ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში (1902): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB
ხაზი 1:
'''ექვთიმე თაყაიშვილის არქეოლოგიური ექსპედიცია სამხრეთ საქართველოში 1902 წელს''' — არქეოლოგიური ექსპედიცია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში [[ექვთიმე თაყაიშვილი|ექვთიმე თაყაიშვილის]] ხელმძღვანელობით, მოეწყო 1902 წელს, მოსკოვის არქეოლოგიური საზოგადოების დავალებით. ექსპედიცია მიზნად ისახავდა თავდაპირველად მოენახულებინათ და გამოეკვლიათ [[ახალციხის მაზრა|ახალციხისა]] და [[ახალქალაქის მაზრა|ახალქალაქის]] მაზრების ნაკლებადშესწავლილი ძეგლები. შემდეგ იქედან გადასულიყვნენ [[ყარსის ოლქი|ყარსის ოლქში]] და აღეწერათ ჩილდირის, ხოლო [[არტაანის ოლქი|არტაანის ოლქში]] არტაანის მონაკვეთების ქრისტიანული ძეგლები. ექსპედიციაში შედიოდნენ ფოტოგრაფი [[ალექსანდრე მამუჩაშვილი]] და არქიტექტორი [[სიმონ კლდიაშვილი]].
 
1902 წლის ექსპედიციის დროს ექვთიმე თაყაიშვილმა მანამდე უცნობ უამრავ ძეგლს მიაკვლია. მათ შორის საინტერესოა კალმახის ციხის კლდის ქვემოთ, სოფელ ნიაკომის ხევში აღმოჩენილი მატიანეებში სრულიად უცნობი ვაჩიგორის დიდი მონასტერი-ლავრა და მონასტრის ირგვლივ კიდევ ხუთი პატარა ეკლესია. უცნობი მონასტერი აღმოაჩინა ექსპედიციამ ოლთისის რაიონში — კინეპოსი, სადაც დაცულია ოთხთა ეკლესია. ამ ექსპედიციების შედეგი იყო სამაბსიდიანი ეკლესიების აღმოჩენა კოლას ოთხთა ეკლესიის სოფელში, ასევე ორთულში, ბაღჩალოყიშლაში.
ხაზი 6:
 
==ექსპედიციის დეტალები==
ექსპედიცია თბილისიდან ბორჯომში 1902 წლის 17 ივლისს დაიძრა.
 
===სამცხე===
მეორე დღეს [[აწყური|აწყურში]] მოინახულეს [[აწყურის ციხე]] და იქვე მდებარე [[აწყურის ტაძარი]]. აწყურიდან გადავიდნენ ბიეთში სადაც დახვდათ [[ბიეთის ტაძარი]]ს გუმბათიანი ეკლესიის ნანგრევები.
 
იქედან გადაინაცვლეს [[თისელი|თისელში]], სადაც მოინახულეს [[თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (გუმბათიანი)|თისელის გუმბათიანი ტაძარი]], რომლის მახლობლად აღმოაჩინეს [[თისელის ღვთისმშობლის ეკლესია (დარბაზული)|დარბაზული ეკლესია]], ასევე დააფიქსირეს ციხის ნანგრევები როგორც დარბაზული ისე გუმბათიანი ტაძრის მახლობლად, ხოლო კლდეებში გამოქვაბულები.
 
თისელიდან აწყურში დაბრუნებულები გაემართნენ ახალციხისაკენ. გზად მოინახულეს სოფელ ახაშენის (ამჟამად ნასოფლარის) [[ახაშენის წმინდა გიორგის ეკლესია|ეკლესია]]. ახაშენის შემდეგ ექსპედიციამ გადაუხვია [[ოშორა (მდინარე)|ოშორის წყლისკენ]] და ქვემო ოშორაში ([[ოშორა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)|ოშორა]]) აღწერეს ეკლესიის ნანგრევები. ზემო ოშორაში ორი ეკლესიის ნანგრევი მოინახულეს. ზემო ოშორიდან გადალახეს წყალგამყოფი ქედი და დაეშვნენ სოფელ [[ოთა (ასპინძის მუნიციპალიტეტი)|ოთაში]], სადაც ციხის ნანგრევები აღწერეს. შემედგ მოინახულეს ბეთლემის, ღართას და [[შორეთის სამონასტრო კომპლექსი|შორეთის]] ეკლესიები. დასასრულს სოფელ ოთის ქვემოთ მოინახულეს კიზილ-დერესის ეკლესია და წავიდნენ [[ასპინძა]]ში. ასპინძაში აღწერეს [[ასპნინძის ციხე|ციხისა]] და უგუმბათო ეკლესიის ნანგრევები. ახალქლალაქისკენ მიმავალ გზაზე აღწერეს ჩუხერეშის ეკლესია, მოინახულეს ადგილი ხიზა და მოკლე ხნით გაჩერდნენ სოფელ ხიზაბავრაში სადაც ასევე იდგა ძველი და ახლადნაშენი კათოლიკური ეკლესია. ხიზაბავრიდან გაემართნენ სოფელ საროში, რომელშიც მოინახულეს ძველი ეკლესია და სამი ციხე.
ხაზი 25:
 
