უხილავი ხელი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB
(clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB)
 
[[ფაილი:AdamSmith.jpg|მინი|<center>ადამ სმიტი, ადამიანი, რომელმაც მეტაფორა „უხილავი ხელი“ პირველად გამოიყენა.</center>]]
'''უხილავი ხელი''' — [[ადამ სმითი]]ს ცნობილი მეტაფორა, რომელიც გულისხმობს, რომ თითოეული [[ადამიანი]] მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებით, საკუთარი კეთილდღეობისათვის, ხოლო ამ ქმედებებით „უხილავ ხელს“ იგი მიჰყავს ისეთი შედეგებისკენ, რომლებიც საერთოდ არ შედიოდა მის განზრახვაში და შესაბამისად, მისდაუნებურად განაპირობებენ საზოგადოების კეთილდღეობას. <ref name="ბერულავა">[https://semioticsjournal.wordpress.com/2014/11/02/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%92%E1%83%98%E1%83%96-%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95%E1%83%90-_-%E1%83%A3%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%95/ თენგიზ ვერულავა — „უხილავი ხელის“ მეტაფორა და ადამ სმითი]</ref> ეს მეტაფორა ადამ სმიტს ზუსტად ამ სახით თავის ნაშრომებში სულ სამჯერ აქვს გამოყენებული.
 
მეტაფორა ადამ სმიტმა პირველად [[1759|1759 წელს]] თავის ნაშრომში გამოაქვეყნა, რომელსაც „თეორია მორალური გრძნობების შესახებ“ ჰქვია.
ადამ სმიტის ნაშრომებიდან მეტაფორა „უხილავი ხელი“ პირველად „ასტრონომიის ისტორიაში“ გვხვდება, რომელიც [[1751]]-[[1758]] წლებში დაიწერა (გამოქვეყნდა [[1795|1795 წელს]]). შრომაში ადამ სმითს მოჰყავს „იუპიტერის უხილავი ხელი“. [[იუპიტერი (ღმერთი)|იუპიტერს]], როგორც ღვთაებას, თაყვანს სცემდნენ [[რომი]]ს მოქალაქენი. ისინი აღიარებდნენ იუპიტერის უხილავ ხელს, რომელიც წარმართავდა და წესრიგს ინარჩუნებდა [[სამყარო]]ში, ერთმანეთს უხამებდა კერძო და საზოგადოებრივ ინტერესებს. რომაელები იუპიტერს ქანდაკებებში, ნახატებზე, მონეტებზე ხშირად გამოსახავდნენ ელვის მეხთამტეხელი ღმერთის სახით. მას ხელში ეჭირა მეხთამტეხელი, რომლის გასროლით უნდა დამარცხებულიყვნენ რომის მტრები, ან იმპერატორის წინააღმდეგ ამბოხებული შეთქმულები.<ref name="ბერულავა"/>
 
რომაული ღვთაების, იუპიტერის უხილავი ხელი საბაზრო ეკონომიკის კონტექსტში შეიძლება შემდეგნაირად ავხსნათ: ადამიანებს ისევე არ ესმით საბაზრო მექანიზმების მუშაობის, როგორც [[ბუნება|ბუნების]] მოვლენების მიზეზები. შესაბამისად, როგორც აუხსნელი ბუნების მოვლენების მიმართ უვითარდებათ ცრურწმენები, ასევე გარკვეული შიშს განიცდიან ბაზარზე განვითარებული შესაძლო შედეგების მიმართ (მაგ., უმუშევრობა). შედეგად, საბაზრო მექანიზმებში ხედავენ განგების უხილავ ხელს, ისევე როგორც ბუნების მოვლენებში იუპიტერის ღვთაების უხილავი ხელის გამოვლინებას. <ref>Peukert, 2002</ref>
====„ზნეობრივი გრძნობების თეორია“====
მეორე ნაშრომი, რომლშიც „უხილავ ხელს“ შევხვდებით „ზნეობრივი გრძნობების თეორიაში“ (1759 წელი). ნაშრომის ისტორიული კონტექსტია [[შუა საუკუნეები]]ს ევროპის მემამულეები, მოსამსახურეები, გლეხები და ძირითადად, ფეოდალური პოლიტიკური წყობის სტრუქტურები. სმითი გვიჩვენებს, თუ როგორ უწყობს ხელს სიმდიდრისა და ფუფუნებისადმი ადამიანთა მისწრაფება მათ შრომისმოყვარეობასა და მწარმოებლურობას. ნაშრომში ვკითხულობთ:
{{ციტატა|საერთო მასიდან მხოლოდ მდიდრები ირჩევენ იმას, რაც ყველაზე ძვირფასი და იშვიათია. ფაქტიურად, ისინი იმაზე მეტს არ მოიხმარენ რასაც ღარიბები. მიუხედავად თავიანთი გაუმაძღრობისა და ეგოიზმისა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი (მდიდრები – თ.ვ.) მხოლოდ პირად სარგებელს ესწრაფვიან, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობენ დაიკმაყოფილონ მხოლოდ საკუთარი, ცარიელი და გაუმაძღარი სურვილები, რისთვისაც იყენებენ ათასობით ადამიანთა შრომას, მაგრამ ისინი უკანასკნელ ღარიბთან ერთად იზიარებენ მათი ბრძანებებით წარმოებული სამუშაოების შედეგებს. როგორც ჩანს, რაღაც '''უხილავი ხელი''' აიძულებს მათ მონაწილეობა მიიღონ სიცოცხლისათვის აუცილებელი საგნების გადანაწილებაში… ამდენად, ყოველგვარი წინასწარი განზრახვის გარეშე, მდიდარი ემსახურება საზოგადოებრივ ინტერესს და ადამიანთა მოდგმის გამრავლებას… განგებამ, გადაანაწილა რა მიწა რამოდენიმერამდენიმე მესაკუთრეს შორის, არ დავიწყებია ისინიც, რომლებსაც არ გააჩნიათ მემკვიდრეობა. ასე, რომ ისინიც ღებულობენ თავიანთ წილს იმისგან, რასაც აწარმოებს მიწა.}}
====„გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“====
900 გვერდიან წიგნში „გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნებისა და მიზეზების შესახებ“ ტერმინი „უხილავი ხელი“ მხოლოდ ერთგან, მეოთხე თავში გვხვდება. სმითი წერს: