წვიმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
'''წვიმა''' — თხევადი [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული ნალექი]], რომელიც ღრუბლებიდან მოდის 0,5 მმ და მეტი დიამეტრის მქონე წვეთების სახით. წარმოადგენს [[წყლის წრებრუნვა|წყლის წრებრუნვის]] ერთ-ერთ უნიშვნელოვანეს კომპონენტს. გარდა ამისა, ეკოსოსტემის სახეობებისთვის ქმნის ხელსაყრელ პირობებს. წვიმის წყალი მნიშვნელოვანია აგრეთვე ჰიდროელექტოსადგურებისა და ირიგაციისთვის. წვიმა, როგორც წესი, შერეული ტიპის, უმთავრესად ფენა-წვიმისა და მაღალი ფენა ღრუბლებიდან მოდის. წვიმის წარმოშობის მთავარი მიზეზია [[ტენიანობა|სინოტივე]], რომელიც გაივლის [[ტემპერატურა|ტემპერატურისა]] და [[ტენიანობა|სინოტივის]] კონტრასტების სამგანზომილებიან ზონას, რომელსაც [[ატმოსფეროს ფრონტი|ატმოსფეროს ფრონტს]] უწოდებენ. ეს უკანასკნელი წარმოადგენს ეგრეთ წოდებულ გამყოფ ზედაპირს სხვადასხვა ფიზიკური თვისებების მქომე [[ჰაერი]]ს ორ მასას შორის.
 
[[ვაიალეალე]] (1544 მ, [[ჰავაის კუნძულებიშტატი]]) წვიმის სახით საშუალოდ იღებს 11 700 მმ ნალექს; ეს არის [[დედამიწა]]ზე არსებული ყველაზე ნოტიო ადგილი. მეორე მნიშვნელოვანი ნალექიანი პუნქტია [[ინდოეთი|ინდოეთში]] მდებარე [[ჩერაპუნჯი]], რომელიც იღებს 11 430 მმ ნალექს. [[ევროპა|ევროპის]] დიდ ნაწილში, [[სამხრეთი ამერიკა|სამხრეთ]] და [[ჩრდილოეთ ამერიკა]]ში და [[ცენტრალური აფრიკა|ცენტრალურ აფრიკაში]] ყოველწლიურად კოკისპირული წვიმა აჭარბებს 500 მმ-ს, იმ დროს, როდესაც [[აზია|აზიის]] დიდ ნაწილში ([[ინდოეთი]]სა და [[ტიბეტი|ტიბეტ]]-[[ჩინეთი]]ს გამოკლებით) ყოველწლიურად წვიმის სახით მოდის 500 მმ-ზე ნაკლები ნალექი, ხოლო უფრო ნაკლები — 250 მმ — [[არაბეთის ნახევარკუნძული|არაბეთის ნახევარკუნძულსა]] და [[მონღოლეთი]]ს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. [[ავსტრალია|ავსტრალიის]] ცენტრალურ და [[აფრიკა|აფრიკის]] სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, [[აშშ|ამერიკის შეერთებული შტატების]] მთიანეთშორისში და [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] დასავლეთ ცენტრალური სანაპიროების ტერიტორიებზე წლიურად წვიმის სახით მოდის 250 მმ ნაკლები ნალექი.
 
[[აფრიკა|აფრიკის]], [[ინდოეთი]]სა და [[მიანმარი]]ს სანაპიროებზე და [[ჩრდილოეთი ამერიკა|ჩრდილოეთ]] და [[სამხრეთ ამერიკა|სამხრეთ ამერიკის]] ზომიერ განედებში წლიურად წვიმის სახით მოდის 2500 მმ ნალექი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/წვიმა“-დან