===ჩილდირი===
ახალქალაქში დაბრუნებულები გაემართნენ ჩილდირის მონაკვეთის ადმინისტრაციულ ცენტრ, ზურზუნაში. იქვე ნახეს ზურზუნის ეკლესიის საძირკველი. ზურზუნიდან მოშორებით ინახულეს კაჟის-ციხე იგივე შაიტან-კალა და მასში მდებარე ციხის ეკლესია. ზურზუმიდან გაემართნენ ჩილდირის ტბისკენ, გზად გაიარეს სოფლები, ზინზალი (ცინცალი), ქვემო ჯამბაზი და კაგაჩი. ზინზალეში ნახეს ეკლესიის ნანგრევები, ხოლო კაგაჩთან გზაზე ეკლესიის ნანგრევები. ჩილდირის ტბასტან ნახეს ნაეკლესიარი. აგჯა-ყალაში ინახულეს თეთრი-ციხე და რამოდენიმერამდენიმე ეკლესია. ლამაზი ეკლესია ნახეს სოფელ ჭალაში. ჭალადან გაემართნენ ურთაში სადაც მეჩეტად გადაკეთებული ნაეკლესიარი დახვდა. იქედან სოფელ სანომერში შეიარა სადაც ასევე ეკლესია ინახულა და უკან ზარზუმაში დაბრუნდა. ზარზუმაში მისულს არქიტექტორი სიმონ კლდიაშვილი დახვდა, რომელიც ჯგუფს ახალციხეში უნდა შეხვედროდა. ექსპედიციის შემდეგი კვლევის აღნიშნულ პერიოდში უკვე ჩნდება სიმონ კლდიაშვილის მიერ შესრულებული ძეგლების გეგმები და ანახაზები.
 
===ფოსო===
ზურზუნადან გაემართნენ სოფელ ჩაისში სადაც ნახეს დარბაზული ეკლესია. ჩაისიდან კი მოინახულეს წყაროსთავის საკათედრო ტაძარი.
 
===ერუშეთი===
წყაროსტავიდან დაეშვნენ მტკვარზე და ამოვიდნენ სოფელ კურტ-კალასტან. თავად სოფელში აღმოჩნდა ეკელსია კარგ მდგომარეობაში. ასევე იმავე სოფლის ძირში სხვა უფრო დიდი ეკლესიაც იქნა დაფიქსირებული. სოფლისაგან მოშორებით მდგარი მგელციხე მასში არსებული ციხის ეკლესიით და შორიახლოს არსებული ეკლესია ასევე იქნა მონახული და დ აფიქსირებული. მტკვრის ქვემო დინების მიმართულებით მოინახულეს ვაშლობის ეკლესია. აქედან გაიარეს სოფლები ჩომარდო, ამპური, თათალეთი. ყველა მათგანში იყო ეკლესიის ნანგრევი. სოფელ თათალეთდან თათალეთის-წყლით ყარსის ოლქიდან ტფილისის გუბერნიაში გადავიდნენ. ახალციხის მაზრაში გადაიღეს და აზომეს კარზამეთის და გავეთის ეკლესიები. უკან თათალეთში დაბრუნებულებმა მოინახულეს სოფელ კოტასის ეკლესიის ნანგრევი. ასევე ნაეკლესიარი აღმოჩნდა ადგილ სანსუტშიც. იქედან მოინახულეს ზეგანის გუმბათიანი ეკლესია. შემდეგ მოინახულეს ერუშეთის ეკლესია და შემდეგ გაემართნენ ნაქალაქევში. იქ ეკლესია დაშლილი დახვდათ ისევე როგორც ახლო მდგომ სოფელ ოქრო-კოტანში. ზევით არსებული ძველი-ნაკალაქევი ანუ ვერანა-ნაქანალევი მათ არ მოუნახულებიათ. ნაქალაქევიდან გაემართნენ სოფელ ველში სადან მოინახულეს ველის ციხე და მასში არსებული ციხის ეკლესია. ველიდან მივიდნენ სოფელ გუგუბაში სადაც ნახეს გუგუბას ნაეკლესიარი. უკან ზურზუნისაკენ გაბრუნებულები გზად სოფელ სიკიარებში გაჩერდნენ, სადაც მოინახულეს ეკლესია.
 
===არტაანი===
სიკიარებიდან გაემართნენ არტაანში. გზად შეიარეს თარაკამამის ჩაისის ეკლესია, ასევე ბეგრახათუნთან ორი ეკლესიის და ციხის ნანგრევები. ბეგრახათუნის მაღლა ხიმშიაშვილების სანახებში მტკვრის პირას ნახეს ორი ნაეკლესიარი. აჭარის ბეგების ხიმშაიშვილების სოფელი ატარებდა სახელ ურის. არმისული არტაანში გზის პირას შენიშნეს დიდი ეკლესიის ნანგრევები. არტაანში მოინახულეს ციხე, რომელზეც ქართული წარწერებიანი ქვები იყო დატანილი. ასევე მეჩეთი და აბანოების ნაშთები.
 
===ტაო===
ხაზი 53:
 
===ყარსი===
ჯგუფი [[ოლთის ოკრუგი]]ს სოფელ პენეკიდან დაბრუნდა ჯერ არტაანში, შემდეგ კი [[ყარსი|ყარსში]] გაიარეს. ყარსში მოინახულეს მთავარი [[ყარსის ციხე|ციხე]] და გადაიღეს გალავანზე შემორჩენილი სომხური და თურქული წარწერები. 1902 წელს ექსპედიციის დროს თაყაიშვილს გალავანზე დიმიტრი ბაქრაძის 1881 წელს დაფიქსირებული ქართული წარწერა აღარ დახვდა.
 
ყარსის მონახულებით დასრულდა არქეოლოგიური ექსპედიცია. ჯგუფი დაბრუნდა თბილისში.