არტურ რუბინშტეინი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
== ადრინდელი ცხოვრება ==
 
რუბინშტეინი დაიბადა ქალაქ [[ლოძი|ლოძში]], პოლონეთის სამეფოში (რუბინშტაინის ცხოვრების მანძილზე რუსეთის იმპერიის შემადგნელობა) 1887 წლის 28 იანვარს, ებრაულ ოჯახში. ის და-ძმებს შორის ყველაზე ახალგაზრდა იყო. მამამისი ფლობდა ტექსტილი ქარხანას. <ref>http://content.time.com/time/magazine/article/0,9171,907361,00.html</ref>
 
რუბინშტეინის დაბადების სახელი ლეო უნდა ყოფილიყო, თუმცა 8 წლის ძმა დაჟინებით მოითხოვდა, რომ მას არტური რქმეოდა, რადგანაც მათი მეზობლის შვილი, რომელსაც არტური ერქვა, კარგად უკრავდა ვიოლინოზე და შესაძლებელი იქნებოდა ისიც დიდი მუსიკოსი გამოსულიყო.<ref>Rubinstein, Arthur (1973). ''My Young Years''. New York: Knopf. <nowiki>ISBN 0-394-46890-2</nowiki>.</ref> შედეგად მშობლებმაც ახალდაბადებულს არტური დაარქვეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ინგლისურად მისი სახელი იწერებოდა როგორც Arthur და ალბომებიც სწორედ სახელის ამ ვარიიცით გამოდიოდა, თუმცა რუბინშტეინმა მოითხოვა თავისი ნამდვილი სახელი გამოეყენებინათ, რის შედეგაც ალბომებს სახელის ორივე ვერსია ეწერებოდა ხოლმე. <ref>Rubinstein, Arthur (1973). ''My Young Years''. New York: Knopf. p. 4. <nowiki>ISBN 0-394-46890-2</nowiki>. <q>In later years, my manager Sol Hurok used the h-less "Artur" for my publicity, but I sign "Arthur" in countries where it is common practice, "Arturo" in Spain and Italy, and "Artur" in the Slav countries.</q></ref>
 
2 წლის ასაკში რუბინშტეინმა დიდი ინტერესი გამოიჩინა პიანინოსთან მიმართებით. მუდმივად უყურება თავისი უფრო დის გაკვეთილებს. 4 წლის ასაკში კი ის აღიარდა როგორც გენიოს ბავშვად. მამამისს ძლიერ უყვრადა ვიოლინი, ამიტომაც პატარა არტურსაც მუსიკის სწორედ ეს ინსტრუმენტი შესთავაზა დასაკრავად. თუმცა არტურმა უარი განაცხადა, რადგან ამბობდა, რომ მისი ინსტიქტები უფრო მეტად ჰარმონიული და პოლიფონიური იყო. როდესაც უნგრელმა მევიოლინემ, ჯოსეფ იოაჩიმიმმა, რუბინშტეინის დაკრული მოისმინა, მან იწინასწარმეტყველა, რომ იგი დიდებული პიანისტა გახდებოდა და ამის ნიჭიც სავსებით ჰქონდა. 1894 წლის 14 დეკემბერს 4 წლის არტურს ჰქონდა თავისი პირველი დებიუტი, სადაც შეასრულა მოცარტი, შუბერტი და [[ფელიქს მენდელსონი|მენდელზონი]].
 
როდესაც არტური 10 წლის გახდა, იგი ბერლინში გადავიდა საცხოვრებლად და იქ გააგრძელა მეცადინეობა, ამავდროულად ჩაატარა პირველი კონცერტი ბერლინის ფილარმონიაში 1900 წელს 13 წლის ასაკში. იოსეფმა მას კარლ ჰაინრიხ ბართი ურჩია მასწავლებლად. ბართი თავად იყო [[ფერენც ლისტი|ლისტის]] მოსწავლე, ლისტი ცერნის, ხოლო ცერნი კი [[ლუდვიგ ვან ბეთჰოვენი|ბეთჰოვენის]]. 
 
1904 წელს რუბინშტეინი გადავიდა პარიზში, რათა თავისი კარიერით ფული გამოემუშავებინა. იქ იგი შეხვდა კომპოზიტორებს მაურიჩე რაველს, პოლ დუკას და მევიოლინე ჯაქეს თისბაუდს. ამავდროულად მან შეასრულა [[კამილ სენ-სანსი|კამილ სენ-სანსის]] საფორტეფიანო კონცერტი No. 2 მისივე თანდასწრებით. იულიუს ვერთჰეიმის ოჯახის საშუალებით იგი დაუმეგობრდა მევიოლინე პოლ კოჩანსკის და კომპოზიტორ კაროლ სიმანოვსკის.
[[ფაილი:Arthur Rubinstein 1906.jpg|მინი|არტური 1906 წელს ]]
რუბიშტეინს 1906 წელს ჰქონდა დებიუტი ნიუ-იურკში, კარნეგი ჰოლში. ამის შემდეგ იმოგზაურა ავსტრიაში, იტალიაში და რუსეთში. მისივე მტკიცებით ის ამერიკის შეერთებულ შტატებში არ იქნა კარგად მიღებული. 1908 წლისთვის, გაჭირვებულმა და დეპრესიულმა რუბინშტეინმა თავის მოკლვა სცადა, იმის გამო რომ კრედიტორები მას ბერლინის სასტუმროდან გამოსახლებით ემუქრებოდნენ. 1912 წელს ლონდონში ჩაატარა პირველი კონცერტი და ბინაც იქვე ჩელსიში დაიდო.
 
პირველი მსოფლიო ომის დროს არტური ლონდონში დარჩა, სადაც აკომპანიმენტს უკეთებდა მევიოლინე ოჯენ იზაის. 1916 და 1917 წელბში ის პირველად გაემგზავრა ესპანეთსი და სამხრეთ ამერიკაში, სადაც დიდი აღიარებაც მოიპოვო. სწორედ ამ დროს განავითარა მუსიკისადმე დაუცხრომელი სიყვარული და ენთუსიაზმი.
 
რუბინშტეინისთვის ზიზღს იწვევდა გერმანიის ქმედებები პირველ მსოფლიო ომში, რის გამოთაც მას იქ აღარასდროს დაუკრავს. მისი ბოლო შესრულება გერმანიაში 1914 წელს შედგა.
 
1919 წლის შემოდგომას რუბინშტეინმა მოაწყო ტურნე ბრიტანეთის პროვინიებში სოპრანო ემა კალვესთან და ტენორ ვლადიმირ როსინგთან ერთად. <ref>Newton, Ivor (1966). ''At the Piano – the World of an Accompanist''. London: Hamish Hamilton Ltd. p. 44.</ref>
 
1921 წელს რუბინშტეინს ჰქონდა ორი ამერიკული ტურნე, იმოგზაურა ნიუ-იორკში კაროლ შიმანოვსიკსთან და მისი ახლო მეგობარ პოლ კოჩანსკისთან ერთად.
 
1934 წელს პიანისტმა, მიუხედავად მისი ნიჭიერებისა, გადაწყვიტა უარი ეთქვა საკონცერტო ცხოვრებაზე და რამდნიმე წელი ინტენსიურ სწავლას შეალია.
 
რუბინშტეინი კვლავ გაემზავრა ტურნეში ამერიკაში 1937 წელს, მისმა კარიერამ ადგილი სწორედ ბრენთვუდში, კალიფორნიაში დაიდო, მაშინ როდესაც მეორე მსოფლიო ომი მიმდინარეობდა. მან ამერიკის მოქალაქეობდა 1946 წელს მიიღო. <ref>Sachs, pp. 8, 265, 269, 275</ref>
 
მისი კალიფორნიაში ყოფნის დროს, არტურმა დაუკრა რამდინიმე საუნდრეკი ფილმებისთვის, მათ შორის Song of Love კეტრინ ჰებარნთან ერთად. ის ასევე გამოჩნდა ფილმებშიც: კარნიგის ჰოლი და Of Men and Music.
1969 წელს გამოვიდა ფილმი ''Arthur Rubinstein – The Love of Life'' (არტურ რუბინშტეინი - სიცოცხლის სიყვარული). მან მოიგო ოსკარი საუკეთესო დოკუმენტური ფილმის ნომინაციაში. 
 
1970-იანი წლებისთვის რუბინშტეინს მხედველობის გაუარესება დაეწყო. თავისივე მემუარების მიხედვით ის სწავლობდა ცეზარ ფრანკის სიმფონიურ ვარიიაციებს პიანინოს გარეშე საკუთარ კალთაზზე. რუბინშტეინმა თავისი მეხსირება აღწერა როგორც ფოტოგრაფიული.
 
რუბინშტეინს ასევე ჰქონდა განსაკუთრებული ყურის სმენადობა, რაც მას საშუალებას აძლევდა დააეკრა მთლიანი სიმფონია თავისივე გონებაში. „საუზმის დროს დროს ბრამსის სიმფონიებს ვუკრავდი გონებაში, შემდეგ ტელეფონთან დამიძახეს და საათ ნახევრის შემდეგ მიხვდი, რომ უკვე მესამე მოძრაობაზე ვიყავი გადუსალი. ეს უნარი ხშირად იტესტებოდა რუბინშტეინის მეგობრების მიერ. ისინი ხშირად იღებდა რომელიმე ნაწარმოებს ან ოპერას და სთხოვდნენ არტურს გონებაში დაეკრა იგი.
 
რუბინშტეინის ავტობიოგრაფია შეიცავდა ორ ნაწილს: My young Years (ჩემი ახალგაზრდობიეს წლები, 1973) და Many Years (ბევრი წელი, 1980)
 
== პოლონური წარმომავლობა ==
მთელი ცხობრების მანძილზე რუბინშტეინი მიჯაჭვული იყო პოლონეთს. 1945 წლის ამერიკის შეერთებული შტატების ინაუგურაციაზე, რუბინშტეინმა აჩვენა თავისი პოლონური პატრიოტიზმი დელეგატებისთვის მიძღვნილ კონცერტზე. მან გამოთქვა დიდი მწუხარება იმის გამო, რომ კონფერენციას არ ესწრებოდა პოლონური დელეგაცია. შემდგომ იგი დაჯდა ინსტრუმენტთან და დაუკრო პოლონეთის ეროვნული ჰიმნი ხმამაღლა და ნელა, რამდენჯერმერამდენიმეჯერ გაიმეორა ბოლო ნაწილი. როდესაც დაამთავრა, დამსწრე საზოგადოება ფეხზე წამოდგა და დიდი ოვაცია მიაგება პიანისტს. <ref> Ulanowska, Elżbieta "''Na cześć Artura Rubinsteina: Pianistyczna gala w Łodzi''" ("In Honor of Artur Rubinstein: Piano Gala in Łódź"), ''Gwiazda Polarna'' (''The Pole Star'', a Polish-American biweekly), vol. 99, no. 21 (October 11, 2008), p. 18.</ref>
 
== ქველმოქმედება ==
 
{{DEFAULTSORT:რუბინშტეინი, არტურ}}
 
[[კატეგორია:დაბადებული 1887]]
[[კატეგორია:გარდაცვლილი 1982]]