ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
|სურათი = ABBA Rotterdam 1979.jpg
|სათაური = ჯგუფის წევრები [[1979]] წელს. მარცხნიდან მარჯვნივ - [[ბიორნ ულვეუსი]], [[ანი-ფრიდ ლიუნგსტადი]], [[აგნეტა ფელტსკუგი]] და [[ბენი ანდერსონი]].
|ლანდშაფტი = კი
|ფონი = group_or_band
|წარმოშობა = [[სტოკჰოლმი]], [[შვედეთი]]
|ინსტრუმენტი =
|ჟანრი = {{flatlist|
* [[პოპ მუსიკა|პოპი]]
ხაზი 13:
* [[პოპ-როკი]]<ref>{{cite book |last=Moskowitz |first=David V. |date=Oct 31, 2015 |title=The 100 Greatest Bands of All Time: A Guide to the Legends Who Rocked the World |url=https://books.google.com/books?id=8XG9CgAAQBAJ&pg=PA1&lpg=PA1 |location= |publisher=GREENWOOD Publishing Group Incorporated |page=1 |isbn=1440803390}}</ref>
}}
|საქმიანობა =
|აქტიურობის წლები = 1972–1982<br><small>(მცირე გაერთიანებები: 1986, 2008, 2016)</small>
|ლეიბლი = {{flatlist|
ხაზი 30:
}}
|საიტი = {{URL|abbasite.com}}
|წევრები =
|ყოფილი წევრები = [[ანი-ფრიდ ლიუნგსტადი]] (ფრიდა) <br />[[აგნეტა ფელტსკუგი]] (ანა) <br />[[ბენი ანდერსონი]] <br />[[ბიორნ ულვეუსი]]
}}
ხაზი 103:
 
==== ევროვიზიის შემდეგ ====
[[1974]] წლის ნოემბერში ჯგუფმა დაიწყო პირველი ევროპული ტურნე - [[დანია]]ში, [[დასავლეთ გერმანია]]სა და [[ავსტრია]]ში. მოლოდინის მიუხედავად, იგი წარმატებული არ ყოფილა, დარბაზების უმეტესობა არ შევსებულა. ამის გამო რამდენიმე კონცერტი გაუქმდა, მათ შორის - [[შვეიცარია]]ში დაგეგმილიც. ტურნეს მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა სკანდინავიაში [[1975]] წლის იანვარში მოგზაურობას, განსხვავდებოდა. ყველა საკონცერტო დარბაზი შევსებული იყო და ჯგუფმა საბოლოოდ მიიღო ნანატრი გამოხმაურებაც. კონცერტებით [[1975]] წლის ზაფხულში დაიწყო 16 თარიღიანი გამოსვლები [[შვედეთი]]სა და [[ფინეთი]]ს ღია მოედნებზე. [[სტოკჰოლმი]]ს შოუს, გამართულს [[გრონა ლუნდის პარკი|გრონა ლუნდის პარკში]], დაესწრო დაახლოებით 19. 200 მსმენელი.<ref>{{harvnb|პალმი|2001|p=268}}</ref>
 
