იოჰან გეორგ საქსონელი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამოდენიმეჯერ → რამდენიმეჯერ using AWB
(clean up, replaced: რამოდენიმეჯერ → რამდენიმეჯერ using AWB)
იოჰანე ცნობილი იყო ხელოვნების მიმართ მხურვალე ინტერესით, რომელმაც განაპირობა მისი მოგზაურობები ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში, ახლო აღმოსავლეთსა და ეგვიპტეში. მოგზაურობისას ის იძენდა სხვადასხვა ხელოვნების ნიმუშებსა და ყოველდღიური ყოფის საგნებს.
 
[[1898]] წელს ეკლესიებისა და მონასტრების საგანძურების შესასწავლად რუსეთში გაემგზავრა. აღნიშნული კუთხით მას ასევე აინტერესებდა [[საბერძნეთი]] და ახლო აღმოსავლეთი, რის გამოც მან მოინახულა მუზეუმები და კოლექციები ათენსა, კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში. [[1910]] წლიდან იოჰანემ იმოგზაურა [[სირია]]ში, [[პალესტინა]]ში, სინაზე და რამოდენიმეჯერრამდენიმეჯერ [[ეგვიპტე]]ში. მის კოლექციაში იყო საკმაო რაოდენობა ეგვიპტური არტეფაქტებისა. მიუხედავად მისი მრავალფეროვანი კოლექციისა ის განსაკუთრებით მოხიბლული იყო ქრისტიანული [[ხატი|ხატებით]]. მის კოლექციაში არსებული 150 ხატი ძირითადად [[XV საუკუნე|XV]]-[[XIX საუკუნე]]ს განეკუთვნება, რომლებიც მან რუსეთში, საბერძნეთში, კონსტანტინოპოლში, კრეტაზე, პალეტინაში, ეგვიპტესა და იტალიაში შეიძინა. მის კოლექციაში ასევე იყო მრავალი აკვარელით ნახატი და სხვადასხვა ცნობარები, რომლებიც მისი გარდაცვალების შემდეგ გაიყიდა.
 
იოჰანეს კოლექციონერობის გარდა მეცნიერულად იკვლევდა მის ხელთარსებულ მასალას. [[1909]] წლიდან ის აქვეყნებდა მისი მოგზაურობებს სხვადასხვა გამოცემებსა და წიგნებში. [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასრულების შემდეგ და ძმასთან მისი დაცილების შემდეგ ის ფრაიბურგში გადავიდა და თავი მიუძღვნა მის მოგზაურობებსა და კერძო კვლევებს.
 
1910 წელს იმყოფებოდა იერუსალიმის ჯვრის მონასტერში სადაც შეიძინა ოთხი ფრესკა<ref>[https://books.google.ge/books?id=2Y0tA0xLzwEC&pg=PA37&dq=Prince+Johann+Georg+of+Saxony+1910&hl=en&sa=X&ved=0ahUKEwjMke7onILXAhVBkBQKHRFrBx0Q6AEIJzAA#v=onepage&q=Prince%20Johann%20Georg%20of%20Saxony%201910&f=false Denys Pringle, The Churches of the Crusader Kingdom of Jerusalem: A Corpus: Volume 2]</ref>.
 
==რესურსები ინტერნეტში==
* [http://www.landesmuseum-mainz.de/sammlung/die-prinz-johann-georg-sammlung/ Die Prinz Johann Georg-Sammlung]
 
==სქოლიო==
 
{{ავტორიტეტული წყაროები}}
 
{{DEFAULTSORT:საქსონელი, იოჰან გეორგ}}
[[კატეგორია:გერმანელი კოლექციონერები]]