რომის XXI ლეგიონი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎ლეგიონის ისტორია: clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე (2) using AWB
ხაზი 39:
 
== ლეგიონის ისტორია ==
ლეგიონი [[ძვ. წ. 31]] წელს რომის იმპერატორმა [[ოქტავიანე ავგუსტუსი|ოქტავიანე ავგუსტუსმა]] ძველი დანაყოფებისგან და ჩრდილოეთ იტალიის რეკრუტებისგან ჩამოაყალიბა. პირველი საბრძოლო ნათლობა ლეგიონმა სავარაუდოდ [[კანტაბრიის ომი|კანტაბრიის ომში]] მიიღო. [[ძვ. წ. 15]] წელს [[დრუზუსი|დრუზუსმა]] XXI ლეგიონი XIII ლეგიონთან ერთად [[რეცია]]ში გარნიზონად ჩააყენა.
 
ახ. წ. [[6]] წელს [[ტიბერიუსი|ტიბერიუსმა]] [[მარკომანები]]ს მეფის [[მარობოდი]]ს წინააღმდეგ 20 ლეგიონი დაძრა, რაც რომის იმპერიის ძალების ნახევარს შეადგენდა. კამპანიის დაწყებიდან მოკლე ხანში ტიბერიუსი მარბოდს დაუზავდა და იგი რომის მეგობრად და მოკავშირედ გამოაცხადა, რადგან შეტყობინება მიიღო [[პანონია]]ში აჯანყების შესახებ. ახ. წ. [[6]]-[[9]] წელს ტიბერიუსმა 15 ლეგიონი პანონიასა და [[ილირია|ილირიაში]] გადაისროლა. ახ. წ. [[9]] წელს, [[ტეუტობურგის ბრძოლა]]ში 3 რომაული ლეგიონის განადგურების შემდეგ XXI ლეგიონი V ლეგიონთან ერთად ქვემოგერმანულ პროვინციაში გადაიყვანეს.
ხაზი 51:
[[ბრიტანეთი|ბრიტანეთის]] დაპყრობის შემდეგ ახ. წ. [[43]] წელს იმპერატორმა [[კლაუდიუსი|კლაუდიუსმა]] რომის ჯარები გადააჯგუფა. XXI ლეგიონი “რაპაქსი” გერმანიიდან ჩრდ. [[შვეიცარია]]ში [[ვინდონესა|ვინდონესაში]] გადაიყვანეს, სადაც XIII ლეგიონი იყო დისლოცირებული. მის ადგილზე კი XV ლეგიონი განაწესეს.
 
ახ. წ. [[68]] წელს გალიის ერთ-ერთი პროვინციის [[ლუგდუნენსი|ლუგდუნენსის]] მმართველი [[გაიუს ვინდექსი]] [[ნერონი]]ს წინააღმდეგ აჯანყდა. მას რამოდენიმერამდენიმე [[კელტები|კელტურმა]] ტომმა დაუჭირა მხარი. ზემო გერმანიის ლეგატმა [[ლუციუს რუფუსი|ლუციუს რუფუსმა]], რომელიც IV, XXI, XXII ლეგიონებს სარდლობდა, აჯანყება ჩაახშო.
 
ახ. წ. [[68]]-[[69]] წლებში [[ჰელვეტები]] აჯანყდნენ. „რაპაქსმა“ აჯანყებულთა ჯარი გაანადგურა. რომაელებმა ჰელვეტების დასახლებები სასტიკად ააოხრეს. ჰელვეტების ნაწილი დახოცეს, ნაწილი კი მონებად აქციეს.
 
69 წელს [[პრეტორიანელები|პრეტორიანელთა]] გვარდიამ მოკლა იმპერატორი [[გალბა]] და იმპერატორად [[ოტონი]] გამოაცხადა. რომში სამოქალაქო ომი დაიწყო. ეს თარიღი ისტორიაში [[ოთხი იმპერატორის წელი|ოთხი იმპერატორის წლად]] არის შესული. სამოქალაქო ომში „რაპაქსი“ გერმანიის პროვინციის მმართველის, [[აულუს ვიტელიუსი]]ს ძალებში ირიცხებოდა. იმპერატორის მკვლელობამდე ორი კვირით ადრე ქვემო და ზემო გერმანიის პროვინციების არმიამ იმპერატორად ვიტელიუსი გამოაცხადა. ვიტელიუსმა არმია ორ ნაწილად გაყო და რომისკენ დაძრა. პირველ ნაწილს მეთაურობდა [[აულუს ალიენუსი]], მეორე ნაწილს კი [[ფაბიუს ვალენტინუსი]]. ალიენუსის არმიამ გადალახა [[ალპები]], მაგრამ ოტონის ერთგულმა გარნიზონებმა იგი დაამარცხეს და აიძულეს უკან დაეხია. ოტონმა დატოვა რომი და ჯარები ვიტელიუსის არმიის შესახვედრად დაძრა. რომში მან ძმა, [[ლუციუს ტიციანუსი]] დატოვა. მის არმიაში იყო ცნობილი მხედართმთავარი [[გაიუს სვეტონიუს პაულინუსი]], თუმცა ოტონმა ძმა გამოიხმო თავისთან და ის ჩაუყენა არმიას სათავეში. მის ჩამოსვლამდე ოტონმა გამართა რამოდენიმერამდენიმე მცირე შეტაკება, რომელშიც გამარჯვება მის ჯარებს დარჩა. ალიენუსმა კვლავ [[კრემონი]]საკენ დაიხია, სადაც შეუერთდა ვიტელიუსის ჯარებს. ამასობაში [[ტიციანუსი|ტიციანუსიც]] ჩამოვიდა და ოტონის ჯარებს ჩაუდგა სათავეში. ოტონს ეიმედებოდა დუნაის არმიის, რომელსაც [[მარკუს ანტონიუს პრიმუსი]] სარდლობდა. დუნაის ლეგიონების გარეშე ვიტელიუსის არმია 2-ჯერ აღემატებოდა ოტონის არმიას. 14 აპრილს მოწინააღმდეგე მხარეები ერთმანეთის პირისპირ განლაგდნენ. ბრძოლა გაიმართა [[ბედრიაკუმის ბრძოლა|ბედრიაკუმთან]]. მთავარი შეტაკება მიმდინარეობდა ლეგიონ „რაპაქსსა“ და ოტონის I ლეგიონს შორის. ბრძოლაში რაპაქსმა ლეგიონის არწივი დაკარგა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვება მათ დარჩათ. მარცხის გაგების შემდეგ ოტონმა თავი მოიკლა. 69 წლის 24 ოქტომბერს ვიტელიუსის 7-მა ლეგიონმა ბრძოლა გაუმართა ვესპასიანეს 5 ლეგიონს, მაგრამ დამარცხდა.
 
69-70 წლებში XXI ლეგიონი ვესპასიანემ ბატავიის აჯანყების ჩასახშობათ გადაისროლა. ამის შემდეგ მან ლეგიონი [[ბონი|ბონის]] გარნიზონში ჩააყენა. ახ. წ. [[83]] წელს „რაპაქსი“ I ლეგიონით შეცვალეს და [[მაინცი|მაინცში]] გადაიყვანეს.
 
ახ. წ. [[83]]-[[85]] წლებში „რაპაქსი“ 8 ლეგიონთან ერთად იმპერატორ [[დომიციანე|დომიციანეს]] ხელმძღვანელობით გერმანული ტომების, [[ხატები|ხატების]] წინააღმდეგ იბრძვის. რის შემდეგადაც მათ მოახერხეს ახალი მიწების დაპყრობა და საზღვრის [[ვეტერაუ|ვეტერაუმდე]] გადაწევა, რაც წარმოადგენდა დომიციანეს მიზანს. საზღვარზე იმპერატორმა I, XIIII და XXI ლეგიონები განალაგა.
 
ახ. წ. [[89]] წელს ზემო გერმანიის მმართველი [[ლუციუს ანტონიუს სატურნინუსი]] აჯანყდა. რომლის წინააღმდეგადაც მონაწილეობას იღებდა XIIII და XXI ლეგიონები. მალე ქვემო გერმანიის მმართველი [[აულუს მაქსიმუსიც]] აჯანყდა. აჯანყებულებს მიზნად ჰქონდათ გერმანული ტომების ომში ჩართვაც, მაგრამ მათ რაინის გადმოლახვა ვერ შეძლეს. აჯანყება დომიციანემ ჩაახშო, რის შემდეგადაც დაიწყო მეორე ომი ხატებთან.
 
ლეგიონის აღსასრულზე ჩვენამდე ზუსტი მონაცემები არ მოღწეულა. არსებობს სხვადასხვა ვერსია. ერთ-ერთი ვერსიით იგი 89 წელს აჯანყების ჩაქრობისას განადგურა. მეორე ვერსიით კი „რაპაქსი“ ახ. წ. [[92]] წელს პანონიაში გადაიყვანეს, სადაც ლეგიონი [[მაკრომანები|მაკრომანებთან]], [[კვადები|კვადებთან]] და [[სარმატები|სარმატებთან]] ბრძოლაში განადგურდა.