სეი სიონაგონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 9:
[[981]] წელს 16 წლის ასაკში ცოლად გაჰყვა საშუალო ჩინის მოხელეს ტაჩიბანა ნორიმიცუს და ვაჟიშვილი შეეძინა. მას ჰყავდა ქალიშვილიც მეორე ქორწინებიდან. მისი მეორე ქმარი იყო ფუჯივარა-მუნეიო. ოცდაშვიდი წლის ასაკში, როდესაც უკვე ქმართან გაყრილილ იყო, იგი გახდა დედოფალ სადაკოს სეფექალი და იმპერატორ იჩიჯოს კარზე მსახურობდა. 18 წლის ულამაზესი დედოფალი სადაკო მისი ანგელოზი და უახლესი მეგობარი გახდა.
 
სეი სიონაგონს სახელი მოუხვეჭა მისმა ჩანაწერებმა (306 ჩანაწერი), რომელიც „სასთუმლის წიგნის“ სახელითაა ცნობილი (枕草子 ''მაკურა ნო სიოშისოში''). წიგნი მოიცავს [[986]] წელიდან [[1000]] წლამდე პერიოდს. ეს არის სასახლის კარის ყოფითი სცენების, თავშესაქცევი ამბების, დღესასწაულების, ჭორების, ლექსების, ბუნების სურათების, დაკვირვებების, ფიქრებისა და სევდების კრებული. სეი სიონაგონი ეხება ყველაფერს, რაც მისი დროსათვის საინტერესო იყო, მათ შორის, დედოფლის ამბებსა და პრობლემებს. [[1000]] წლის მიწურულს დედოფალი სადაკო მშობიარობისას გარდაიცვალა და სეი სიონაგონმა იაპონიის [[იმპერატორი]]ს სასახლე დატოვა. უცნობია 1000 წლის შემდეგ რას საქმიანობდა სეი სიონაგონი. სწავლულების აზრით 1001-1010 წლებში მან თავის ჩანაწერებს თავი მოუყარა და დასრულებული მხატვრული ნაწარმოების სახე მისცა.
 
ერთ-ერთი გადმოცემის თანახმად სიცოცხლის უკანასკნელი წლები სიღარიბეში გაუტარებია, რაც სადაოა და მისი მეტოქეების მიერ გავრცელებული ჭორი უნდა იყოს. უცნობია სად არის დაკრძალული სეი სიონაგონი, თუმცა რამდენიმე პროვინცია იჩემებს მის საფლავს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/სეი_სიონაგონი“-დან