იოსებ ლაღიაშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''იოსებ ლაღიაშვილი''' (დ. [[2 იანვარი]], 1866<ref>''ზვიად დოლიძე'', შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 51</ref> – გ. ?) – [[თბილისის სასულიერო სემინარია|თბილისის სასულიერო სემინარიის]] სტუდენტი, მისი სახელი გახმაურდა მას შემდეგ, რაც მოკლა ამავე სემინარიის რექტორი [[პავლე ჩუდეცკი]].
 
იოსებ ლაღიაშვილი დაიბადა [[სამეგრელო]]ში. მამა [[გორი|გორელი]], კერძოდ კი [[ხურვალეთი|ხურვალეთელი]] მღვდელი, დედა [[მარტვილი]]ს რაიონის სოფელ [[ბანძა|ბანძის]] მღვდლის ქალიშვილი იყო. დედ–მამა იოსებს ადრე დაეღუპა, მისი აღზრდა კი ბებიამ და ბიძებმა ითავეს. დაამთავრა [[გორის სასულიერო სემინარია]], შემდეგ კი ჩაირიცხა თბილისის სასულიერო სემინარიაში <ref>''ზვიად დოლიძე'', შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 51</ref>. ის სემინარიის პანსიონში ცხოვრობდა და სტიპენდიას იღებდა. ამის შემდეგ იოსებ ლაღიაშვილი სემინარიიდან გარიცხეს მას შემდეგ, რაც სასწავლებლის ზედამხედველმა ხელნაწერი ჟურნალი „ყვავილი“ აღმოუჩინა, მას ამასთანავე სტიპენდია მოეხსნა. ლაღიაშვილმა თხოვნით მიმართა რექტორს და ეგზარქოსსაც, მაგრამ ამაოდ. [[1886]] წლის 24 მაისს, მას შემდეგ, რაც მორიგ თხოვნაზე სემინარიაში აღდგენის შესახებ უარით უპასუხეს, მან ხანჯლით სემინარიის რექტორი პავლე ჩუდეცკი მოკლა.<ref>[http://www.radiotavisupleba.ge/content/article/1541442.html ალექსანდრე ელისაშვილი, დიდი მოვლენების პატარა გმირის ისტორია]</ref> ამ შემთვევამ საქართველოში სათავე დაუდო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოვლენებს. თავადაც დაჭრილი და გულწასული 20 წლის ლაღიაშვილი დაიჭირეს. გამოითქვა მოსაზრება, რომ ის კავშირში იყო ეროვნულ ჯგუფთან, რომელსაც უნდა დაეცვა „სარწმუნოება და სამშობლო“.<ref>''ზვიად დოლიძე'', შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? ისტორიანი, № 2, გვ. 54</ref> ამას უნდა გამოეწვია მხურვალე მხარდაჭერა ქართული საზოგადოების მხრიდან. ლაღიაშვილის სასამართლო პროცესი აქტიურად განიხილებოდა ქართულ პრესაში. მისი დაცვა გავლენიანმა თავადმა კონსტანტინე მუხრანბატონმა ითავა. მან ლაღიაშვილს განთქმული ადვოკატი ტურკევიჩი დაუქირავა. სემინარიის ყოფილი სტუდენტი გაასამართლეს, მას დახვრეტის განაჩენი არასრულწლოვნობის გამო ვერ მიუსაჯეს (მაშინ სრულწლოვნად 21 წლის პირი ითვლებოდა).<ref>[http://24saati.ge/index.php/category/culture/2010-03-31/4918 ''ნოდარ გრიგალაშვილი'', თანამდევი სული, „24 საათი“, 30.03.10]</ref> ის 20 წლით [[სახალინი|სახალინზე]] კატორღაში გაუშვეს. მას თავის ნაწარმოებში [[ანტონ ჩეხოვი]] ლაგიევად მოიხსენიებს.<ref>[http://www.classic-book.ru/lib/sb/book/178/page/227 ''ანტონ ჩეხოვი'', კუნძული სახალინი]</ref> მისი შემდეგდროინდელი ცხოვრების შესახებ რამდენიმე ცნობა არსებობს, თუმცა, შესაძლოა, ისინი სიმართლეს არ შეესაბამებოდნენ. ერთ–ერთი ცნობის მიხედვით, ის კატორღიდან გაიქცა და [[იაპონია]]ში ჩააღწია, [[1889]] წელს კი [[ამერიკა]]ში იყო.<ref>''ზვიად დოლიძე'', შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 55</ref> [[1908]] თუ [[1913]] წელს ის ამერიკაში ქართველ ზღვაოსან დავით ჭავჭავაძეს უნახავს. საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტის ცნობით კი, [[1943]] წელს ის [[თეირანი|თეირანში]] ყოფილა [[თირანის კონფერენცია|კონფერენციის]] დროს.<ref>''ზვიად დოლიძე'', შურისმაძიებელი თუ ტერორისტი? „ისტორიანი“, № 2, გვ. 55</ref>
ხაზი 6:
{{სქოლიოს სია|2}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 2 იანვარი]]
[[კატეგორია:დაბადებული 1866]]