კოტ-დ’ივუარი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
=== კლიმატი ===
[[ფაილი:Côte d’Ivoire map of Köppen climate classification.svg|thumb|275px|კოტ-დ’ივუარის რუკა [[კიოპენის კლიმატის კლასიფიკაცია|კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის]] მიხედვით]]
ქვეყანა იმყოფება ორ [[კლიმატი|კლიმატურ]] სარტყელში — ჩრდილოეთის [[სუბეკვატორული კლიმატური სარტყელი|სუბეკვატორულ]] და სამხრეთის [[ეკვატორული კლიმატური სარტყელი|ეკვატორულ სარტყელში]]. თვის საშუალო ტემპერატურა ყველგან შეადგენს +25  °C-დან +30  °C-მდე, მაგრამ ნალექების რაოდენობა და მათი რეჟიმი განსხვავებულია. კლიმატი ქვეყნის სამხრეთ ნაწილში, ეკვატორული სარტყელის ზონაში, ცხელი და ნოტიოა ძლიერი [[წვიმა|წვიმებით]]. ჰაერის ტემპერატურა მერყეობს 22  °C-დან 32  °C-მდე, ხოლო ყველაზე უფრო ძლიერი წვიმები მოდის [[აპრილი]]დან [[ივლისი]]ს ჩათვლით, ასევე [[ოქტომბერი|ოქტომბერში]] და [[ნოემბერი|ნოემბერში]]. აქ მთელი წლის განმავლობაში ბატონობს ოკეანის ჰაერი და არ არსებობს არც ერთი თვე ნალექების გარეშე, რომლის წლიური ჯამი აღწევს 2400 მმ-მდე. ჩრდილოეთში, სუბეკვატორული სარტყელის ზონაში, ტემპერატურებს შორის სხვაობა უფრო მეტად მკვეთრია (იანვარში ღამით ეცემა +12  °C-მდე, ხოლო ზაფხულში აჭარბებს +40  °C-ს), ნალექები შესამჩნევად ნაკლებია (1100—1800 მმ.) და მკვეთრად იკვეთება მშრალი [[ზამთარი|ზამთრის]] პერიოდი. [[დეკემბერი|დეკემბრიდან]] [[თებერვალი|თებერვლის]] ჩათვლით ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონებში ქრის [[ჰარმატანი]]ს [[ქარი]], რომელსაც მოაქვს ცხელი ჰაერი და [[ქვიშა]] [[საჰარა|საჰარის]] [[უდაბნო]]დან, მკვეთრად ზღუდავს მხედველობას და აძნელებს სუნთქვას.
 
=== ფლორა და ფაუნა ===
* სახელმწიფოს მეთაური — [[კოტ-დ’ივუარის პრეზიდენტი|პრეზიდენტი]], რომელიც ირჩევა საყოველთაო არჩევნებით, 5 წლიანი ვადით, ერთჯერ შესაძლო გადარჩევით (2015 წლის 25 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ — [[ალასან უატარა]]).
* მთავრობის მეთაური — [[პრემიერ-მინისტრი]], ინიშნება პრეზიდენტის მიერ (2017 წლის 10 იანვრიდან — [[ამადუ გონ კულიბალი]]).
* [[პარლამენტი]] 2016 წლის 30 ოქტომბრის [[რეფერენდუმი]]ს<ref>{{cite web|url=https://www.reuters.com/article/us-ivorycoast-referendum-idUSKBN12W50V?il=0|title=Ivory Coast votes in favor of new constitution: elections commission}}</ref><ref>{{cite news|url=https://www.reuters.com/article/us-ivorycoast-politics-idUSKBN1332EC?il=0|title=Ivory Coast's Ouattara enacts new constitution as 'promise of peace'}}</ref> შემდეგ ორპალატიანია<ref>{{cite news|url=http://www.constitutionnet.org/news/cote-divoire-voters-support-new-constitution-landslide-amid-low-turnout|title=Cote d'Ivoire voters support new constitution in landslide amid low turnout}}</ref><ref name="constitutionnet.org">{{cite news|url=http://www.constitutionnet.org/news/innovations-draft-constitution-cote-divoire-towards-hyper-presidentialism|title=Innovations of the Draft Constitution of Cote d’Ivoire: Towards hyper-presidentialism?}}</ref> — [[კოტ-დ’ივუარის ეროვნული ასამბლეა]] (ქვედა პალატა, 255 დეპუტატი ირჩევა საყოველთაო არჩევნებით 4-წლიანი ვადით) და სენატი — 120 ადგილი (ზედა პალატა, 80 წევრი ირჩევა საყოველთაო არჩევნებით, ხოლო 40 წევრს ნიშნავს ქვეყნის პრეზიდენტი<ref>{{cite news|urlname=http://www."constitutionnet.org"/news/innovations-draft-constitution-cote-divoire-towards-hyper-presidentialism|title=Innovations of the Draft Constitution of Cote d’Ivoire: Towards hyper-presidentialism?}}</ref><ref>{{cite web|url=http://abidjantv.net/actualites/tout-savoir-sur-la-creaction-du-senat-decouvrez-le-nombre-senateurs-par-region-en-cote-divoire/|title=Tout savoir sur la Creaction du SÉNAT: Decouvrez le nombre Sénateurs par région en Côte d’Ivoire|publisher=AbidjanTV|date=February 25, 2017}}</ref>).
 
2016 წლის 18 დეკემბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგად<ref>{{cite news|url=http://www.rfi.fr/afrique/20161115-legislatives-ivoiriennes-forces-politiques-ordre-marche-presque-rhdp-pdci-fpi|title=Législatives ivoiriennes: les forces politiques en ordre de marche, ou presque|language=fr|date=15 November 2016}}</ref> კოტ-დ’ივუარის ეროვნულ ასამბლეაში ყველაზე უფრო წარმომადგენლობითი პარტიაა უფუელების გაერთიანება დემოკრატიისათვის და მშვიდობისათვის ({{lang-fr|Rassemblement des houphouëtistes pour la démocratie et la paix}}, ''RHDP'') (167 დეპუტატი), მეორე — დამოუკიდებელი უპარტიო პოლიტიკოსები (76 დეპუტატი), დანარჩენი 12 ადგილი სამმა პოლიტიკურმა პარტიამ გაინაწილა.
{|class="wikitable"
|-
!№||ოლქი (ქართ.)||ოლქი (ფრ.)||ადმ. ცენტრი||ფართობი,<br />კმ²||მოსახლეობა,<br /><ref name="citypopulation" /><ref name="RGPH2014" /> ად. (2014)||სიმჭიდროვე,<br />ად./კმ²
|-
|1.||[[აბიჯანის ავტონომიური ოლქი]]||District Autonome d’Abidjan||[[აბიჯანი]]||align="right" |2150||align="right" |4 707 404||align="right" |2189,49
ოფიციალური ენა — [[ფრანგული ენა|ფრანგული]] შემოღებული იქნა კოლონიალურ პერიოდში. ამ ენაზე მიმდინარეობს სწავლა ქვეყნის სკოლებში და იხმარება, როგორც [[ლინგვა ფრანკა]]. მკვიდრი ერების დაახლოებით 70 ენა შეიძლება დავყოთ [[ნიგერ-კონგოს ენები]]ს ოჯახის 5 მთავარ მიმართულებად. სამხრეთ-აღმოსავლეთ სექტორში გავრცელებულია [[კვას ენები]], რომელთაგან ზოგიერთი მათგანი, მაგალითად [[ბაულე (ენა)|ბაულე]] და ანიი (შესაბამისად 2-3 მილიონი და 1 მილიონი ადამიანი) [[განა]]ში არსებული [[აკანი]]ს ენის [[დიალექტური კონტინუუმი]]ს ნაწილია, ხოლო ატიეს ენასთან (0,5 მილიონი) უფრო დაშორებულია. ბაულეს ენაზე ლაპარაკობენ [[კოსუ]]ს ტბის აღმოსავლეთით და ქვეყნის დედაქალაქ იამუსუკროში, ხოლო ანიის ენაზე განის [[სახელმწიფო საზღვარი|სახელმწიფო საზღვრის]] გასწვრივ. სამხრეთ-დასავლეთ სექტორში გავრცელებულია [[კრუს ენები]], როგორებიცაა [[ბეტე (ენა)|ბეტე]] და ვე (გურე/ვობე), თითოეული ნახევარი მილიონი მოსახლით და დიდა (250 000 ადამიანი), რომელიც მიეკუთვნება [[ლიბერია|ლიბერიის]] ენებს. ჩრდილო-დასავლეთში, გვინეის სახელმწიფო საზღვართან და კოსუს ტბასთან ქვეყნის ცენტრში, გავრცელებულია [[მანდეს ენები]], როგორებიცაა დანი (მილიონი მოლაპარაკე) და გურო (0,5 მილიონი, ტბასთან). ტბამ და მდინარე [[ბანდამა]]მ გაყვეს ქვეყნის კვას ენებიანი აღმოსავლეთი კრუს და მანდეს ენებიან დასავლეთისგან. ქვეყნის ცენტრში და ჩრდილოეთში გავრცელებულია სხვადასხვა [[სენუფოს ენები]], როგორიცაა სენარი (მილიონი მოლაპარაკე). ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში, [[კომოეს ეროვნული პარკი|კომოეს ეროვნული პარკთან]] სიახლოვეს, ცხოვრობს [[დიულა (ენა)|დიულას]] ენაზე მოლაპარაკე მეოთხედი მილიონი ადამიანი, რომელიც წარმოადგენს მეზობელი [[ბურკინა-ფასო]]ს [[ლინგვა ფრანკა]]ს. კოტ-დ’ივუარის ხალხის ენების დამწერლობაში გამოიყენება 1979 წელს მიღებული [[კოტ-დ’ივუარის ენების პრაქტიკული ორთოგრაფია|პრაქტიკული ორთოგრაფია]].
 
ასევე გავრცელებულია დაახლოებით 3 000 000 ემიგრანტის სალაპარაკო ენა, ძირითადად მეზობელი ქვეყნებიდან და პირველ რიგში [[ბურკინა-ფასო]]დან. ქვეყნის ჩრდილოეთში არსებული ეთნიკური დაძაბულობა ემიგრანტებსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის, ასევე ჩრდილოეთში მანდე სენუფოსა და სამხრეთში კრუსა და კვას შორის რამდენჯერმერამდენიმეჯერ იყო კოტ-დ’ივუარის სამოქალაქო ომის მიზეზი.
 
სმენადაქვეითებისათვის ქვეყნის განათლების სისტემაში გამოიყენება [[ამსლენი|ამერიკული ჟესტების ენა]], რომელიც შემოიღო სმენადაქვეითებულმა [[მისიონერობა|მისიონერმა]] ენდრიუ ფოსტერმა.