აბაზანა (პროცედურა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
→‎top: clean up, replaced: რამოდენიმე → რამდენიმე using AWB
 
ხაზი 1:
{{მმ*|აბაზანა (მრავალმნიშვნელოვანი)}}
'''აბაზანა''' — სამკურნალო-პროფილაქტიკური და ჰიგიენური პროცედურა.
 
არსებობს წყლის, ჰაერის, ტალახის, ქვიშისა და სხვა აბაზანები. წყლის აბაზანა ტემპერატურის მიხედვით შეიძლება იყოს ცივი (20 °C ქვემოთ), გრილი (20-30 °C), ინდიფერენტული (34-36 °C), თბილი (37-39 °C) და ცხელი (40 °C ზემოთ). წყლის შედგენილობის მიხედვით — [[მტკნარი წყალი|მტკნარი წყლის]], [[მინერალური წყალი|მინერალური]] ([[გოგირდწყალბადი]]ს, [[ნატრიუმქლორიდი]]ს, [[იოდბრომი]]ს), [[აირი|აიროვანი]] ([[ნახშირმჟავა]]ს, [[ჟანგბადი]]ს, [[აზოტი]]ს), რადიოაქტიური ([[რადონი]]ს), არომატული ([[წიწვი]]ს, [[მდოგვი]]ს, [[სკიპიდარი|სკიპიდრის]]) და წამლეულისა ([[სოდა|სოდის]], [[კალიუმპერმანგანატი]]ს, [[სახამებელი|სახამებლის]]). ხანგრძლივობის მიხედვით — ხანმოკლე (1-5 წთ), ჩვეულებრივი ხანგრძლივობის (10-15 წთ), ჩვეულებრივზე ხანგრძლივი (20-30 წთ) და ხანგრძლივი (რამოდენიმერამდენიმე საათი). სამკურნალოდ იყენებენ კომბინირებულ აბაზანასაც. ასეთ აბაზანაში წყლის საერთო მოქმედებას ერწყმის სხვა ფიზიკური ფაქტორების ([[ელექტრობა]], [[ვიბრაცია]], [[მასაჟი]] და სხვა) მოქმედება. აბაზანის მიღებისას ორგანიზმზე მოქმედებს ფაქტორთა მთელი კომპლექსი: [[ტემპერატურა]], [[წყალი|წყლის მასა]] და ჰიდროსტატიკური [[წნევა]], წყლის შედგენილობა, აბაზანის ხანგრძლივობა და სხვა. ორგანიზმზე მოქმედ ძირითად ფაქტორთა თანაფარდობის შეცვლით შეგვიძლია გამოვიწვიოთ აღგზნება, ვიმოქმედოთ დამამშვიდებლად, გავაძლიეროთ ან დავაქვეითოთ [[ნივთიერებათა ცვლის პროცესი|ნივთიერებათა ცვლის პროცესები]] და ა. შ. არსებობს სპეციალური დანიშნულების აბაზანებიც. დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვს ბუნებრივი სამკურნალო წყაროებისა და ზღვის აბაზანებს. [[ვეტერინარია]]ში წყლის აბაზანებს იყენებენ ცხოველთა სხვადსახვა დაავადების სამკურნალოდ და პროფილაქტიკის მიზნით.
 
== იხილეთ აგრეთვე==