კარტოგრაფია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB
ხაზი 1:
[[ფაილი:Livingston-Greenwich-map.jpg|მინი|260პქ|right|ილუსტრირებული რუკა]]
[[ფაილი:MercatormapFullEurope16thcentury.jpg|thumb|right|260px|მერკატორის მიერ შექმნილი ევროპის რუკა]]
'''კარტოგრაფია''' — [[მეცნიერება]] ობიექტური სინამდვილის საგნებისა და მოვლენების კონკრეტული სივრცის და მისი დროის მიხედვით ცვალებადობის შესახებ. ეს კონკრეტული სივრცე, როგორც სინამდვილის საგნებისა და მოვლენების ურთიერთგანლაგების წესრიგი, სამგანზომილებიანი, დროში ცვალებადი კონტინუუმია.
 
მისი სახისათვის კარტოგრაფია იყენებს სპეციფიკურ ხელოვნურ ნიშნობრივ სისტემას - „რუკის ენას“ და სპეციფიურ მეთოდს - კარტოგრაფიულ მოდელირებას. კარტოგრაფიული
შემეცნების შედეგს წარმოადგენს საკვლევი სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელი, რასაც მეცნიერებაში და საზოგადოებრივ პრაქტიკაში [[რუკა]] ეწოდება.
 
==ისტორია==
კარტოგრაფია, როგორც სამეცნიერო დარგი, [[XVIII საუკუნე]]ში ჩამოყალიბდა, თუმცა მისი ფესვები შორეულ წარწულს განეკუთვნება. [[აღორძინების ეპოქა]]ში (XV საუკუნის მეორე ნახევარი, XVI საუკუნე) კარტოგრაფია [[კლავდიუს პტოლომე]]ს გეოგრაფიული და ასტრონომიული წარმოდგენების საფუძველზე ვითარდებოდა. მაშინდელ გეოგრაფიულ გამოცემებში (პტოლომეს „გეოგრაფიული სახელმძღვანელო“ 8 წიგნად, XVI-XVII საუკუნეების ჰოლანდიური ატლასები) ტექსტური წერილობითი მასალა და რუკები ერთად იყო წარმოდგენილი, ერთმანეთს ავსებდნენ და მონაცვლეობდნენ; ზღვაოსნობისათვის საჭირო ზოგი რუკა კი ცალკე იბეჭდებოდა.
 
XVIII საუკუნის დასაწყისი აღინიშნა ჰოლანდიელი ასტრონომისა და მათემატიკოსის — [[ვილლებრორდ სნელიუსი]]ს მიერ [[ტრიანგულაცია|ტრიანგულაციის]] მეთოდის დამკვიდრებით, რამაც მძლავრი ბიძგი მისცა კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების დამოუკიდებელი დარგის, ჩამოყალიბებას. მართლაც XVIII საუკუნე გარდატეხის ხანაა მსოფლიო კარტოგრაფიის განვითარებაში. ამ მხრივ გამოირჩეოდა [[საფრანგეთი]], რომელსაც კარტოგრაფიის განვითარების დონით, მთელი საუკუნის მანძილზე [[ევროპა]]ში წამყვანი ადგილი ეკავა.
 
===კარტოგრაფია საქართველოში===
ხაზი 28:
აღნიშნულ პერიოდში ასევე არაერთი რუკა იქნა გამოცემული, რომლებთაც ახასიათებდათ საერთო ნაკლი, არ ჰქონდათ ასტრონომიული ათვლის წერტილი და არ ითვალისწინებდა რეალობასთან პროპორციულობას. ასევე დაბალი ხარისხის იყო მეხობელი ქვეყნების მიერ შექმნილი რუსეთის რუკებიც, რადგანაც ეფუძნებოდა გამოკითხულთა ცნობებსა და მოგზაურთა პირად ჩანაწერებს.
 
რუსეთის ძველი რუკებიდან ცნობილია 1614 წელს ამსტერდამში შექმნილი ლათინურენოვანი და 1631 და 1651 წელბში შექმნილი ორი რუსულენოვანი რუკა, რომლებიც ასლებს წარმოადგენენ. რათქმაუნდა ეს უკანასკნელი სამი რუკა ძველი ფომრბისაგან წინგადადგმული ნაბიჯი იყო მაგრამ იყო ბევრი უზუსტობები გაპარული.
 
რუსული კარტოგრაფიის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბებას რუსეთში, უკავშირდება [[პეტრე პირველი]]ს სახელს. მისი დავალებით დაიწყო რუსეთის იმპერიის დეტალური აღწერა შემდგომში რუკის შექმნის მიზნით. ასე მაგალითად კასპიის ზღვის ზუსტი მონაცემების შესაგროვებლად ჩატარებული იყო აღწერები: ბეკოვიჩის (1715 წ.), კოჟინის (1716 წ.), ვერდერისა და სემიონოვის (1719 წ.) და გერბერის (1722 წ.) მიერ. 1719 წელს კამჩატკისა და კურილიის კუნძულების აღსაღწერად გაიგზავნა ექსპედიცია ებრეინოვისა და ლუჟინის ხელმძღვანელობით. მაგრამ სამუშაოების საფუძვლიან დასაწყისად ითვლება 1720 წლის 9 დეკემბრის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საზღვაო აკადემიიდან უნდა შეეკრიბათ გეოდეზიასა და გეომეტრიაში დახელოვნებული 30 ახალგაზრდა, რომლებიც დაიგზავნებოდნენ სხვადასხვა გუბერნიებში მიწების გაზომვისა, ლენდკარტების შედგენისა და რუსეთის შიდა მხარეების აღწერისათვის.
 
გამგზავრებისას გეოდეზისტებს ეძლეოდათ სამუშაო ინსტრუქცია, რომლითაც ირკვევა რომ: გადაღებები წარმოებდა მაზრების მიხედვით, კოორდინატების დასადგენად ნაწილობრივ გამოიყენებოდა უკვე არსებული, ობიექტების დიდი ნაწილი დაიტანებოდა გამოკითხვის შედეგად.
 
აღნიშნული სამუშაოებს კურირებდა მმართველი სენატი, სადაც გროვდებოდა შექმნილი რუკები, თავიანთ ჟურნალებთან ერთად, რომლებსაც ობერ-მდივანის კირილოვის რედაქტორებით, დადგენილი წესით ერთმანეთთან აერთებდნენ. კირილოვის რედაქტორობით გამოიცა რამოდენიმერამდენიმე რუკა, თუმცა მის მიერ საგნის სუსტი ცოდნის გამო, კარტოგრაფია ვერ იქნა აყვანილ სათანადო სიმაღლელზე.
 
1726 წელს პეტრე პირველის მოწვევით რუსეთში ჩამოვიდა ფრანგი ასტრონომი ნიკოლოზ-იოსებ დელილი, რომელიც თავის ძმასთან ლუდოვიკო დელილ დე-ლა-კროერთან ერთად შეუდგა აღნიშნული მისიის ხორცშესხმას. 1726 წელის დეკემბრის თვეში იმპერატრიცა ეკატერინე I-ის ბრძანებით 1721 წელს შექმნილი რუკები წარედგინა ძმებ დელილებს. არსებული რეკების გადახედვით გადაწყდა რომ პირველ ეტაპზე აუცილებელი იყო შეექმნათ გრძედები და განედების, რომლებზეც დაიტანებოდა მოძიებული წერტილების კოორდინატები. კოორდინატების თავიდან ასათვლელად გადაწყდა ექსპედიციაში გაეშვათ ლუდოვიკო დელილი, მაგრამ სამწუხაროდ მან მოლოდინი ვერ გაამართლა. მის მიერ 3 წლის განმავლობაში შეგროვდა 14-მდე კოორდინატი და მისი ათვლის სისტემა გაცილებით უფრო მცდარი იყო ვიდრე რუსი გეოდეზისტებისა.
ხაზი 48:
==თანამედროვე კარტოგრაფია==
მთელი სინამდვილის შესაბამისად, კარტოგრაფია და რუკები ორ - ''დედამიწისეულ'' და ''კოსმოსურ'' ჯგუფად იყოფა. პირველში შედის გეოგრაფიული კარტოგრაფია და გეოგრაფიული რუკები, მეორეში - ასტრონომიული კარტოგრაფია და ასტრონომიული რუკები.
რეალური სინამდვილის კონკრეტულ სივრცეს აქვს გარკვეული სტრუქტურა. მისი ელემენტებია ათვლის სივრცითი სისტემა, და მის მიმართ ურთიერთგანლაგების დროში ცვალებად წესრიგში მყოფი საგნები და მოვლენები.
 
შესაბამისი სტრუქტურა აქვს იმავე სინამდვილის კარტოგრაფიულ გამოსახულებასაც ([[რუკა]]ს). გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის ათვლის
სივრცით სისტემად მიჩნეულია დედამიწის საკოორდინატო ბადე - ''[[გრადუსთა ბადე]]'', რომლის გამოხატულება სიბრტყეზე - ''[[კარტოგრაფიული ბადე]]'' - [[გეოგრაფიული რუკა|გეოგრაფიული რუკის]] მათემატიკურ საფუძველს წარმოადგენს და მიიღება გარკვეული [[კარტოგრაფიული პროექცია|კარტოგრაფიული პროექციის]] დახმარებით.
 
გეოგრაფიული სინამდვილის საგნების (მაგ., [[ოკეანე]]ები და [[ხმელეთი]], [[ჰიდროგრაფია|მდინარეთა ქსელი]], [[რელიეფი]], დასახლებული ადგილები და სხვ.) მოვლენების (მაგ., ატმოსფეროში მიმდინარე პროცესები, ზედაპირული ჩამონადენი, და სხვ.) მოსახლეობის ეროვნული შემადგენლობის, განათლებისა, და ა.შ. გამოსახულებებს კარტოგრაფიული ბადის მიმართ ზუსტად ისეთივე განლაგება აქვს რუკაში, როგორც სინამდვილეში. ეს არის სინამდვილის კარტოგრაფიული მოდელის უნიკალური თავისებურება, რაც მას დიდ მეცნიერულ და პრაქტიკულ მნიშვნელობას ანიჭებს.
 
გეოგრაფიული კარტოგრაფიისთვის მნიშვნელობა აქვს გეოდეზიის მონაცემებს დედამიწის ფორმისა და ზომების შესახებ, საყრდენი წერტილების კოორდინატებსა და აეროფოტოტოპოგრაფიული გადაღების მასალას, რომელთა საფუძველზე მიიღება დედამიწის ყველა რუკის პირველწყარო — ''[[ტოპოგრაფიული რუკა]]''. ამ თვალსაზრისით შედის კარტოგრაფია ტექნიკურ მეცნიერულ ციკლში, ხოლო სიმანდვილის გარკვეული მხარის კარტოგაფიული მეთოდით გამოკვლევის პროცესში იგი უკავშირდება საბუნებისმეტყველო და საზოგადოებრივ მეცნიერებებს, რომლებსაც თავისი შემეცნების საგნის შინაარსის გარდა, საგნის სივრცითი თავისებურებებიც აინტერესებს. ამ კავშირის საფუძველზე იქმნება სპეციალური სამეცნიერო კარტოგრაფიული დისციპლინები (მაგ., გეოლოგიური კარტოგრაფია, გეომორფოლოგიური კარტოგრაფია, ეკონომიკური კარტოგრაფია) და მათი განმაზოგადებელი დისციპლინა — თემატიკური კარტოგრაფია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კარტოგრაფია“-დან