მონაწილეობა სატელევიზიო შოუებში მიეღო. „Waterloo“ მოხვდა ევროპული ქვეყნების სინგლების ჩარტებში. იგი იყო მათი რიგით პირველი #1 სინგლი ბრიტანეთსა და [[გერმანია]]ში. [[აშშ]]-ში მან [[ბილბორდის ცხელი ასეული|ბილბორდის 100-ეულის]] #6 პოზიციამდე მიაღწია და კოლექტივს ამ ქვეყანაში გზა გაუხსნა. გარდა პრომოკამპანიის ფარგლებში მოკლე ვიზიტისა, ისინი ეწვივნენ [[მაიკ დუგლასის შოუ]]ს. ალბომი ''[[Waterloo (ალბომი)|Waterloo]]'' ბილბორდის ჩარტში მხოლოდ 145-ე ადგილზე ავიდა, მაგრამ [[აშშ]] კრიტიკოსების მიერ ერთსულოვნად მაღალი შეფასებებით იქნა შემკული.
 
შემდეგი სინგლი, „[[Honey, Honey]]“ აშშ-ს ბილბორდის 100-ეულში 27-ე ადგილამდე ავიდა და გერმანიაში #2 პოზიცია დაიკავა. ბრიტანეთში ლეიბლმა [[Epic Records|Epic]] გადაწყვიტა ამ სიმღერის მაგივრად „Ring Ring“-ის რემიქს-ვერსიის გამოცემა. „Honey, Honey“ ჩაწერა ჯგუფმა [[Sweet Dreams (ჯგუფი)|Sweet Dreams]]. მათი ვერსია მოხვდა ჩარტის #10 პოზიციაზე. ორივე ჩანაწერის [[დიდი ბრიტანეთი]]ს ჩარტში გამოჩენა მოხდა ერთი კვირის ინტერვალით. „Ring Ring“ ბრიტანეთში საუკეთესო 30-ეულშიც არ შესულა და წარმოიშვა ვარაუდი, რომ ჯგუფი ევროვიზიის [[ერთჰიტიანი საოცრება|ერთჰიტიან საოცრებად]] დარჩებოდა.
 
==== ევროვიზიის შემდეგ ====
ხაზი 114:
[[1976]] წლის მარტში ჯგუფმა გამოსცა ჰიტების კრებული ''[[Greatest Hits (ABBA-ს ალბომი)|Greatest Hits]]'', თუმცა იმ დროისათვის ბრიტანეთსა და აშშ-ში მხოლოდ ექვსი სინგლი ჰქონდა, რომელიც ჰიტად იქცა და საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, კრებული იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად და ოთხეული აშშ-ს საუკეთესო ალბომების 50-ეულის ჩარტშიც პირველად მოახვედრა, გაიყიდა რა ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. ამ პერიოდში გერმანიაში გამოვიდა კრებული ''The Very Best of ABBA'', რომელიც ასევე #1 ალბომად იქცა, მას კი ''Greatest Hits'' მოჰყვა, რომელიც გერმანიის ჩარტში 2-ე ადგილზე მოხვდა (მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების სიის მიხედვით, ''The Very Best''-ს ჰგავდა. ''Greatest Hits''-ში ასევე შეტანილი იქნა ახალი სიმღერა, „[[Fernando (სიმღერა)|Fernando“]], რომელიც დაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ შვედურ ენაზე, ლიუნგსტადის [[1975]] წლის სოლო ალბომისთვის ''[[Frida ensam]]'' (რომელიც თავის მხრივ, შვედეთის ჩარტების #1 ადგილზე მოხვდა). შვედეთში ლიუნგსტადის წარმატების შემდეგ ჩაიწერა სიმღერის ინგლისურენოვანი ვერსია, რომელმაც არანაკლებ 13 ქვეყანაში (ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში და ავსტრალიაში) #1 ადგილი მოიპოვა. სინგლი შემდგომში მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.<ref>{{Cite web|author=კერენ კოლინზი |url=http://www.tagg.org/mmmsp/fernando.html |title=Fernando the Flute&nbsp;– Details |publisher=Tagg.org |date=25 აგვისტო 2009 |accessdate=31 იანვარი 2010}}</ref> ავსტრალიაში იგი უმაღლეს პოზიციებს 14 კვირის განმავლობაში იკავებდა, საერთო ჯამში კი ჩარტში 40 კვირის განმავლობაში დარჩა. ისევე როგორც [[The Beatles]]-ის [[Hey Jude]] იმ დროისათვის ის იყო ავსტრალიის ჩარტის რეკორდსმენი და იქცა ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ბესტსელერ სინგლად. იმავე წელს მან ჯგუფს მოუტანა პირველი საერთაშორისო ჯილდო, არჩეული იქნა რა 1975 წლის საუკეთესო სტუდიურ ჩანაწერად. აშშ-ში ის მოხვდა Cashbox-ის 100-ეულის 10-ეულში და ბილბორდის ცხელი 100-ეულის 13-ე ადგილზე. ბილბორდის ახალგაზრდული თანამედროვე სიმღერების ჩარტის სათავეში მოქცევის შემდეგ, მან ჯგუფს მოუტანა პირველი ამერიკული #1 სინგლი.
 
ABBA-ს მეოთხე სტუდიური ალბომი, ''[[Arrival (ABBA-ს ალბომი)|Arrival]]'' ევროპასა და ავსტრალიაში უკვე #1 ბესტსელერად იქცა და როგორც სტუდიური მუშაობის, ასევე სიმღერების შექმნის ახალ მიდგომას წარმოადგენდა. როკ მუსიკაზე უფრო მეტად ორიენტირებული ''[[Melody Maker]]'' და ''[[NME|New Musical Express]]'' მას აღტაცებულები მიმოიხილავდნენ, ხოლო ამერიკელ კრიტიკოსთა უმეტესობა დადებითად აღწერდა. ''Arrival''-იდან სინგლების სახით გამოცემულ სიმღერათა მთელი რიგი ჰიტებად იქცა. თავდაპირველად ესენი იყო „[[Money, Money, Money]]“, #1 ჰიტი გერმანიასა და ავსტრალიაში და „[[Knowing Me, Knowing You]]“, რიგით მეექვსე გერმანული #1 ჰიტი და მორიგი ბრიტანული #1. ნამდვილ სენსაციად იქცა „[[Dancing Queen]]“, რომელიც არა მხოლოდ ბრიტანეთის, გერმანიისა და ავსტრალიის ბაზარს იმორჩილებდა, არამედ აშშ-შიც პირველ ადგილზე მოხვდა. [[სამხრეთ აფრიკააფრიკის რესპუბლიკა]]ში ჯგუფს ჰქონდა გამაოგნებელი წარმატება სიმღერებით „Fernando“, „Dancing Queen“ და „Knowing Me, Knowing You“, რომელიც [[1976]]-[[1977]] წლებში ყველაზე გაყიდვადი სინგლების 20-ეულში მოხვდნენ. [[1977]] წელს ალბომი ''[[Arrival (ABBA-ს ალბომი)|Arrival]]'' ნომინირებული იქნა ყოველწლიურ [[BRIT Awards]]-ზე, კატეგორიაში „წლის საუკეთესო საერთაშორისო ალბომი“. ამ დროისათვის ABBA ბრიტანეთში, [[დასავლეთ ევროპა]]ში, ავსტრალიასა და [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]] უკვე პოპულარული იყო. [[DVD]] ფილმში ''Frida – The DVD'' ლიუნგსტადი ამბობს, რომ ამ დროისათვის, როდესაც ABBA-ს ჩანაწერები სულ უფრო და უფრო რთული ხდებოდა, ის და ფელტსკუგი უკვე ჩამოყალიბდნენ, როგორც მომღერლები.
 
ჯგუფის პოპულარობა აშშ-ში კვლავაც, ევროპასთან შედარებით მცირე მასშტაბებით აღინიშნებოდა და „Dancing Queen“ იქცა „ბილბორდის“ 100-ეულის პირველ პოზიციაზე მოხვედრილ ერთადერთ სინგლად (თუმცა „ბილბორდის“ სხვა ჩარტების პირველ ადგილებზე მოხვდა ჯგუფის სხვა სინგლები). მიუხედავად ამისა, ''Arrival'' ფინანსურად აშშ-ში იქცა კოლექტივის ნამდვილ გარღვევად, მოხვდა „ბილბორდის“ 200-ეულის 20-ე ადგილზე და [[RIAA]]-ს მიერ ოქროს სტატუსით იქნა შეფასებული.
 
==== ევროპული და ავსტრალიური ტურნე ====
[[1977]] წლის იანვარში დაიწყო ჯგუფის პირველი დიდი საკონცერტო ტურნე. ABBA-ს სტატუსი დრამატულად შეიცვალა და ამჯერად მათ უკვე სუპერვარსკვლავებად თვლიდნენ. ტურნე დაიწყე [[ოსლო]]ში ([[ნორვეგია]]), [[28 იანვარი|28 იანვარს]]. კონცერტებზე წარმოდგენილი იყო მასიური სასცენო გაფორმება და თავად ჯგუფის მიერ დაწერილი [[ოპერეტა]] „ოქროსთმიანი გოგონა“. ევროპასა და ავსტრალიაში კონცერტებს დიდი ინტერესით შეხვდნენ. შოუები გაგრძელდა დასავლეთ ევროპაში და დასრულდა ბრიტანეთში, მთლიანად გაყიდული ორი კონცერტით [[ლონდონი|ლონდონში]]. ბილეთები ამ შოუებზე მხოლოდ საფოსტო შეკვეთით ვრცელდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბილეთების მოთხოვნათა რაოდენობა შეადგენდა 3.,5 მილიონს. ''[[Creem (ჟურნალი)|Creem]]''-ის დადებითი შეფასებების გარდა, რომლებშიც აღნიშნული იყო ჯგუფის მიერ სცენაზე სტუდიური მასალის შესრულების უნარი, აღსანიშნავია ''[[Melody Maker]]''-ის უკმაყოფილება იმით, რომ საკონცერტო შემადგენლობის 16 მონაწილისგან ინდივიდუალურობა არ იგრძნობოდა. ალბერტ ჰოლში გადაღებული კონცერტების ნაწილი შეტანილი იქნა ფილმში ''[[ABBA: The Movie]]''.
 
[[ფაილი:Abba 28011977 15 200.jpg|left|upright|მინი|[[აგნეტა ფელტსკუგი]] ჯგუფის ევროპული და ავსტრალიური ტურნეს დასაწყისში, 1977 წლის 28 იანვარი]]
ხაზი 140:
ჯგუფის მეექვსე ალბომი, ''[[Voulez-Vous]]'', გამოვიდა [[1979]] წლის აპრილში. მისი სასათაურო სიმღერა ჩაიწერა სტუდიაში „Criteria“ ([[მაიამი]]), ხმის ინჟინერ [[ტომ რაუდი]]ს მხარდაჭერით. ალბომი მოხვდა ევროპის, [[იაპონია|იაპონიისა]] და [[მექსიკა|მექსიკის]] ჩარტების სათავეებში, [[კანადა|კანადისა]] და ავსტრალიის ათეულებში და აშშ-ს 20-ეულში. ალბომის სინგლებიდან არც ერთი არ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ ადგილზე, მაგრამ „[[Chiquitita]]“, „[[Does Your Mother Know]]“, „[[Angeleyes]]“ და „[[Voulez-Vous (სიმღერა)|Voulez-Vous“]] (გამოცემული ორმაგი A-მხარის სახით) და „[[I Have a Dream (სიმღერა)|I Have a Dream“]] მოხვდნენ ბრიტანეთის საუკეთესო ხუთეულებში. კანადაში „I Have a Dream“ იქცა ჯგუფის მეორე #1 სიმღერად [[RPM]]-ის ახალგაზრდულ თანამედროვე ჩარტში (წინა იყო „Fernando“). [[1979]] წელს ჯგუფმა ასევე გამოსცა მეორე კრებული ''[[Greatest Hits Vol. 2 (ABBA-ს ალბომი)|Greatest Hits Vol. 2]]'', რომელშიც მოხვდა ახალი სიმღერაც, „[[Gimme! Gimme! Gimme! (A Man After Midnight)]]“. ბრიტანეთსა და გერმანიაში ეს უკანასკნელი ჩარტების 3-ე ადგილზე აღმოჩნდა. რუსეთში [[1970]]-იანი წლების ბოლოს ჯგუფს უხდიდნენ [[ნავთობი]]თ, ვინაიდან [[რუსული რუბლი|საბჭოთა რუბლზე]] [[ემბარგო]] იყო დაწესებული.<ref>როჯერსი, პიტერი (16 მარტი 1980). "Pop goes ABBA's $2m oil gamble: ABBA may lose enormous amount of money following venture into oil market. " ''The Sunday Times''; Business News, p&nbsp;53</ref>
 
[[1979]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] [[ედმონტონი|ედმონტონში]] (კანადა) დაიწყო ტურნე „[[ABBA: The Tour]]“. პირველივე კონცერტს 14. 000 მსმენელი დაესწრო. შემდეგი ოთხი კვირის მანძილზე ისინი 17 კონცერტით გამოვიდნენ, აქედან 13 გაიმართა აშშ-ში, ხოლო 4 - კანადაში. აშშ-ში უკანასკნელი დაგეგმილი კონცერტი გადაიდო ფელტსკუგის გამო - [[ნიუ-იორკი]]დან [[ბოსტონი|ბოსტონში]] გადაფრენისას მან ემოციური სტრესი მიიღო, ვინაიდან [[თვითმფრინავი]] ცუდ ამინდში მოხვდა და გარკვეული დროის მანძილზე საფრენ ბილიკზე ვერ ჯდებოდა. ბოსტონის მუსიკალურ დარბაზში კოლექტივის მოგვიანებით გამოჩენა მხოლოდ 90 წუთის შემდეგ მოხდა. ტურნე დასრულდა [[ტორონტო]]ში (კანადა) [[მეპლ ლივ გარდენზი|მეპლ ლივ გარდენზში]] გამოსვლით, 18 000 მსმენელის წინაშე.
 
[[1979]] წლის [[19 ოქტომბერი|19 ოქტომბერს]] [[დასავლეთ ევროპა]]ში დაიწყო ტურნეს ახალი ეტაპი, რომელმაც 23 გაყიდული შოუ მოიცვა, მათ შორის, ექვსი [ლონდონი]ს [[უემბლი]]ზე.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან