ადარნასე (ერისმთავარი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 28:
}}
 
'''ადარნასე I''' — [[საქართველოს მმართველთა სია|ქართლის მთავარი]] ([[619]] – [[639]]),. უფლისწულობაში „ვიპატოსი“.
 
ხოლო მთავრობდა ესე ადარნასე ივერიასა ზედა; არამედ ერისთავნი იყვნენ თჳსთ-თჳსთა საერისთოთა შეუცვალებელად და მორჩილებდნენ ადარნასეს. ამის-ზე მოკუდა კათალიკოსი ბართლომე და ამან დასუა იოვანე. ამ ადარნასეს მთავრობის მესამის წლის შემდგომად გამოჩნდა მაჰმად მოძღუარი სარკინოზთა. კუალად მოკუდა კათალიკოზი იოვანეცა და დასუა ბაბილა; ხოლო კეისარმან მოსტყუევნა სპარსეთი, მოკლა ქასრე და წარმოიღო ჯუარიპატიოსანი და მოვიდა კუალად ქართლს და განავლინნა ქადაგნი, რათა შევიდნენ ყოველნი ქრისტიანენი ეკლესიათა შინა და სხუანი ურწმუნონი გარე მოისრნენ; არამედ ურწმუნონიცა შეერივნენ ქრისტიანეთა თანა და არა ინებეს ქრისტიანე-ყოფად. მაშინ მიავლინა კეისარმან მახჳლი და მოსრნა, რამეთუ მდინარენი სისხლისანი სდიოდნენ ეკლესიით-გამო და განსწმიდა სჯული ურწმუნოთაგან; შევლო და წარიღო მანგლისიდამ ფერჴის ფიცარი უფლისა და ერუშეთიდამ სამსჭუალი. ამათთჳს ევედრა ადარნასე მთავარი, რათა არა მიუხუნას ნიჭნი ესე, არამედ არა უსმინა და წარუხუნა. შემდგომად მოკუდა კათალიკოზი ბაბილა; ამანვე დასუა თაბორ. შემდგომად მოკუდა ადარნასე ქრისტესა 639, ქართულსა 391.