[[1974]] წლის ბოლოს ბრიტანეთში სინგლის სახით გამოიცა „So Long“, რომელიც Radio 1-ის მიერ როტაციაში ჩაშვებული არ იქნა, ამიტომ ჩარტშიც არ მოხვედრილა. [[1975]] წლის ზაფხულში გამოვიდა სინგლი „[[I Do, I Do, I Do, I Do, I Do]]“, რომელსაც იგივე რადიოსადგური ნაკლებ პროპაგანას უწევდა, მაგრამ სიმღერა ჩარტის #38 ადგილზე მოხვდა. [[1975]] წლის ბოლოს გამოვიდა სასათაურო ალბომი ''[[ABBA (ალბომი)|ABBA]]'' და სინგლი „[[SOS (ABBA-ს სიმღერა)|SOS“]], რამაც ჯგუფი ბრიტანეთის ჩარტებში მოახვედრა. სინგლი 6-ე, ხოლო ალბომი 13-ე ადგილამდე მივიდა. „SOS“ ასევე იქცა ABBA-ს რიგით მეორე #1 სინგლად გერმანიასა და ავსტრალიაში. წარმატება გაამყარა სინგლმა „[[Mamma Mia (სიმღერა)|Mamma Mia“]], რომელიც ბრიტანეთში, გერმანიასა და [[ავსტრალია]]ში #1 ადგილზე მოხვდა. აშშ-ში „SOS“ [[Record World]]-ის სინგლების 100-ეულის #10, ხოლო ბილბორდის ცხეულ ასეულის - #15 ადგილზე შეაღწია და [[1975]] წელს მიიღო ჯილდო [[Broadcast Music Incorporated|BMI]]-სგან, როგორც [[აშშ]]-ს ეთერში წლის ყველაზე აქტიურმა სიმღერამ.
ხაზი 140:
ჯგუფის მეექვსე ალბომი, ''[[Voulez-Vous]]'', გამოვიდა [[1979]] წლის აპრილში. მისი სასათაურო სიმღერა ჩაიწერა სტუდიაში „Criteria“ ([[მაიამი]]), ხმის ინჟინერ [[ტომ რაუდი]]ს მხარდაჭერით. ალბომი მოხვდა ევროპის, [[იაპონია|იაპონიისა]] და [[მექსიკა|მექსიკის]] ჩარტების სათავეებში, [[კანადა|კანადისა]] და ავსტრალიის ათეულებში და აშშ-ს 20-ეულში. ალბომის სინგლებიდან არც ერთი არ მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის პირველ ადგილზე, მაგრამ „[[Chiquitita]]“, „[[Does Your Mother Know]]“, „[[Angeleyes]]“ და „[[Voulez-Vous (სიმღერა)|Voulez-Vous“]] (გამოცემული ორმაგი A-მხარის სახით) და „[[I Have a Dream (სიმღერა)|I Have a Dream“]] მოხვდნენ ბრიტანეთის საუკეთესო ხუთეულებში. კანადაში „I Have a Dream“ იქცა ჯგუფის მეორე #1 სიმღერად [[RPM]]-ის ახალგაზრდულ თანამედროვე ჩარტში (წინა იყო „Fernando“). [[1979]] წელს ჯგუფმა ასევე გამოსცა მეორე კრებული ''[[Greatest Hits Vol. 2 (ABBA-ს ალბომი)|Greatest Hits Vol. 2]]'', რომელშიც მოხვდა ახალი სიმღერაც, „[[Gimme! Gimme! Gimme! (A Man After Midnight)]]“. ბრიტანეთსა და გერმანიაში ეს უკანასკნელი ჩარტების 3-ე ადგილზე აღმოჩნდა. რუსეთში [[1970]]-იანი წლების ბოლოს ჯგუფს უხდიდნენ [[ნავთობი]]თ, ვინაიდან [[რუსული რუბლი|საბჭოთა რუბლზე]] [[ემბარგო]] იყო დაწესებული.<ref>როჯერსი, პიტერი (16 მარტი 1980). "Pop goes ABBA's $2m oil gamble: ABBA may lose enormous amount of money following venture into oil market. " ''The Sunday Times''; Business News, p&nbsp;53</ref>
 
[[1979]] წლის [[13 სექტემბერი|13 სექტემბერს]] [[ედმონტონი|ედმონტონში]] (კანადა) დაიწყო ტურნე „[[ABBA: The Tour]]“. პირველივე კონცერტს 14.000 მსმენელი დაესწრო. შემდეგი ოთხი კვირის მანძილზე ისინი 17 კონცერტით გამოვიდნენ, აქედან 13 გაიმართა აშშ-ში, ხოლო 4 - კანადაში. აშშ-ში უკანასკნელი დაგეგმილი კონცერტი გადაიდო ფელტსკუგის გამო - [[ნიუ-იორკი]]დან [[ბოსტონი|ბოსტონში]] გადაფრენისას მან ემოციური სტრესი მიიღო, ვინაიდან [[თვითმფრინავი]] ცუდ ამინდში მოხვდა და გარკვეული დროის მანძილზე საფრენ ბილიკზე ვერ ჯდებოდა. ბოსტონის მუსიკალურ დარბაზში კოლექტივის მოგვიანებით გამოჩენა მხოლოდ 90 წუთის შემდეგ მოხდა. ტურნე დასრულდა [[ტორონტო]]ში (კანადა) [[მეპლ ლივ გარდენზი|მეპლ ლივ გარდენზში]] გამოსვლით, 18. 000 მსმენელის წინაშე.
 
[[1979]] წლის [[19 ოქტომბერი|19 ოქტომბერს]] [[დასავლეთ ევროპა]]ში დაიწყო ტურნეს ახალი ეტაპი, რომელმაც 23 გაყიდული შოუ მოიცვა, მათ შორის, ექვსი [ლონდონი]ს [[უემბლი]]ზე.
ხაზი 153:
 
=== უკანასკნელი ალბომი და გამოსვლები (1981–1982) ===
[[1981]] წლის იანვარში ულვეუსმა იქორწინა ლენა კალერსიოსთან, ხოლო სტიგ ანდერსონმა 50-ე დაბადების დღე დიდი წვეულებით აღნიშნა. ამ შემთხვევისათის ჯგუფმა დაწერა სიმღერა „Hovas Vittne“, რომლის სათაური არის ერთგვარი პაროდია „Jehovah's Witness“-ზე ([[იეჰოვას მოწმეები]]) და ანდერსონის მშობლიურ ადგილზე, [[ჰოვა]]ზე. სიმღერა მხოლოდ 200 წითელი ფერის გრამფირფიტაზე გამოიცა და გავრცელდა წვეულების სტუმრებისათვის. შემდგომ იგი იშვიათადიშვიათ ჩანაწერად იქცა. [[1981]] წლის თებერვლის შუა რიცხვებში ანდერსონმა და ლიუნგსტადმა ასევე განაცხადეს, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ქორწინება წლების მანძილზე საფრთხის ქვეშ იყო და ბენიმ უკვე გაიცნო სხვა ქალბატონი, მონა ნორკლიტი, რომელთანაც [[1981]] წლის ნოემბერში იქორწინა.
 
ანდერსონი და ულვეუსი [[1981]] წლის გაზაფხულზე კვლავ მუშაობდნენ ახალ სიმღერებზე და მათი ჩაწერა მარტში დაიწყეს. აპრილის ბოლოს ჯგუფი გამოვიდა გადაცემაში „[[Dick Cavett Meets ABBA]]“, რომელიც [[დიკ კევეტი|დიკ კევეტს]], ამერიკელ ტელეწამყვანს მიჰყავდა. ''[[The Visitors (ABBA-ს ალბომი)|The Visitors]]'', ჯგუფის მერვე და უკანასკნელი სტუდიური ალბომი მოგვიანებით გამოვიდა. მასში კვლავ შეიმჩნეოდა პოპ მუსიკასთან თამამი ექსპერიმენტები, მაგრამ გარდა ამისა, ის უფრო ემოციური და სიმწიფის მანიშნებელიც იყო. წლების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სასათაურო სიმღერაში საუბარია საბჭოთა ქვეყნებში ტოტალიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საიდუმლო შეკრებებზე. სხვა სიმღერებში მიმოიხილება გაფუჭებული ურთიერთობები, ომის საშიშროება, დაბერება და უმწიკვლობის დაკარგვა. ალბომიდან გამოვიდა მხოლოდ ერთი მთავარი სინგლი, „[[One of Us (ABBA-ს სიმღერა)|One of Us“]], რომელიც გერმანიაში [[1981]] წელს ჯგუფის მეცხრე და უკანასკნელი #1 სინგლი გახდა, ისევე როგორც გედის სიმღერა სამხრეთ აფრიკულ ჩარტში - რიგით 16-ე სინგლის სახით, რომელიც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. „One of Us“ ასევე იყო ჯგუფის უკანასკნელი სინგლი, მოხვედრილა ბრიტანეთის საუკეთესო ათეულში.
ხაზი 169:
 
==== უკანასკნელი შესრულებები ====
ანდერსონი და ულვეუსი [[ტიმ რაისი|ტიმ რაისთან]] თანამშრომლობით [[1983]] წელს დაკავდნენ. შემდგომში მათ დაასრულეს ერთობლივი მუშაობა მიუზიკლზე „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი“]]. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი საერთაშორისო მასშტაბით სოლო კარიერებზე ზრუნავდნენ. ამავე პერიოდში საფრანგეთის ტელეარხისათვის მომზადდა მუსიკალური ფილმი ''[[Abbacadabra]]'' - საბავშვო მიუზიკლი ABBA-ს 14 სიმღერით. [[ალენ ბუბლელი|ალენ]] და [[დანიელ ბუბლელი|დანიელ ბუბლელები]], რომლებმაც დაწერეს მიუზიკლი „[[საბრალონი (მიუზიკლი)|საბრალონი“]], სტიგ ანდერსონს დაუკავშირდნენ და მუსიკალური ფილმი საფრანგეთის ეთერში საშობაოდ გამოვიდა, მოგვიანებით კი მისი ჰოლანდიურინიდერლანდური ვერსიაც გამოჩნდა. ლიუნგსტადი, რომელიც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, მონაწილეობდა ფრანგულ ვერსიაში და ჩაწერა საკუთარი სინგლი, „Belle“, დუეტი ფრანგ მომღერალ დანიელ ვალავუანთან. ეს იყო ABBA-ს 1976 წლის ინსტრუმენტული კომპოზიციის „[[Arrival (სიმღერა)|Arrival“]] ქავერ ვერსია. სოლო სინგლი კარგად იყიდებოდა საფრანგეთში და [[კამერონ მაკინტოში]] გეგმავდა შოუს ინგლისურენოვანი ვერსიის ლონდონში დადგმას. ანდერსონი და ულვეუსი მონაწილეობდნენ პროექტში და მათი წვლილი აღინიშნა ახალი სიმღერის „[[(I Am) The Seeker|The Seeker“]] დამატებით. ''Abbacadabra'' ლონდონში წარდგენილი იქნა [[1983]] წლის [[8 დეკემბერი|8 დეკემბერს]]. რვა კვირის მანძილზე დარბაზები ამ შოუებზე ბოლომდე ივსებოდა, თუმცა მიმოხილვები, გამოქვეყნებული პრესაში, არაერთგვაროვანი იყო. წარმოდგენები [[1984]] წლის [[21 იანვარი|21 იანვარს]] დასრულდა. პროექტში ასევე მონაწილეობდა ლიუნგსტადი. „Belle“ ჩაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის ზედამხედველობითა და ახალი სათაურით, „Time“, მომღერალ [[ბ. ა. რობერტსონი]]ს მონაწილეობით.
 
ჯგუფის ოთხივე წევრი მსმენელების წინაშე გამოვიდა [[1986]] წლის [[იანვარი|იანვარში]]. შვედური სატელევიზიო შოუსათვის, რომელიც სტიგ ანდერსონის 55-ე დაბადების დღეს ეძღვნებოდა, მათ ჩაწერეს სიმღერის „Tivedshambo“ აკუსტიკური ვერსია. იმავე წელს ისინი გამოჩნდნენ ერთ-ერთი სხვა მეგობრის, ყოფილ ტურ-მენეჯერ კლაეს აფ გეიერსტამის 40-ე იუბილეზე. მათ იმღერეს სიმღერა „Der Kleine Franz“, რომელიც ასევე გამოჩნდა მიუზიკლში „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი“]]. [[1986]] წელს გამოვიდა ალბომი ''[[ABBA Live]]'', რომელშიც შეტანილი იქნა ჯგუფის [[1977]] და [[1979]] წლების ტურნეების ნაწყვეტები. ოთხივე წევრი [[1999]] წელს გორელ ჰანსერის იუბილეზე გამოჩნდა. ჰანსერი ოთხივეს დიდი ხნის მეგობარი იყო, ისევე როგორც სტიგ ანდერსონის ყოფილი მდივანი. გორელის პატივსაცემად ოთხეულმა შეასრულა შვედური დაბადების დღის აღსანიშნავი სიმღერის „Med En Enkel Tulipan“ ა-კაპელა ვერსია.<ref>[http://www.raffem.com/BjornUlvaeusBiogr.htm] ABBA-ს უკანასკნელი ცნობილი გამოჩენა (1999)</ref>
ხაზი 202:
==== ფელტსკუგი და ლიუნგსტადი ====
{{Main|1=აგნეტა ფელტსკუგი|2=ანი-ფრიდ ლიუნგსტადი}}
ABBA-ს მდედრობითი სქესის ნახევარს მონაწილეები ასევე დაკავდნენ სოლო კარიერით. [[1982]] წელს ლიუნგსტადმა [[ფილ კოლინზი]]ს პროდიუსერობით ჩაწერა სადებიუტო ალბომი ''[[Something's Going On]]'', რასაც ახლა წარმატებული სინგლი და მუსიკალური ვიდეო „[[I Know There's Something Going On]]“. იგი იქცა საფრანგეთის #1 ჰიტად და ჩარტების სათავეში ხუთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა. იგივე წარმატება მას წილად ხვდა [[ბელგია]]ში, შვეიცარიასა და [[კოსტა-რიკა]]ზე. ავსტრიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთსა და პოლონეთში სინგლმა 3-ე ადგილამდე მიაღწია და გერმანიაში, იტალიაში, ფინეთში, სამხრეთ აფრიკასააფრიკის რესპუბლიკასა და ავსტრალიაში საუკეთესო 10-ეულში იმყოფებოდა. აშშ-ში იგი ბილბორდის 100-ეულის 13-ე ადგილამდე ავიდა. საერთო ჯამში მსოფლიოში „I Know There's Something Going On“ გაიყიდა 1.5 მილიოი ასლის ოდენობით.<ref>{{harvnb|პალმი|2001|p=452}}</ref> [[შვედეთის ტელევიზია]]მ მისი ჩაწერის შესახებ ვრცელი ფილმიც გადაიღო, რომელიც ერთსაათიან ინტერვიუს წარმოადგენს. მასში შეტანილი იქნა ინტერვიუები ლიუნგსტადთან, კოლინზთან, ულვეუსთან და ანდერსონთან, ისევე როგორც სხვა მუსიკოსებთან. დოკუმენტური ფილმი და პრომო ვიდეოები შეტანილია გამოცემაში ''[[Frida - The DVD]]''.
 
ლიუნგსტადის მეორე სოლო ალბომი, ''[[Shine (ფრიდას ალბომი)|Shine]]'' უფრო ექსპერიმენტული იყო და ჩაწერილი იქნა პროდიუსერ [[სტივ ლილიუაიტი]]ს თანაშემწეობით, პარიზში. იგი 1984 წელს გამოიცა და 10-ეულებში მოხვდა, ისეთ ქვეყნებში, როგორიც არის შვედეთი, ნორვეგია, ბელგია და ნიდერლანდები. სასათაურო კომპოზიცია ასევე გამოიცა ალბომის პირველ სინგლად. Shine შემდგომი 12 წლის მანძილზე რჩებოდა ლიუნგსტადის უკანასკნელ სტუდიურ ალბომად. მასში ასევე შეტანილია Slowly - სიმღერა, რომელიც ABBA-ს პერიოდში დაიწერა და ამრიგად არის უკანასკნელი ცნობილი სიმღერა, რომელიც ABBA-ს მდედრობითი სქესის ყოფილი წევრის მიერ იქნა ჩაწერილი. „Shine“-ის პრომო ვიდეო და კლიპები ასევე შეტანილია ''[[Frida - The DVD]]''-ში.
ხაზი 227:
შვედეთში ანდერსონისა და ულვეუსის გავლენის მზარდი აღიარება აღინიშნა [[1998]] წლის შოუს „B & B“-ს სახელით. ამ შოუზე შესრულდა ABBA-ს ცნობილი და ნაკლებად ცნობილი სიმღერები, რომლებიც შეიქმნა ჯგუფის ყველაზე წარმატებულ წლებამდე და მათ შემდგომ. კონცერტი გამოიცა აუდიო დისკზეც. მოგვიანებით შოუს წარდგენა სკანდინავიაში ტურნეს სახით მოხდა. აღსანიშნავია ამ შოუთი [[პეკინი|პეკინში]] გამართული ორი კონცერტიც.
 
[[2000]] წელს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფის ყველა წევრმა უარი თქვა დაახლოებით 1, 000, 000, 000 შემოთავაზებულ დოლარზე, რომელიც გაერთიანების ფარგლებში გამართული 100 კონცერტისათვის შესთავაზეს.<ref>[http://www.mtv.com/news/articles/1424667/20000202/abba.jhtml] ბეშემი, დევიდ. "ABBA Nixes Billion-Dollar Offer To Reunite. " MTV News.</ref>
 
[[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი]]ს [[2004]] წლის ნახევარფინალში, რომელიც [[სტამბოლი|სტამბოლში]] გაიმართა (ჯგუფის ევროვიზიაზე გამარჯვებიდან 30 წლის შემდეგ) ოთხივე წევრი გამოჩნდა სპეციალურ სახუმარო ვიდეოში „Our Last Video Ever“, რომელიც ნაჩვენები იქნა ანტრაქტის დროს. ვიდეორგოლში ასევე მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა პიროვნებებმა, რომელთა შორის არიან [[რიკ მეიელი]], [[შერი]] და [[აირონ მეიდენი]]ს სიმბოლო [[Eddie the Head|ედი]]. ეს ვიდეო არ იქნა შეტანილი ევროვიზიის კონკურსის ოფიციალურ DVD-ზე, მაგრამ ABBA-ს ოთხივე წევრის ინიციატივით და თხოვნით გამოვიდა ცალკე DVD-ს „The Last Video“ სახით.
ხაზი 256:
 
== როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი ==
[[2010]] წლის 15 მარტს [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა [[როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი|როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში]]. ისინი წარადგინეს ჯგუფ [[ბი ჯიზი]]ს წევრებმა [[ბარი გიბი|ბარი]] და [[რობინ გიბი|რობინ გიბმა]]. ჯგუფის ოთხივე წევრიდან ცერემონიას ესწრებოდნენ მხოლოდ ანი-ფრიდ ლიუნგსტადი და ბენი ანდერსონი.<ref>{{Cite news| url = http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8570059.stm| title = ABBA and Genesis join Rock and Roll Hall of Fame| accessdate = 17 მარტი 2010 | work=BBC News | date=16 მარტი 2010 | location=London| archiveurl= http://web.archive.org/web/20100417200431/http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8570059.stm| archivedate= 17 აპრილი 2010 <!--DASHBot-->| deadurl= no}}</ref><ref>{{Cite web|url=http://www.worldasiderseeit.com/home/will-abba-reunite-for-rock-roll-hall-of-fame-i-have-the-answ.html|title=Will Abba Reunite For Rock & Roll Hall of Fame?|publisher=worldasiderseeit.com |date = 12 თებერვალი 2010}}</ref>
<ref>{{Cite news| url = http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8570059.stm| title = ABBA and Genesis join Rock and Roll Hall of Fame| accessdate = 17 მარტი 2010 | work=BBC News | date=16 მარტი 2010 | location=London| archiveurl= http://web.archive.org/web/20100417200431/http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8570059.stm| archivedate= 17 აპრილი 2010 <!--DASHBot-->| deadurl= no}}</ref><ref>{{Cite web|url=http://www.worldasiderseeit.com/home/will-abba-reunite-for-rock-roll-hall-of-fame-i-have-the-answ.html|title=Will Abba Reunite For Rock & Roll Hall of Fame?|publisher=worldasiderseeit.com |date = 12 თებერვალი 2010}}</ref>
 
== წარმატება აშშ-ში ==
აქტიური კარიერის მანძილზე, [[1972]]-[[1982]] წლებში ჯგუფმა ბილბორდის ცხელი 100-ეულის ჩარტში 14 საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი სინგლი დააგროვა. აქედან 13 ასევე მოხვდა ჩარტში Cashbox Top 100, 10 - ორივე ჩარტის 20-ეულებში, ოთხი - 10-ეულებში („Dancing Queen“ პირველ პოზიციაზე მოხვდა). „Fernando“ და „SOS“ ბილბორდის ცხელ 100-ეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ Cashbox-ის („Fernando“) და Record World-ის („SOS“) ჩარტში წარმატება იქონიეს. სინგლებმა „Dancing Queen“ და „Take a Chance on Me“ [[RIAA]]-სგან მიიღეს ოქროს სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლების საფუძველზე).
 
ჯგუფის ცხრა ალბომი აშშ-ს ბილბორდის 200-ეულის პირველ 100-ეულში მოხვდა. აქედან შვიდი მოხვდა საუკეთესო 50-ეულში. ოთხი ამ ალბომიდა მოხვდა 20-ეულში - აღსანიშნავია ''ABBA: The Album''-ის 14-ე, უმაღლეს პოზიციაზე მოხვედრა. ხუთმა ალბომმა RIAA-სგან მიიღო ოქროს სერტიფიკატი (500. 000-ზე მეტი გაყიდული ასლის ოდენობის საფუძველზე), ხოლო სამმა - პლატინის სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლის საფუძველზე). [[1993]] წელს ''Gold: Greatest Hits'' გამოიცა აშშ-ში და ქვეყნის ტერიტორიაზე შემდგომში შვიდმაგი პლატინის მფლობელი გახდა. იგი ასევე მოხვდა „ბილბორდის“ პოპულარული პოპ კატალოგის ალბომების ჩარტის სათავეში და 11-ე ადგილზე ჩარტში [[Billboard Comprehensive Albums]].
 
== ვიდეო, სარეკლამო კამპანიები ==
Line 300 ⟶ 299:
* [[Gabba (ჯგუფი)|Gabba]] - ჯგუფი, რომელიც ასრულებს ABBA-ს და [[Ramones]]-ის სიმღერებს
* Babba - ავსტრალიური ჯგუფი
* The Abba's/Supertroopers - ჰოლანდიურინიდერლანდური როკ-ჯგუფი
 
== ბიბლიოგრაფია ==
* ოლდემი, ენდრიუ, კელდერი, ტონი და ირვინი, კოლინი (1995) „ABBA: The Name of the Game“, ISBN 0-283-06232-0
* პოტიე, ჟან-მარი (2000). ''ABBA&nbsp;– The Book'' ISBN 1-85410-928-6
* პალმი, კარლ-მაგნუსი (2002). ''Bright Lights Dark Shadows: The Real Story of ABBA'' ISBN 0-7119-9194-4
* პალმი, კარლ ჟოსლინი (2004). ''From „ABBA“ to „Mamma Mia!“'' ISBN 1-85227-864-1
 
== რესურსები ინტერნეტში ==
Line 309 ⟶ 314:
* [http://www.life.com/image/first/in-gallery/40612/abba-from-sweden-to-superstardom ABBA: შვედეთიდან სუპერვარსკვლავამდე]&nbsp;– ჟურნალის ''[[Life magazine]]'' სლაიდშოუ
* [http://www.abbastars.cz/ ABBA Stars]
 
== ბიბლიოგრაფია ==
* ოლდემი, ენდრიუ, კელდერი, ტონი და ირვინი, კოლინი (1995) „ABBA: The Name of the Game“, ISBN 0-283-06232-0
* პოტიე, ჟან-მარი (2000). ''ABBA&nbsp;– The Book'' ISBN 1-85410-928-6
* პალმი, კარლ-მაგნუსი (2002). ''Bright Lights Dark Shadows: The Real Story of ABBA'' ISBN 0-7119-9194-4
* პალმი, კარლ ჟოსლინი (2004). ''From „ABBA“ to „Mamma Mia!“'' ISBN 1-85227-864-1
 
== სქოლიო ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან