ABBA: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 5:
|ლანდშაფტი = კი
|ფონი = group_or_band
|წარმოშობა = [[სტოკჰოლმი]], [[შვედეთი]]
|ინსტრუმენტი =
|ჟანრი = {{flatlist|
* [[პოპ მუსიკა|პოპი]]
* [[ევროპოპი]]
ხაზი 36:
'''ABBA''' ({{IPA-sv|²abːa}}) — [[შვედეთი|შვედური]] [[პოპ-მუსიკა|პოპ]]-ჯგუფი, ჩამოყალიბებული [[სტოკჰოლმი|სტოკჰოლმში]] [[1972]] წელს. მასში შედიოდნენ [[აგნეტა ფელტსკუგი]], [[ბენი ანდერსონი]], [[ბიორნ ულვეუსი]] და [[ანი-ფრიდ ლიუნგსტადი]]. ისინი იქცნენ ყველა დროის ერთ-ერთ გაყიდვად ჯგუფად პოპ-მუსიკის ისტორიაში, რომელიც [[1972]]-[[1982]] წლებში ჩარტების სათავეებში ხვდებოდა. ისინი ასევე ცნობილები არიან [[ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 1974|ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე]] [[1974]] წელს გამარჯვებით, რამაც შვედეთს ევროვიზიაზე პირველი გამარჯვება მოუტანა. ABBA ასევე ითვლება კონკურსში მონაწილე ყველაზე წარმატებულ პროექტად.
 
ჯგუფს მსოფლიოში გაყიდული აქვს 375 მილიონზე მეტი დისკი და ცნობილია, რომ წელიწადში დამატებით დაახლოებით მილიონი დისკი იყიდება.<ref>{{Cite news|url=http://www.guardian.co.uk/music/2011/jan/02/abba-reunion-agnetha|title=Abba set for reunion as Agnetha admits, 'I have a dream'|work=[[guardian.co.uk]]|date=2011-01-02|accessdate=2012-03-14}}</ref><ref>{{cite news|url= http://www.thehindu.com/arts/music/article392677.ece|title=A heavenly enchantment called ABBA|date=2010-04-09|newspaper=[[The Hindu]]|accessdate=2012-03-14}}</ref> ამრიგად ABBA არის ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი მუსიკალური კოლექტივი მუსიკის ისტორიაში. ABBA იყო პირველი პოპ ჯგუფი, რომელიც წარმოშობით არაინგლისურენოვანი ქვეყნიდან იყო და მნიშვნელოვანი წარმატება იქონია ინგლისურენოვან ქვეყნებში, მათ შორის [[ბრიტანეთი|ბრიტანეთში]], [[ირლანდია]]ში, [[აშშ]]-ში, [[კანადა]]ში, [[ავსტრალია]]ში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]], [[სამხრეთ აფრიკააფრიკის რესპუბლიკა]]სა და [[ფილიპინები|ფილიპინებზე]]. ჯგუფს ასევე მნიშვნელოვანი წარმატება ჰქონდა [[ლათინური ამერიკა|ლათინური ამერიკის]] ქვეყნებში. ABBA-მ ამ ქვეყნებისათვის სპეციალურად ჩაწერა ''[[Gracias Por La Música (ალბომი)|კრებული]]'' ჰიტ-სიმღერების ესპანურენოვანი ვერსიებით.
 
ჯგუფის აქტიურობის პერიოდში ფელტსკუგი და ულვეუსი დაქორწინებულები იყვნენ, ისევე როგორც ლიუნგსტადი და ანდერსონი. ABBA-ს პოპულარობის პიკის პერიოდში ორივე წყვილის ურთიერთობები დაიძაბა. [[1979]] წელს ერთმანეთს გაეყარნენ ულვეუსი და ფელტსკუგი, ხოლო მოგვიანებით, [[1981]] წელს - ანდერსონი და ლიუნგსტადი. შედეგად ამან გავლენა იქონია ჯგუფის მუსიკაზეც და კოლექტივის უფრო გვიანდელი სიმღერები გამოირჩევა უფრო მეტი თვითანალიზით სავსე ტექსტებით.
ხაზი 44:
== ისტორია ==
=== ABBA-მდე (1960-იანი წლები) ===
 
18 წლის [[ბენი ანდერსონი]] მოხვდა პოპულარულ შვედურ [[პოპ-როკი|პოპ-როკ]] ჯგუფში [[The Hep Stars]], რომელიც ასრულებდა ცნობილი სიმღერების [[ქავერ ვერსია|ქავერ-ვერსიებს]]. ამ კოლექტივს ასევე „შვედურ ბითლზს“ უწოდებდნენ. მათ ასევე საკუთარი ლეიბლი, „Hep House“ ჩამოაყალიბეს. ანდერსონი ჯგუფში კლავიშებიან საკრავებზე უკრავდა და დაიწყო ორიგინალური სიმღერების შექმნაც, რომელთა ნაწილი - მათ შორის „No Response“, „Sunny Girl“, „Wedding“ და „Consolation“ პოპულარულად იქცა და შვედეთის ჰიტ-აღლუმებში [[1966]] წელს #1 ადგილი ეკავა.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=86–87}}</ref> ანდერსონს ასევე ჰქონდა წარმატებული თანამშრომლობა [[ლასე ბერგჰაგენი|ლასე ბერგჰაგენთან]] - ერთად მათ [[1968]] წელს შექმნეს პოპულარული სიმღერა „Sagan om lilla Sofi“ (პატარა სოფის ამბავი).
 
Line 60 ⟶ 59:
 
==== პირველი დიდი გამოსვლა და „Festfolk“ ====
 
ოთხივე შემსრულებლის ნიჭის ერთად გამოვლენის მცდელობას ადგილი ჰქონდა [[1970]] წლის აპრილში, როდესაც ორივე წყვილი [[კვიპროსი|კვიპროსზე]] ისვენებდა. თავდაპირველად ისინი სანაპიროსთან გართობის სახით მღეროდნენ, მაგრამ მოგვიანებით ეს გადაიქცა სრულყოფილ გამოსვლად, რომელიც იქვე მყოფ გაერთიანებული ერების ჯარებს ეძღვნებოდა. ანდერსონი და ულვეუსი ამ პერიოდში უკვე იწერდნენ ალბომს ''Lycka'', რომელიც [[1970]] წლის სექტემბერში გამოვიდოდა. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი ივნისში ამ სიმღერებისათის საკუთარ ვოკალებს ამატებდნენ, რაც გადაიზარდა ერთიანი ჯგუფის, „Festfolk“ ჩამოყალიბების იდეად. [[1970]] წლის [[1 ნოემბერი|1 ნოემბერს]] [[გეტებორგი|გეტებორგში]] შედგა მათი შოუ, რომელსაც წილად ძირითადად უარყოფითი შეფასებები ხვდა. თუმცა, ულვეუსის და ანდერსონის მიერ შესრულებული „Hej, gamle man“ მოწონებული იქნა (ამ სიმღერაში ჟღერდა ოთხივე მუსიკოსის შესრულება). ისინი ასევე ასრულებდნენ სოლო კომპოზიციებს საკუთარი ალბომებიდან, მაგრამ ცივი შეფასებების გამო, დროებით გადადეს პროექტზე მუშაობის ამბიციები და ყურადღება საკუთარ ალბომებზე გადაიტანეს.
 
Line 78 ⟶ 76:
 
==== პირველი ჰიტი ჯგუფის Björn, Benny, Agnetha & Anni-Frid სახით ====
 
ულვეუსი და ანდერსონი განაგრძობდნენ სიმღერების წერას და ცდებს ატარებდნენ ახალ ჟღერადობასთან და ვოკალურ არანჟირებებთან. "[[People Need Love]]" გამოიცა 1972 წლის ივნისში და მასში ჟღერდა აგნეტას და ანი-ფრიდის ვოკალები, რომლებსაც ამჯერად უფრო მნიშვნელოვანი როლი ჰქონდათ. სტიგ ანდერსონის დახმარებით იგი გამოვიდა როგორც სინგლი, რომლის შემსრულებლად მითითებული იყო ჯგუფი ''Björn & Benny, Agnetha & Anni-Frid''. ის მოხვდა 17-ე ადგილზე შვედეთის გაერთიანებულ ჩარტში, რომელშიც როგორც სინგლები, ასევე ალბომები მონაწილეობდნენ. ეს საკმარისი იყო, რათა მუსიკოსები დარწმუნებულები ყოფილიყვნენ, რომ გარკვეულ გზას მიუყვებოდნენ.<ref>{{harvnb|პალმი|2001|p=185}}</ref> სინგლი ასევე კვარტეტის ისტორიაში იქცა პირველ ჩანაწერად, რომელიც [[აშშ]]-ს ჩარტში მოხვდა, სადაც ჟურნალის ''[[Cashbox (ჟურნალი)|Cashbox]]'' ჩარტში 114-ე ადგილი დაიკავა. იმავე ტერიტორიაზე, ჟურნალის ''[[Record World]]'' ჩარტში ის 117-ე ადგილზე მოხვდა. იგი გამოცემული იქნა ''Björn & Benny (with Svenska Flicka)''-ს სახელით, ლეიბლზე [[Playboy Records]]. თუმცა, სტიგის თქმით, "People Need Love" იქცეოდა უფრო დიდ ჰიტად, რომ არა Playboy Records-ის მცირე ლეიბლის სტატუსი, რომელიც არ აძლევდა საშუალებას, სიმღერის დისტრიბუციით უფრო ფართო მასშტაბებში დაკავებულიყო - თუნდაც ფართო გაყიდვაში ჩაეშვა ან რადიოსადგურებისათვის დაერიგებინა.<ref>Interview with ''Songwriter'' magazine, 6, 1981, გვ.23–25.</ref>
 
Line 84 ⟶ 81:
 
==== "Ring Ring" ====
 
1973 წელს ჯგუფმა, მენეჯერთან ერთად, გადაწყვიტა ფესტივალზე Melodifestivalen კვლავ გამოჩენა, ამჯერად ახალი სიმღერით [[Ring Ring (სიმღერა)|Ring Ring]]. ჩაწერისას სტუდიაში მათთან მუშაობდა პროდიუსერი [[მაიკლ ბ. ტრეტოუ]], რომელიც იყენებდა ე.წ. „[[ხმის კედელი|ხმის კედელს“]] (მოგვიანებით პროდიუსერის მიერ გამოყენებული ეს ტექნოლოგია ჯგუფის ჟღერადობის დამახასიათებელ ნიშნად იქცა). სტიგ ანდერსონის დაკვეთით, [[ნილ სედაკა]]მ და ფილ კოუდიმ დაწერის სიმღერის ინგლისურენოვანი ტექსტი. თუმცა, 1973 წლის 10 თებერვალს, ფესტივალზე სიმღერა მხოლოდ მესამე ადგილზე მოხვდა და [[ევროვიზია|ევროვიზიის]] კონკურსამდე ვერ მიაღწია. ჯგუფმა მაინც გამოსცა სადებიუტო სტუდიური ალბომი, რომელსაც ასევე [[Ring Ring (ალბომი)|Ring Ring]] ეწოდა. ალბომის გაყიდვები შთამბეჭდავი იყო და სინგლი Ring Ring მოხვდა რამდენიმე ევროპული ქვეყნისა და აფრიკის ჩარტებში. სტიგ ანდერსონი, მიუხედავად ამისა, თვლიდა, რომ ნამდვილი წარმატება მოპოვებული იქნებოდა ბრიტანეთის ან აშშ-ს ჩარტში ჰიტის შემთხვევაში.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=191–211}}</ref>
 
==== ოფიციალური სახელწოდება ====
 
[[1973]] წელს სტიგ ანდერსონმა, რომელიც დაიღალა ჯგუფისათვის ულაზათო სახელწოდებების შერჩევით, გადაწყვიტა, რომ როგორც საჯაროდ, ასევე შიდა წრეებში მათთვის ABBA ეწოდებინა. ერთი შეხედვით, ეს იყო სიტყვების თამაში, ვინაიდან შვედეთში არსებობდა კომპანია „Abba“, რომელიც ზღვის პროდუქტებს აწარმოებდა. თუმცა, ამ კომპანიის პროდუქცია შვედეთის ფარგლებს გარეთ უცნობი იყო და ანდერსონს სჯეროდა, რომ სახელი საერთაშორისო მასშტაბით ეფექტური იქნებოდა. გოტენბურგის ერთ-ერთ გაზეთში გამოქვეყნდა განცხადება ჯგუფის საუკეთესო სახელზე. ჯგუფის წევრებს მოსწონდათ „Alibaba“, „FABB“ და „Baba“, მაგრამ საბოლოოდ ყველა ვერსია იგნორირებული იქნა და ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ მათი სახელწოდება ABBA იქნებოდა. კომპანიასთან Abba გაფორმდა შეთანხმება სახელის გამოყენებაზე.<ref>{{harvnb|პალმი|2001|p=210}}</ref> ABBA არის [[აკრონიმი]], შედგენილი ჯგუფის წევრთა სახელებისგან - აგნეტა, ბიორნი, ბენი და ანი-ფრიდი.<ref name="official_bio_2">{{Cite web|title= ABBA's biography, page 2|work=abbasite.com|url= http://www.abbasite.com/people/bio.php?id=395&page=2|accessdate= 16 იანვარი 2008}}.</ref> პრომო ფოტოსესიის დროს ბენიმ თავისი ინიციალი „ბ“ ხუმრობით შეაბრუნა და [[1976]] წლიდან დღემდე ჯგუფის ლოგოში იგი სწორედ ასე გამოიყენება. ეს ლოგოს მახასიათებელ ნიშნად იქცა და იგი რეგისტრირებულ სავაჭრო ნიშნად აქცია.
 
Line 97 ⟶ 92:
=== გარღვევა (1973–1976) ===
==== ევროვიზია ====
 
ჯგუფი [[1973]] წელს [[ევროვიზია|ევროვიზიის]] კონკურსში სიმღერით „[[Ring Ring (სიმღერა)|Ring Ring“]] მონაწილეობდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ წარმატება არ ჰქონიათ, სტიგ ანდერსონი უკვე [[1974]] წლის კონკურსზე ფიქრობდა.
 
Line 109 ⟶ 103:
 
==== ევროვიზიის შემდეგ ====
 
[[1974]] წლის ნოემბერში ჯგუფმა დაიწყო პირველი ევროპული ტურნე - [[დანია]]ში, [[დასავლეთ გერმანია]]სა და [[ავსტრია]]ში. მოლოდინის მიუხედავად, იგი წარმატებული არ ყოფილა, დარბაზების უმეტესობა არ შევსებულა. ამის გამო რამდენიმე კონცერტი გაუქმდა, მათ შორის - [[შვეიცარია]]ში დაგეგმილიც. ტურნეს მეორე ეტაპი, რომელიც ითვალისწინებდა სკანდინავიაში [[1975]] წლის იანვარში მოგზაურობას, განსხვავდებოდა. ყველა საკონცერტო დარბაზი შევსებული იყო და ჯგუფმა საბოლოოდ მიიღო ნანატრი გამოხმაურებაც. კონცერტებით [[1975]] წლის ზაფხულში დაიწყო 16 თარიღიანი გამოსვლები [[შვედეთი]]სა და [[ფინეთი]]ს ღია მოედნებზე. [[სტოკჰოლმი]]ს შოუს, გამართულს [[გრონა ლუნდის პარკი|გრონა ლუნდის პარკში]], დაესწრო დაახლოებით 19.200 მსმენელი.<ref>{{harvnb|პალმი|2001|p=268}}</ref>
 
Line 119 ⟶ 112:
 
=== სუპერვარსკვლავობა (1976–1981) ===
 
[[1976]] წლის მარტში ჯგუფმა გამოსცა ჰიტების კრებული ''[[Greatest Hits (ABBA-ს ალბომი)|Greatest Hits]]'', თუმცა იმ დროისათვის ბრიტანეთსა და აშშ-ში მხოლოდ ექვსი სინგლი ჰქონდა, რომელიც ჰიტად იქცა და საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილა. მიუხედავად ამისა, კრებული იქცა ჯგუფის პირველ ბრიტანულ #1 ალბომად და ოთხეული აშშ-ს საუკეთესო ალბომების 50-ეულის ჩარტშიც პირველად მოახვედრა, გაიყიდა რა ამ ქვეყანაში მილიონზე მეტი ასლის ოდენობით. ამ პერიოდში გერმანიაში გამოვიდა კრებული ''The Very Best of ABBA'', რომელიც ასევე #1 ალბომად იქცა, მას კი ''Greatest Hits'' მოჰყვა, რომელიც გერმანიის ჩარტში 2-ე ადგილზე მოხვდა (მიუხედავად იმისა, რომ სიმღერების სიის მიხედვით, ''The Very Best''-ს ჰგავდა. ''Greatest Hits''-ში ასევე შეტანილი იქნა ახალი სიმღერა, „[[Fernando (სიმღერა)|Fernando“]], რომელიც დაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის მიერ შვედურ ენაზე, ლიუნგსტადის [[1975]] წლის სოლო ალბომისთვის ''[[Frida ensam]]'' (რომელიც თავის მხრივ, შვედეთის ჩარტების #1 ადგილზე მოხვდა). შვედეთში ლიუნგსტადის წარმატების შემდეგ ჩაიწერა სიმღერის ინგლისურენოვანი ვერსია, რომელმაც არანაკლებ 13 ქვეყანაში (ასევე ბრიტანეთში, გერმანიაში და ავსტრალიაში) #1 ადგილი მოიპოვა. სინგლი შემდგომში მსოფლიო მასშტაბით 10 მილიონი ასლის ოდენობით გაიყიდა.<ref>{{Cite web|author=კერენ კოლინზი |url=http://www.tagg.org/mmmsp/fernando.html |title=Fernando the Flute&nbsp;– Details |publisher=Tagg.org |date=25 აგვისტო 2009 |accessdate=31 იანვარი 2010}}</ref> ავსტრალიაში იგი უმაღლეს პოზიციებს 14 კვირის განმავლობაში იკავებდა, საერთო ჯამში კი ჩარტში 40 კვირის განმავლობაში დარჩა. ისევე როგორც [[The Beatles]]-ის [[Hey Jude]] იმ დროისათვის ის იყო ავსტრალიის ჩარტის რეკორდსმენი და იქცა ამ ქვეყანაში ერთ-ერთ ბესტსელერ სინგლად. იმავე წელს მან ჯგუფს მოუტანა პირველი საერთაშორისო ჯილდო, არჩეული იქნა რა 1975 წლის საუკეთესო სტუდიურ ჩანაწერად. აშშ-ში ის მოხვდა Cashbox-ის 100-ეულის 10-ეულში და ბილბორდის ცხელი 100-ეულის 13-ე ადგილზე. ბილბორდის ახალგაზრდული თანამედროვე სიმღერების ჩარტის სათავეში მოქცევის შემდეგ, მან ჯგუფს მოუტანა პირველი ამერიკული #1 სინგლი.
 
Line 127 ⟶ 119:
 
==== ევროპული და ავსტრალიური ტურნე ====
 
[[1977]] წლის იანვარში დაიწყო ჯგუფის პირველი დიდი საკონცერტო ტურნე. ABBA-ს სტატუსი დრამატულად შეიცვალა და ამჯერად მათ უკვე სუპერვარსკვლავებად თვლიდნენ. ტურნე დაიწყე [[ოსლო]]ში ([[ნორვეგია]]), [[28 იანვარი|28 იანვარს]]. კონცერტებზე წარმოდგენილი იყო მასიური სასცენო გაფორმება და თავად ჯგუფის მიერ დაწერილი [[ოპერეტა]] „ოქროსთმიანი გოგონა“. ევროპასა და ავსტრალიაში კონცერტებს დიდი ინტერესით შეხვდნენ. შოუები გაგრძელდა დასავლეთ ევროპაში და დასრულდა ბრიტანეთში, მთლიანად გაყიდული ორი კონცერტით [[ლონდონი|ლონდონში]]. ბილეთები ამ შოუებზე მხოლოდ საფოსტო შეკვეთით ვრცელდებოდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ბილეთების მოთხოვნათა რაოდენობა შეადგენდა 3.5 მილიონს. ''[[Creem (ჟურნალი)|Creem]]''-ის დადებითი შეფასებების გარდა, რომლებშიც აღნიშნული იყო ჯგუფის მიერ სცენაზე სტუდიური მასალის შესრულების უნარი, აღსანიშნავია ''[[Melody Maker]]''-ის უკმაყოფილება იმით, რომ საკონცერტო შემადგენლობის 16 მონაწილისგან ინდივიდუალურობა არ იგრძნობოდა. ალბერტ ჰოლში გადაღებული კონცერტების ნაწილი შეტანილი იქნა ფილმში ''[[ABBA: The Movie]]''.
 
[[ფაილი:Abba 28011977 15 200.jpg|left|upright|მინი|[[აგნეტა ფელტსკუგი]] ჯგუფის ევროპული და ავსტრალიური ტურნეს დასაწყისში, 1977 წლის 28 იანვარი]]
 
ტურნეს ევროპული ნაწილის შემდეგ, [[1977]] წლის მარტში ავსტრალიაში შედგა 11 კონცერტი, რომელსაც საერთო ჯამში, 160. 000 მსმენელი დაესწრო. 3 მარტს სიდნეის საკონცერტო მოედანზე გამართულ კონცერტს 20. 000 მსმენელი ესწრებოდა, მაგრამ შოუ ჩაშალა კოკისპირულმა წვიმამ (გარდა ამისა, აგნეტა კონცერტის დროს სველ სცენაზე დაეცა). მიუხედავად ამისა, ჯგუფის წევრები მოგვიანებით თვლიდნენ, რომ ეს მათი კარიერის ყველაზე დაუვიწყარი გამოსვლა იყო. [[მელბურნი|მელბურნში]] ჯგუფის ჩასვლას თან ახლდა ქალაქის მოსახლეობასთან შეხვედრა. ჯგუფი გამოჩნდა 6000 შეკრებილის წინაშე. მელბურნში ისინი სამი კონცერტით გამოვიდნენ. ყოველ მათგანს ესწრებოდა 14. 500 მსმენელი, მათ შორის - ავსტრალიის [[პრემიერ-მინისტრი]] [[მალკოლმ ფრეიზერი]], ოჯახთან ერთად. მელბურნში გამართულ პირველი კონცერტის დროს ღობის მიღმა შეიკრიბა დამატებითი 16. 000 მსმენელი, რომელიც შოუს უსმენდა. [[ადელაიდა]]ში, [[ვესტ ლეიკსი]]ს საფეხბურთო სტადიონზე ჯგუფი 20. 000 მსმენელის წინაშე წარდგა (სტადიონის მიღმა დამატებითი 10. 000 მსმენელით). [[პერთი|პერთში]] პირველი ხუთი კონცერტის პერიოდში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, თითქოს გასართობ ცენტრში, სადაც კოლექტივს გამოსვლები უნდა ჰქონოდა, ბომბი იყო დამონტაჟებული. მათ ავსტრალიურ ტურნეს მოჰყვა ნამდვილი ისტერია და უპრეცედენტო ყურადღება მედია-საშუალებების მხრიდან. კადრები ამ ტურნედან მოხვდა ფილმში „[[ABBA: The Movie]]“, რომლის რეჟისორი [[ლასე ჰალსტრომი]]ა.
 
ავსტრალიური ტურნე და მის შემდგომ გამოსული ABBA: The Movie ჯგუფისათვის მეტი აღიარების მომტანი იყო. ფელტსკუგის ქერა თმამ მომღერალი აქცია ჯგუფის „გოგონად ჟურნალიდან“, რასაც იგი ყურადღებას არ აქცევდა. ავსტრალიური ტურნეს დროს მას ეცვა მჭიდრო თეთრი სპორტული სამოსი. ერთ-ერთ ავსტრალიურ გაზეთში ამის საპასუხოდ დაიწერა სტატია სათაურით „აგნეტას უკანალი სულელური შოუს ლიდერია“. ამის შესახებ მას პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს და აგნეტამ ასეთი პასუხი გასცა: „რა, ავსტრალიაში უკანალები არ აქვთ?“<ref>DVD დოკუმენტური ფილმები: ''The Winner Takes It All'' (2002) და ''Super Troupers'' (2004)</ref>
Line 139 ⟶ 130:
 
==== სტუდიის Polar Music შექმნა ====
 
[[ფაილი:Sportpalatset Stockholm 2010.jpg|thumb|სტუდია Polar Music, სტოკჰოლმი. იგი არსებობდა 2004 წლამდე.]]
 
[[1978]] წლისათვის ABBA იქცა ყველა დროის ერთ-ერთ უდიდეს ჯგუფად. სტოკჰოლმში მდებარე ცარიელი კინოთეატრი კოლექტივმა აქცია სტუდიად [[Polar Music]], რომელიც უკანასკნელი თაობის ტექნიკით იქნა აღჭურვილი. შემდგომში მას ცნობილი მუსიკოსები და ჯგუფები იყენებდნენ. აქ ჩაიწერა [[ჯენესისი]]ს ''[[Duke (ალბომი)|Duke]]'' და [[ლედ ზეპელინი]]ს ''[[In Through the Out Door]]''. მაისში ჯგუფი აშშ-ში პრომოკამპანიისათვის გაემგზავრა და [[ენდი გიბი|ენდი გიბთან]] ერთად [[ოლივია ნიუტონ-ჯონი]]ს შოუზე გამოვიდა. სიმღერის „[[Summer Night City]]“ ჩაწერა სირთულეების მიუხედავად მაინც მოხდა და სინგლად გამოცემის შემდეგ ეს სიმღერა იქცა ჯგუფის მორიგ ჰიტად. ABBA-მ ამ ნომრით გაიკვლია გზა [[დისკო]] მუსიკაში, რაშიც შემდეგი ალბომიც დაეხმარა.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=383–386}}</ref>
 
Line 147 ⟶ 136:
 
==== ტურნეები აშშ-სა და ევროპაში ====
 
[[1979]] წლის იანვრის შუა რიცხვებში ცნობილი გახდა, რომ ულვეუსი და ფელტსკუგი ერთმანეთს ეყრებოდნენ. მედია საშუალებებმა ამ ამბის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს. გარდა ამისა, ეჭვქვეშ დადგა ჯგუფის მომავალიც. ABBA-მ დაარწმუნა მსმენელები და პრესა, რომ ჯგუფის სახით მუშაობად განაგრძობდნენ და ეს გაყრა მათ მომავალს არ შეეხებოდა.<ref>"ABBA divorce&nbsp;– Agnetha moves out" (17 იანვარი 1979). ''The Sun'' (Sydney); გვ.&nbsp;1.</ref> მიუხედავად ამისა, მედია განაგრძობდა მათთან ამის ინტერვიუებში მიმოხილვას. პასუხად, ანდერსონი და ულვეუსი საიდუმლოდ გადაფრინდნენ [[ბაჰამის კუნძულები|ბაჰამებზე]], სადაც სტუდიაში „[[Compass Point]]“ ახალ ალბომს ამზადებდნენ.
 
Line 157 ⟶ 145:
 
==== განვითარება ====
 
[[ფაილი:Schallplatte.jpg|thumbnail|''[[Super Trouper (ალბომი)|Super Trouper]]'', ჯგუფის [[1980]] წლის სტუდიური ალბომი]]
 
[[1980]] წლის მარტში ABBA გაემგზავრა იაპონიაში, სადაც ნარიტას საერთაშორისო აეროპორტში გამოჩენისას მათ დაატყდა ათასობით თაყვანისმცემელი. სავსე დარბაზებში გაიმართა 11 კონცერტი, აქედან 6 - [[ტოკიო]]ს „ნიპონ ბუდოკანში“. ეს იყო ჯგუფის უკანასკნელი დიდი მოგზაურობა. იმავე წელს გამოიცა ახალი, მეშვიდე სტუდიური ალბომი ''[[Super Trouper (ალბომი)|Super Trouper]]'', რომელშიც ჯგუფის სტილისტიკაში ცვლილებების მანიშნებელი იყო, შეიმჩნეოდა უფრო მეტი [[სინთეზატორი]]ს გამოყენება და სიმღერების პირადული ტექსტები. მან დაამყარა რეკორდი ბრიტანეთში, როდესაც ნათელი გახდა, რომ გამოცემამდე მასზე წინასწარი შეკვეთების რაოდენობამ მილიონს გადააჭარბა. მოლოდინი გაიზარდა სინგლის „[[The Winner Takes It All]]“ გამოცემით, რომელიც ბრიტანეთში ჯგუფისათვის მერვე #1 (და 1978 წლის პირველი) იყო. აშშ-ში იგი ბილბორდის 100-ეულის 8-ე ადგილზე აღმოჩნდა და იქცა ჯგუფის რიგით მეორე ბილბორდულ ჰიტ-სინგლად, რომელიც ახალგაზრდული თანამედროვე ჩარტის ნაწილი გახდა. სიმღერაში აისახა ულვეუსისა და ფელტსკუგის ურთიერთობები. ანდერსონმა და ულვეუსმა [[1980]] წლის ბოლოს [[ფრანგები|ფრანგ]] მომღერალ [[მირეი მატიე]]სთან ერთად მისი განსხვავებული ვერსია ჩაწერეს, სათაურით „Bravo Tu As Gagne“ და ფრანგულენოვანი ტექსტით, რომელიც [[ალენ ბუბლელი|ალენ ბუბლელს]] ეკუთვნოდა.
 
Line 167 ⟶ 153:
 
=== უკანასკნელი ალბომი და გამოსვლები (1981–1982) ===
 
[[1981]] წლის იანვარში ულვეუსმა იქორწინა ლენა კალერსიოსთან, ხოლო სტიგ ანდერსონმა 50-ე დაბადების დღე დიდი წვეულებით აღნიშნა. ამ შემთხვევისათის ჯგუფმა დაწერა სიმღერა „Hovas Vittne“, რომლის სათაური არის ერთგვარი პაროდია „Jehovah's Witness“-ზე ([[იეჰოვას მოწმეები]]) და ანდერსონის მშობლიურ ადგილზე, [[ჰოვა]]ზე. სიმღერა მხოლოდ 200 წითელი ფერის გრამფირფიტაზე გამოიცა და გავრცელდა წვეულების სტუმრებისათვის. შემდგომ იგი იშვიათად ჩანაწერად იქცა. [[1981]] წლის თებერვლის შუა რიცხვებში ანდერსონმა და ლიუნგსტადმა ასევე განაცხადეს, რომ ერთმანეთს შორდებოდნენ. გავრცელდა ინფორმაცია, რომ მათი ქორწინება წლების მანძილზე საფრთხის ქვეშ იყო და ბენიმ უკვე გაიცნო სხვა ქალბატონი, მონა ნორკლიტი, რომელთანაც [[1981]] წლის ნოემბერში იქორწინა.
 
Line 175 ⟶ 160:
 
==== უკანასკნელი ხმისჩამწერი სესიები ====
 
[[1982]] წლის გაზაფხულზე განახლდა ხმისჩამწერი სესიები. გეგმები ბუნდოვანი იყო, მაგრამ საუბარი იყო ახალ ალბომზე და მცირე ტურნეზე. სესიები დაიწყო [[1982]] წლის მაისში და გაგრძელდა ივნისში, მაგრამ მათ თან ახლდა მუდმივი დაძაბულობა და დასრულებული იქნა მხოლოდ სამი მათგანი - „You Owe Me One“, „I Am the City“ და „Just Like That“. ანდერსონსა და ულვეუსს შედეგი არ მოეწონათ და ფირები არქივში შეინახეს. ჯგუფმა საზაფხულო პერიოდში შეისვენა.<ref>{{harvnb|პალმი|2001|pp=455–56}}</ref>
 
Line 185 ⟶ 169:
 
==== უკანასკნელი შესრულებები ====
 
ანდერსონი და ულვეუსი [[ტიმ რაისი|ტიმ რაისთან]] თანამშრომლობით [[1983]] წელს დაკავდნენ. შემდგომში მათ დაასრულეს ერთობლივი მუშაობა მიუზიკლზე „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი“]]. ფელტსკუგი და ლიუნგსტადი საერთაშორისო მასშტაბით სოლო კარიერებზე ზრუნავდნენ. ამავე პერიოდში საფრანგეთის ტელეარხისათვის მომზადდა მუსიკალური ფილმი ''[[Abbacadabra]]'' - საბავშვო მიუზიკლი ABBA-ს 14 სიმღერით. [[ალენ ბუბლელი|ალენ]] და [[დანიელ ბუბლელი|დანიელ ბუბლელები]], რომლებმაც დაწერეს მიუზიკლი „[[საბრალონი (მიუზიკლი)|საბრალონი“]], სტიგ ანდერსონს დაუკავშირდნენ და მუსიკალური ფილმი საფრანგეთის ეთერში საშობაოდ გამოვიდა, მოგვიანებით კი მისი ჰოლანდიური ვერსიაც გამოჩნდა. ლიუნგსტადი, რომელიც საცხოვრებლად პარიზში გადავიდა, მონაწილეობდა ფრანგულ ვერსიაში და ჩაწერა საკუთარი სინგლი, „Belle“, დუეტი ფრანგ მომღერალ დანიელ ვალავუანთან. ეს იყო ABBA-ს 1976 წლის ინსტრუმენტული კომპოზიციის „[[Arrival (სიმღერა)|Arrival“]] ქავერ ვერსია. სოლო სინგლი კარგად იყიდებოდა საფრანგეთში და [[კამერონ მაკინტოში]] გეგმავდა შოუს ინგლისურენოვანი ვერსიის ლონდონში დადგმას. ანდერსონი და ულვეუსი მონაწილეობდნენ პროექტში და მათი წვლილი აღინიშნა ახალი სიმღერის „[[(I Am) The Seeker|The Seeker“]] დამატებით. ''Abbacadabra'' ლონდონში წარდგენილი იქნა [[1983]] წლის [[8 დეკემბერი|8 დეკემბერს]]. რვა კვირის მანძილზე დარბაზები ამ შოუებზე ბოლომდე ივსებოდა, თუმცა მიმოხილვები, გამოქვეყნებული პრესაში, არაერთგვაროვანი იყო. წარმოდგენები [[1984]] წლის [[21 იანვარი|21 იანვარს]] დასრულდა. პროექტში ასევე მონაწილეობდა ლიუნგსტადი. „Belle“ ჩაწერილი იქნა ულვეუსისა და ანდერსონის ზედამხედველობითა და ახალი სათაურით, „Time“, მომღერალ [[ბ. ა. რობერტსონი]]ს მონაწილეობით.
 
Line 193 ⟶ 176:
 
=== დაშლა ===
 
ჯგუფს დაშლის შესახებ არ განუცხადებია, მაგრამ თვლიდნენ, რომ იგი დაშლილი იყო. მათი უკანასკნელი გამოსვლა შედგა [[1982]] წლის 11 დეკემბერს, გადაცემაში ''[[The Late, Late Breakfast Show]]''. [[1983]] წლის იანვარში ფელტსკუგმა დაიწყო მუშაობა სოლო ალბომი, ხოლო ლიუნგსტადმა მანამდე უკვე გამოსცა საკუთარი, ''[[Something's Going On]]''. ულვეუსი და ანდერსონი მუშაობდნენ „ჭადრაკის“ მუსიკაზე. მათ უარყვეს ჯგუფის დაშლა („ქალბატონების გარეშე ვინ ვართ? ბრიჯიტ ბარდოს ინიციალები?“). ლიუნგსტადი და ფელტსკუგიც ინტერვიუებში განაგრძობდნენ იმის მტკიცებას, რომ ჯგუფი [[1983]] და [[1984]] წელს დაბრუნდებოდა ალბომით. შიდა დაძაბულობა, რომელსაც ემატებოდა მენეჯერთან ურთიერთობის გართულება, მატულობდა. [[1983]] წელს ჯგუფის წევრებმა გაყიდეს [[Polar Music]]-ში საკუთარი წვლილი. [[1986]] წლის სატელევიზიო გამოჩენა იყო უკანასკნელი - სანამ ოთხივე წევრი არ გამოჩნდა [[2008]] წლის [[4 ივლისი|4 ივლისს]], ფილმის ''[[Mamma Mia! (ფილმი)|Mamma Mia!]]'' პრემიერაზე.
 
Line 202 ⟶ 184:
==== ანდერსონი და ულვეუსი ====
{{მთავარი|1=ბიორნ ულვეუსი|2=ბენი ანდერსონი}}
 
[[1984]] წლის ოქტომბერში ულვეუსმა და ანდერსონმა, ტექსტების ავტორ [[ტიმ რაისი]]ს მონაწილეობით გამოსცეს ორმაგი კონცეპტუალური ალბომი „[[ჭადრაკი (მიუზიკლი)|ჭადრაკი“]]. წარმატება იქონიეს ამ ალბომის სინგლებმა „[[One Night in Bangkok]]“ (ვოკალი - [[მიურეი ჰედი]]) და „[[I Know Him So Well]]“ (დუეტი [[ბარბარა დიქსონი|ბარბარა დიქსონთან]] და [[ელენ პეიჯი|ელენ პეიჯთან]]), რომლებიც მოგვიანებით ჩაიწერა [[ბარბრა სტრეიზანდი]]სა და [[უიტნი ჰიუსტონი]]ს მიერ და წარმატება იქონია. [[1986]] წლის მაისში ლონდონის უესტ ენდში გაიმართა მიუზიკლის პრემიერა. ჩვენებები სამ წელიწადს გაგრძელდა. „ჭადრაკი“ ასევე [[ბროდვეის თეატრი]]ს სცენაზე, [[1988]] წლის აპრილში გამოჩნდა, მაგრამ ცუდი მიმოხილვების გამო ორი თვის შემდეგ ჩვენებები დასრულდა. სტოკჰოლმში [[2003]] წელს დაიდგა მისი შვედური ვერსია, „Chess på svenska“, რომელშიც შეტანილი იქნა ახალი სიმღერებიც, მაგალითად, „Han är en man, han är ett barn“ და „Glöm mig om du kan“. [[2008]] წელს ლონდონის ალბერტ ჰოლში განახლდა მიუზიკლის ჩვენება. ამან დიდი წარმატება იქონია და ერთ-ერთი შოუ DVD-ზეც გამოიცა. მოგვიანებით, [[2010]] წელს ბრიტანეთსა და აშშ-ში გაიმართა ტურნეები ამ მიუზიკლის დადგმით.
 
Line 220 ⟶ 201:
 
==== ფელტსკუგი და ლიუნგსტადი ====
 
{{Main|1=აგნეტა ფელტსკუგი|2=ანი-ფრიდ ლიუნგსტადი}}
 
ABBA-ს მდედრობითი სქესის ნახევარს მონაწილეები ასევე დაკავდნენ სოლო კარიერით. [[1982]] წელს ლიუნგსტადმა [[ფილ კოლინზი]]ს პროდიუსერობით ჩაწერა სადებიუტო ალბომი ''[[Something's Going On]]'', რასაც ახლა წარმატებული სინგლი და მუსიკალური ვიდეო „[[I Know There's Something Going On]]“. იგი იქცა საფრანგეთის #1 ჰიტად და ჩარტების სათავეში ხუთი კვირის მანძილზე იმყოფებოდა. იგივე წარმატება მას წილად ხვდა [[ბელგია]]ში, შვეიცარიასა და [[კოსტა-რიკა]]ზე. ავსტრიაში, ნიდერლანდებში, ნორვეგიაში, შვედეთსა და პოლონეთში სინგლმა 3-ე ადგილამდე მიაღწია და გერმანიაში, იტალიაში, ფინეთში, სამხრეთ აფრიკასა და ავსტრალიაში საუკეთესო 10-ეულში იმყოფებოდა. აშშ-ში იგი ბილბორდის 100-ეულის 13-ე ადგილამდე ავიდა. საერთო ჯამში მსოფლიოში „I Know There's Something Going On“ გაიყიდა 1.5 მილიოი ასლის ოდენობით.<ref>{{harvnb|პალმი|2001|p=452}}</ref> [[შვედეთის ტელევიზია]]მ მისი ჩაწერის შესახებ ვრცელი ფილმიც გადაიღო, რომელიც ერთსაათიან ინტერვიუს წარმოადგენს. მასში შეტანილი იქნა ინტერვიუები ლიუნგსტადთან, კოლინზთან, ულვეუსთან და ანდერსონთან, ისევე როგორც სხვა მუსიკოსებთან. დოკუმენტური ფილმი და პრომო ვიდეოები შეტანილია გამოცემაში ''[[Frida - The DVD]]''.
 
Line 234 ⟶ 213:
 
=== გამოცოცხლება ===
 
ჯგუფის დაშლის წელს საფრანგეთში დაიდგა შოუ ''[[Abbacadabra]]'', რომელშიც ბავშვები ABBA-ს სიმღერებს ასრულებდნენ. ინტერესმა ჯგუფის მუსიკის მიმართ კვლავ იმატა.
 
Line 278 ⟶ 256:
 
== როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი ==
 
[[2010]] წლის 15 მარტს [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] გამართულ ცერემონიაზე ABBA შეყვანილი იქნა [[როკ-ენ-როლის დიდების დარბაზი|როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში]]. ისინი წარადგინეს ჯგუფ [[ბი ჯიზი]]ს წევრებმა [[ბარი გიბი|ბარი]] და [[რობინ გიბი|რობინ გიბმა]]. ჯგუფის ოთხივე წევრიდან ცერემონიას ესწრებოდნენ მხოლოდ ანი-ფრიდ ლიუნგსტადი და ბენი ანდერსონი.
<ref>{{Cite news| url = http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8570059.stm| title = ABBA and Genesis join Rock and Roll Hall of Fame| accessdate = 17 მარტი 2010 | work=BBC News | date=16 მარტი 2010 | location=London| archiveurl= http://web.archive.org/web/20100417200431/http://news.bbc.co.uk/1/hi/entertainment/8570059.stm| archivedate= 17 აპრილი 2010 <!--DASHBot-->| deadurl= no}}</ref><ref>{{Cite web|url=http://www.worldasiderseeit.com/home/will-abba-reunite-for-rock-roll-hall-of-fame-i-have-the-answ.html|title=Will Abba Reunite For Rock & Roll Hall of Fame?|publisher=worldasiderseeit.com |date = 12 თებერვალი 2010}}</ref>
 
== წარმატება აშშ-ში ==
 
აქტიური კარიერის მანძილზე, [[1972]]-[[1982]] წლებში ჯგუფმა ბილბორდის ცხელი 100-ეულის ჩარტში 14 საუკეთესო 40-ეულში მოხვედრილი სინგლი დააგროვა. აქედან 13 ასევე მოხვდა ჩარტში Cashbox Top 100, 10 - ორივე ჩარტის 20-ეულებში, ოთხი - 10-ეულებში („Dancing Queen“ პირველ პოზიციაზე მოხვდა). „Fernando“ და „SOS“ ბილბორდის ცხელ 100-ეულში ვერ მოხვდნენ, მაგრამ Cashbox-ის („Fernando“) და Record World-ის („SOS“) ჩარტში წარმატება იქონიეს. სინგლებმა „Dancing Queen“ და „Take a Chance on Me“ [[RIAA]]-სგან მიიღეს ოქროს სტატუსი (მილიონზე მეტი გაყიდული ასლების საფუძველზე).
 
Line 289 ⟶ 265:
 
== ვიდეო, სარეკლამო კამპანიები ==
 
ჯგუფს სხვადასხვა წლებში გადაღებული აქვს არაერთი პრომო ვიდეო თუ კლიპი, ვინაიდან მათი ვიზიტი ამა თუ იმ ქვეყანაში შეუძლებელი იყო. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ კოლექტივი მუდმივად მოგზაურობდა და ფელტსკუგსა და ულვეუსს შვილების დატოვება არ შეეძლოთ. ABBA-ს მენეჯერმა სტიგ ანდერსონმა იცოდა, რაოდენ დიდი პოტენციალი ჰქონდა ჯგუფის მუსიკალური ვიდეოს ტელეეთერით ჩვენებას, სინგლისა თუ ალბომის რეკლამის სახით. ჯგუფის ზოგიერთი პრომო-ფილმი კოსტუმებითა თუ ვიდეო ეფექტებით იქცა 1970-იანი წლების პერიოდის კლასიკურ ნიმუშად. აღსანიშნავია ამ ვიდეოებში განმეორებადი, ჯგუფის წევრთა წყვილებად დაჯგუფება, ერთი მონაწილის პროფილის სხვა მონაწილის სრული სახით ჩანაცვლება და წევრთა ერთმანეთთან კონტრასტი.
 
Line 295 ⟶ 270:
 
== პოლიტიკური დავები ==
 
[[2010]] წლის სექტემბერში ჯგუფის წევრებმა ანდერსონმა და ულვეუსმა გააკრიტიკეს მემარჯვენე, [[დანიის სახალხო პარტია]], ABBA-ს სიმღერის „Mamma Mia“ (შეცვლილი ტექსტით) საკუთარ კამპანიებში გამოყენებისათვის. ჯგუფის წევრები პარტიას ასევე სასამართლოში საჩივრის შეტანით დაემუქრნენ, აღნიშნეს რა, რომ მათ არ სურდათ, რომ ვინმეს ჯგუფის მუსიკა პოლიტიკური მიზნებით გამოიყებინა და არც პარტიის მხარდაჭერა სურდათ. ლეიბლმა Universal Music მოგვიანებით გაავრცელა განცხადება, სადაც აღნიშნავდა, რომ საჩივარი შეტანილი არ იქნებოდა, ვინაიდან მხარეებს შორის შეთახმება შედგა.<ref>{{cite news|title=Abba anger over Danish far-right's use of Mamma Mia|url=http://www.bbc.co.uk/news/world-europe-11403230|accessdate=5 მაისი 2011|newspaper=BBC News|date=24 სექტემბერი 2010| archiveurl= http://web.archive.org/web/20110409010233/http://www.bbc.co.uk/news/world-europe-11403230| archivedate= 9 აპრილი 2011 | deadurl= no}}</ref>
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ABBA“-დან