ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB
იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
(clean up, replaced: რამდენჯერმე → რამდენიმეჯერ using AWB)
}}
'''ხაშურის მუნიციპალიტეტი''' — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული [[აღმოსავლეთ საქართველო]]ში, [[შიდა ქართლის მხარე]]ში. [[1917]] წლამდე ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორია შედიოდა [[თბილისის გუბერნია|თბილისის გუბერნიის]] [[გორის მაზრა]]ში. [[1921]] წლის
საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ისევ [[გორის მაზრა]]შია, [[1930]] წლიდან დამოუკიდებელი რაიონია. ამჟამად მუნიციპალიტეტი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი [[ხაშური]].
 
ხაშურის მუნიციპალიტეტს აღმოსავლეთით და ჩრდილოეთით ესაზღვრება [[ქარელის მუნიციპალიტეტი]], ჩრდილოეთით საზღვრავს [[საჩხერის მუნიციპალიტეტი]], სამხრეთით და დასავლეთით ისაზღვრება [[ბორჯომის მუნიციპალიტეტი]]თ, დასავლეთით ესაზღვრება [[ხარაგაულის მუნიციპალიტეტი]]. ხაშურის მუნიციპალიტეტი შიდა ქართლის რეგიონში ყველაზე პატარა ადმინისტრაციული ერთეულია. ხაშურის მუნიციპალიტეტის ფართობია 585,2 კმ².<ref name="usaid">[http://nala.ge/uploads/khashuri.pdf პროგრამა — საქართველოს რეგიონებში კლიმატის ცვლილებისა და ზემოქმედების შერბილების ზომების ინსტიტუციონალიზაცია]</ref>
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის მთელი ტერიტორია ზომიერად ნოტიო სუბტროპიკული ჰავის ოლქში მდებარეობს; თუმცა, რთული [[რელიეფი]]ს გამო ზონალობის მიხედვით ჰავა მნიშვნელოვნად იცვლება. მთისწინეთსა და ვაკე ნაწილში [[ზამთარი]] ცივი და ნოტიო იცის, ხოლო [[ზაფხული]] თბილი. ჰაერის საშუალო წლიური ტემპერატურა 9.6&nbsp;°C-ია, ნალექების რაოდენობა წელიწადში 700 მმ. მთიან ზონაში [[ჰავა]] გაცილებით ცივია. [[თრიალეთის ქედი]]ს კალთები მშრალი ჰავით გამოირჩევა, სადაც ნალექების წლიური რაოდენობა 600 მმ-მდეა; [[ლიხის ქედი|ლიხის ქედზე]] კი ნალექების წლიური მოცულობა 1 840 მმ-ია.<ref name="usaid" />
 
ხაშურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტმა ადგილობრივი შემოსავლებისა და გამოთანაბრებითი ტრანსფერის ჩათვლით 18 მლნ. ლარი შეადგინა. მუნიციპალიტეტის ძირითად საბიუჯეტო შემოსავლებს უზრუნველყოფს [[სოფლის მეურნეობა]] და ვაჭრობა. 1990-იან წლებამდე კი შემოსავლებს უზრუნველყოფდა მსუბუქი და მძიმე მრეწველობა, აგრეთვე [[რკინიგზა]]. მუნიციპალიტეტს გააჩნია ეკონომიკური განვითარების შუალედური გეგმა, რომლის ძირითადი პრიორიტეტებია: ბიზნეს გარემოს შექმნა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის და საკურორტო ტურიზმის განვითარება. მოსახლეობის შემოსავლის ოთხი ძირითადი წყაროა: სოფლის მეურნეობა, ვაჭრობა, საჯარო სამსახურებში დასაქმება და სოციალური პაკეტი (პენსია, დახმარებები).<ref name="usaid" />
 
2014 წლის მოსახლეობის აღწერის მიხედვით ხაშურის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა 52 603 ადამიანი. მოსახლეობის ძირითადი ნაწილი ქალაქში და დაბაში ცხოვრობს. მოსახლეობის უმრავლესობა [[ქართველები]] არიან, ცხოვრობენ აგრეთვე [[სომხები]], [[ებრაელები]], [[რუსები]], [[ოსები]], [[ბერძნები]], [[უკრაინელები]] და სხვა.<ref>[http://www.khashuri.org.ge/ge/ ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულო]</ref>
 
== გეოგრაფია ==
 
=== რელიეფი ===
[[რელიეფი]] ძირითადად საშუალო და დაბალმთიანი ეროზიული ქედ-ხეობებიანი და ბორცვიან ვაკეებიანია. ამ ფონზე ადგილ-ადგილ არის მოსწორებული ბრტყელი ზედაპირები, მდინარეული ტერასები და სხვა. მუნიციპალიტეტის სამხრეთ და დასავლეთ ნაწილი მთიანია, მდინარე [[თეძამი|თეძმის]] აუზში მუნიციპალიტეტს ეკუთვნის [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ კალთის ნაწილი — პალეოცენისა და ეოცენის ნალექებით აგებული ღორისნამკლის შტოქედი, მდინარეების სათიბისა ([[ძამა|ძამის სისტემა]]) და [[ნეძვისწყალი|ნეძვისწყლის]] (მტკვრის მარჯვენა შენაკადი) წყალგამყოფი, რომლის ჩრდილო კალთა დანაწევრებულია მდინარეების სათიბისა და მისი შენაკადების ხეობებით.
 
მნიშვნელოვანი ოროგრაფიული ერთეულია მდინარე [[ძამა|ძამის]] აუზისა და [[მტკვარი|მტკვრის]] ხეობის წყალგამყოფი [[ყელეთის ქედი]], რომლის ჩრდილო კალთა ფართოა, შედარებით დამრეცი; სამხრეთი — ვიწრო და ციცაბო. ქედზე არის მოსწორებული ზედაპირები.
 
მუნიციპალიტეტის ფარგლებშია აგრეთვე მდინარეების სათიბისა და სათერძის წყალგამყოფი შუანისმთის შტოქედი, რომლის დასავლეთ ნაწილში არის საშუალო და დაბალმთიანი [[ლიხის ქედი]], რომელიც აგებულია პალეოზოური და კამბრიულისწინა კრისტალური ქანებით — [[გრანიტი|გრანიტებით]], [[გნაისი|გნაისებით]], კრისტალური ფიქლებით.
 
[[რელიეფი]]ს ძირითადი თავისებურეებაა მდინარეთა [[ეროზია|ეროზიული ხეობებისა]] და მათი გამყოფი მობრტყელებული სერების შეთანაწყობა. ლიხის ქედზე კარგადაა გამოხატული [[პენეპლენი|პენეპლენები]] (მთა ედისჯვართან, უღელტეხილ კორტოხთან და სხვა), ქედის კალთა დასერილია მდინარეების ჭერათხევის, ბრილისღელის, სურამულის, ტილიანის, შოლისა და სხვა ხეობებით.
 
მუნიციპალიტეტში ვრცელი ფართობი უკავია მეოთხეული ალუვიური რიყნარით, ქვიშებით, თიხებით, ტბიური თიხებითა და ქვიშაქვებით აგებულ ტალღობრივ ვაკეს, რომელზეც ზოგან დაბალი მთებია აღმართული (კლდისწყარო, 896 მ, გუგულისქედი, 783 მ).
 
სოფელ ტაშისკარიდან [[მტკვარი|მტკვარს]] გასდევს ახალგაზრდა რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით აგებული ალუვიური ვაკე. მტკვარს აქ რიყნარი კუნძულები და ორივე მხარეზე ტერასული ფერდობი აქვს.
 
ძირითადი წიაღისეულია მინერალური სამკურნალო წყლები, ცარცი, კვარცის ქვიშები და [[კირქვა]].
 
=== შიგა წყლები ===
მუნიციპალიტეტის ტერიტორია შიგა წყლებით მდიდარია. მთავარი მდინარეა [[მტკვარი]] (ტიპური ვაკის მდინარე მეანდრებით, ნამდინარევებით, კუნძულებით), რომელიც გარდიგარდმო ჰკვეთს მუნიციპალიტეტს.
 
[[თრიალეთის ქედი]]ს კალთაზე ჩამოედინება მდინარე სათიბე (ძამის სისტემა) შენაკად-შემდგენელით.
 
[[ყელეთის ქედი]]ს ჩრდილო კალთა დასერილია მტკვრის მარჯვენა შენაკადებით: წრომისწყალი, მიწობისწყალი, ხცისი, კრისხევი, თაგვეთისწყალი და სხვა. [[ლიხის ქედი]]ს აღმოსავლეთ კალთაზე ძირითადი მდინარეა [[სურამულა]] და მისი შენაკადები; [[ჭერათხევი]] (იგი თავის მხრივ, იერთებს ულუმბისღელეს, უწლეულას, ბრილისღელეს), [[ტილიანა]] (მარცხ.) და შოლა (მარჯვ.). ყელეთის ქედზე ნასოფლარ კოდისწყაროსთან არის მცირე ტბა.
 
მუნიციპალიტეტის [[მდინარე]]ები საზრდოობენ თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით. მდინარეებზე წყალდიდობა [[გაზაფხული|გაზაფხულზეა]], წყალმცირობა — [[ზაფხული|ზაფხულსა]] და [[ზამთარი|ზამთარში]]. გამოყენებულია ელექტროენერგიის მისაღებად და სარწყავად. ყველაზე დიდია [[ტაშისკარის არხი]].
* მთისწინეთში და ვაკის დიდ ნაწილში ზომიერად ნოტიო ცივზამთრიანი და ხანგრძლივი თბილზაფხულიანი ჰავაა; ვაკის აღმოსავლეთ ნაწილში ზომიერად თბილი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა. იცის ცხელი [[ზაფხული]], ნალექების ორი მინიმუმით წელიწადში.
 
ბარის ზონაში ჰაერის საშუალო წლიური [[ტემპერატურა]] 9.6&nbsp;°C—9.7&nbsp;°C-მდეა, [[იანვარი|იანვრის]] - 9.4&nbsp;°C—1.9&nbsp;°C, [[ივლისი]]ს 20&nbsp;°C—20.5&nbsp;°C; აბსოლუტურ მინიმუმი - 27&nbsp;°C—29&nbsp;°C, აბსოლუტურ მაქსიმუმი 32&nbsp;°C—36&nbsp;°C.
 
მთისწინეთსა და ვაკე ტერიტორიაზე წელიწადში საშუალოდ 700 მმ ნალექი მოდის. [[ლიხის ქედი]]ს კალთაზე ნალექები მეტია (1840 მმ), თრიალეთის ქედზე - ნაკლები (610 მმ).
 
ბარში ნალექების მაქსიმუმი [[გაზაფხული|გაზაფხულსა]] და [[ზაფხული]]ს დასაწყისშია, ლიხის ქედის კალთაზე - [[ზამთარი|ზამთარში]]; ბარში მინიმუმი ზამთარშია, მთებში - ზაფხულში.
 
=== ნიადაგები ===
ხაშურის მუნიციპალიტეტის [[ნიადაგი|ნიადაგები]] ნაირგვარია. ნიადაგები იცვლებიან სიმაღლის ცვლასთან ერთად.
 
[[ტყის ყომრალი ნიადაგები]] გავრცელებულია [[ლიხის ქედი|ლიხისა]] და [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ ფერდობების ზედა ნაწილში (სოფლები: [[უწლევი]], [[ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ოძისი]], [[ჩორჩანა]]) და [[ქვიშხეთი]]ს ჩრდილოეთ-დასავლეთით (სოფლები: [[ბულბულისციხე]], [[მონასტერი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|მონასტერი]] და სხვ.) ზღვის დონიდან 1200-1600 მეტრზე. [[ყავისფერი ნიადაგები]] გარდამავალი საფეხურია ტყის ყომრალ, ველის ტიპის შავმიწა და წაბლა ნიადაგებს შორის. იგი [[შიდა ქართლი]]ს ტერიტორიაზე ფართოდაა გავრცელებული და მთა-ტყეთა ნიადაგებს შორის ყველაზე დაბლა მდებარეობს. სახელდობრ, გავრცელებულია [[ლიხის ქედი]]ს დაბალმთიან და მთისწინა ნაწილში ზღვის დონიდან 600-1200 მეტრზე.
 
[[ნეშომპალა კარბონატული ნიადაგები]] ძირითადად გავრცელებულია სოფლების [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]], [[წაღვლი]]ს, [[ნაბახტევი]]ს, [[დიდი ფლევი]]ს, [[ტკოცა|ტკოცისა]] და [[ურთხვა|ურთხვის]] მიდამოებში. ქანები აქ წარმოდგენილია [[კირქვა|კირქვებით]], და კირქვიანი [[კონგლომერატი (გეოლოგია)|კონგლომერატებით]]. შავმიწისებრი ნიადაგები მთისწინეთებსა და ძველ ტერასებზე ფართოდაა გავრცელებული ([[ხაშური]], [[სურამი]], [[ვაყა]], [[ქვემო ოსიაური]], [[ზემო ოსიაური]]...). მდელოს ყავისფერ ნიადაგებს [[შიდა ქართლის ვაკე|შიდა ქართლის ვაკის]] დასავლეთ ნაწილსი უმნიშვნელო ფართობი უკავია და ძირითადად თიხნარებსა და ძველ ალუვიურ სილნარ-თიხნარ ნაფენებზე. აღნიშნული ნიადაგები გვხვდება სოფლების [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]], [[ხცისი]]ს, [[ქვიშხეთი]]ს, [[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომის]] და [[ვაყა|ვაყის]] მიდამოებში.
# ბორცვიანი მთისწინეთი, ჯაგეკლიანებით და ჯაგრცხილნარ-მუხნარით, ტყის ყავისფერ ნიადაგზე;
# ბორცვიან-ბექობებიანი მთისწინეთი, ბუჩქნარებითა და სტეპებით, ტყის ყავისფერ და შავმიწისებრ ნიადაგებზე;
# ტერასული დახრამული ვაკე, კაგეკლიან-სტეპური მცენარეულობით, ალუვიურ და ყავისფერ ნიადაგებზე.
 
== ფლორა და ფაუნა ==
 
=== ფლორა ===
ფლორა მრავალფეროვანია - სტეპურიდან დაწყებული სუბალპურით დამთავრებული.
 
ვაკეზე გავრცელებულია ჯაგეკლიანი სტეპი, რომელშიც გარეულია ტყის ელემენტები; ბუჩქნარებიდან ძირითადია [[ძეძვი]].
[[ლიხის ქედი]]ს კალთაზე ტყეს უმთავრესად ქმნის [[წიფელი]], არის აგრეთვე [[რცხილა]], [[მუხა]], გამოერევა [[წაბლი]]ც.
 
ქვეტყეში ფოთლოვანი ჯიშების გარდა, ვხვდებით მარადმწვანე მცენარეებსაც; [[შქერი|შქერს]], [[ჭყორი|ჭყორს]], [[თაგვისარა]]ს. აქ და [[თრიალეთის ქედი]]ს მთისწინეთშიც ადამიანის სამეურნეო საქმიანობასთან დაკავშირებით ტყე გაჩეხილია, აქა-იქ გვხვდება ჯაგრცხილნარი.
თრიალეთის ქედის კალთებზე ქვემოთ მუხნარ-რცხილნარია, ზემოთ - წიფლნარი. არის აგრეთვე [[ნაძვი]] და [[ფიჭვი]], აქა-იქ [[სოჭი (მცენარე)|სოჭიც]].
ტყის ზონოს ზემოთ მთებზე (შუამთა, დიდი ქართა და პარატა ქართა, აგრეთვე თრიალეთის ქედის თხემი) სუბალპური მდელოებია. [[მტკვარი|მტკვრის]] სანაპიროზე ზოგან შემორჩენილია ჭალის (ტუგაის) ტყე - [[მუხა|ჭალის მუხა]], [[ტირიფი]], [[მურყანი]], [[იალღუნი]] და სხვ.
 
=== ფაუნა ===
ხაშურის მუნიციპალიტეტის ფაუნა მრავალფეროვნებით გამოირჩევა.
ბინადრობენ როგორც სტეპის ისე მთის ტყისათვის დამახასიათებელი ცხოველები.
 
ძუძუმწოვრებიდან არის [[მურა დათვი]], [[მგელი]], [[მელა]], [[ტურა]], [[თეთრყელა კვერნა]], [[მაჩვი]], [[დედოფალა]], [[კურდღელი]];
 
ბევრია მღრღნელი : [[თაგვი]], [[მემინდვრია|ბუჩქნარის მემინდვრია]], [[ძილგუდა]].
 
ორნითოფაუნას ქმნიან : [[მტრედი|გარეული მტრედი]], [[გვრიტი]], [[შაშვი]], [[მწყერი]], ბევრია [[ყვავი]], [[კაჭკაჭი]], [[ქორი]], [[კვირიონი]], [[ბეღურა]] და სხვ.
 
[[მდინარე]]ებში არის [[ქაშაპი]], [[მტკვრის ტობი]], [[ხრამული]], [[მტკვრის წვერა]], [[მურწა]], [[ფრიტა]], [[თაღლითა]], [[გველანა]] და სხვ.
 
==მოსახლეობა==
ტერიტორიის ძირითადი ნაწილი კარგადაა დასახლებული და ათვისებული მეურნეობრივად. [[სოფელი|სოფლების]] უმეტესობა [[შიდა ქართლის ვაკე]]სა და [[ლიხის ქედი]]ს გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში მდებარეობს, მცირე ნაწილი - [[თრიალეთის ქედი]]ს ჩრდილოეთ კალთის ვიწრო ხეობებში.
 
ჭარბობს დიდი და საშუალო სოფლები. განსახლების ზონა 600-1000 მ ფარგლებშია. მოსახლეობის
*''ქალაქის საკრებულო'' — 1: [[ხაშური]];
*''დაბის საკრებულო'' — 1: [[სურამი]] ([[ბიჯნისი]], [[დიდი ბეკამი]], [[ზეკოტა]], [[პატარა ბეკამი]], [[ურთხვა]]);
*''თემის საკრებულო'' — 11: [[ალი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ალის]] ([[ახალუბანი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ახალუბანი]], [[ბრილი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ბრილი]], [[დუმაცხოვი]], [[ზემო აძვისი]], [[კლდისწყარო (ალის საკრებულო)|კლდისწყარო]], [[ნაბახტევი]], [[უწლევი]], [[ქინძათი]], [[მცხეთისჯვარი]]), [[გომი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|გომი]]ს ([[აგარები]], [[დიდი სატივე]], [[ვაყა]], [[პატარა სატივე]], [[ქვემო აძვისი]], [[ხიდისყური (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ხიდისყური]]), ოსიაურის ([[ახალსოფელი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ახალსოფელი]], [[ზემო ოსიაური]], [[ქვემო ოსიაური]]), ფლევის ([[დიდი ფლევი]], [[ნაცარგორა (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ნაცარგორა]], [[პატარა ფლევი]], [[ტკოცა]]), [[ქვიშხეთი]]ს ([[ბეღლეთი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ბეღლეთი]], [[ბულბულისციხე]], [[მონასტერი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|მონასტერი]], [[რუსაანთუბანი]], [[სავანისუბანი]], [[სათივე]], [[სარმანიშვილისკარი]], [[ტაშისკარი]], [[ტეზერი]], [[ყიფიანთუბანი]]), [[ცოცხნარა|ცოცხნარის]] ([[ოძისი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ოძისი]], [[ქემფერი]], [[ცედანი]], [[ცივწყარო (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ცივწყარო]], [[წაბლოვანა]]), [[ცხრამუხა]]ს ([[დამჩხრეულა]], [[თაგვეთი]], [[რბონა]]), [[წაღვლი]]ს ([[ზემო ბროლოსანი]], [[კლდისწყარო (წაღვლის საკრებულო)|კლდისწყარო]], [[ტიტვინისწყარო]], [[ქვემო ბროლოსანი]], [[ჩორჩანა]], [[წეღვერი]]), [[წრომი]]ს ([[ახალშენი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ახალშენი]], [[დიდი ყელეთი]], [[დიდი ხავლეთი]], [[იმერლიანთკარი]], [[ნადარბაზევი (ხაშურის მუნიციპალიტეტი)|ნადარბაზევი]], [[პატარა ყელეთი]]), ხალების ([[ალექსანდრესწყარო]], [[დიდი ხალები]], [[პატარა ხალები]], [[სარტყელა]], [[ღართა]] , [[ღვრიაწყალი]]), [[ხცისი]]ს ([[დიდი თხინალა]], [[კრისხევი]], [[პატარა თხინალა]]).
 
'''ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედებს ცენტრალური ხელისუფლების შემდეგი ტერიტორიული ორგანოენი:'''
* [[ხაშურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკა]]
* [[ვეზირიშვილების სასახლე]]
 
 
ხაშურის მუნიციპაიტეტის ტერიტორიაზე ყოველგვარი არქეოლოგიური გათხრების გარეშე, მატერიალური კულტურის საყურადღებო ნაშთებით, კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ეს ტერიტორია უძველესი დროიდან დასახლებული ყოფილა. მის ტერიტორიაზე აღმოჩენილია ქვისა და კაჟის იარაღები, სხვადასხვა სახის მძივები, ქინძისთავები ბეჭდები, სხვადასხვა ორნამენტებით შემკული ქილები, ბრინჯაოს იარაღები, სამარხები და სხვ. არქეოლოგიური ხასიათის ექსპონატები, რომლებიც დღეს ხაშურის რაიონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში ინახება.ასევე განსაკუთრებით საყურადღებოა ტკოცის გორაზე ნაპოვნი არქეოლოგიური ნივთები, რომლებიც აღმოჩნდა ე.წ. „გორგოტის“ ძირში, ყორღანისებრ მაღლობზე. აღსანიშნავია ორი კარგად ნახელავი სამაჯური და ბრინჯაოს ბალთა, რომელზედაც გამოსახულია მხედრის ქანდაკება. მხედარს თავზე მაღალი ქუდი ახურავს, ცალი ხელი ცხენის ფაფარზე უკიდია, მეორე კი წელზე აქვს შემოდებული. აქვე აღმოჩნდა ბრინჯაოს ხანჯალი ([[სატევარი]]), სამწახნაგოვანი ბრინჯაოს ისრის წვერი, თიხის ჭურჭელი და სხვ. [[1938]] წელს სოფელ ალში, ვენახის ბარვის დროს ნახეს უძველესი დროის ღვინის [[ქვევრი|ქვევრები]]. ერთ ჰექტარ ფართობზე ორასამდე ქვევრი იყო, ზოგი მათგანი სამოც ვედრიანი. სისტემატიური ხასიათი აქვს რაიონის სოფლებში დიდი ზომის ქვევრების, მარნების, გულაზების, საქაჩავებისა და სხვა სახის საგნების აღმოჩენას, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ წარსულში ხაშურის რაიონის მეურნეობის წამყვან დარგს მეხილეობა-მევენახეობა წარმოადგენდა.
 
=== ადგილობრივი თვითმმართველობა ===
საქართველოში და მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ [[1998]] წლის 15 ნოემბერს პირველად ჩატარდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 1998]</ref> [[2002]] წლის 2 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 2002]</ref> საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაც. [[2006]] წლის 5 ოქტომბრს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან 44698 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.<ref>[http://cesko.ge/geo/list/show/1316-amomrchevelta-raodenoba-olqebis-mixedvit-4423 თვითმმართველობის არჩევნები 2006]</ref> არჩევნების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები [[2010]] წლის 30 მაისს ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოექცნენ. 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ამავე წლის 12 დეკემბერს ხაშურის გამგებელი რიონ მახარობლიძე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო გამგებლად გიორგი ბერაია დაინიშნა. ამ თანამდებობას იგი [[2012]]-[[2014]] წლებში იკავებდა. <ref>[http://www.interpressnews.ge/geo/regioni/223478-khashurs-akhali-gamgebeli-hyavs.html?ar=A საპარლამენტო არჩევნები 2012]</ref> 2014 წლის მარტში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად მამუკა ხაჩიძე დაინიშნა. [[2014]] წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ამ წელს პირდაპირი წესით პირველად აირჩნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები. ხაშურის გამგებლობისთვის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ხმათა 51,39%-ით გამარჯვება კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამგებლობის კანდიდატმა - გიორგი გურასპაშვილმა მოიპოვა.<ref>[http://results2014.cec.gov.ge/ თვითმმართველობის არჩევნები 2014]</ref> ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი [[ვაჟა შუბითიძე]] გახდა. [[2017]] წლის 21 ოქტომბერს კიდევ ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან რეგისტრირებული იყო 48 956 ამომრჩეველი, რომლიდანაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39,34%-მა. 2017 წლისათვის გამგებლის თანამდებობა მერის სახელწოდებით შეიცვალა ხაშურის პირველ მერად გიორგი გურასპაშვილი აირჩიეს.<ref>[http://cesko.ge/geo/elections/2017 თვითმმართველობის არჩევნები 2017]</ref>
 
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ხაშურში ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობის სახელი რამდენჯერმერამდენიმეჯერ შეიცვალა. 1991-1992 წლებში ხაშურის რაიონს პრეფექტურა მართავდა, ხოლო ხელმძღვანელობდა - პრეფექტი, 1992 წლიდან 2005 წლამდე რაიონს ხაშურის რაიონის გამგეობა მართავდა, ხელმძღვანელობდა რაიონის გამგებელი. 2005 წლიდან 2017 წლამდე ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოა მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2017 წლიდან აღმასრულებელი ორგანოს სახელწოდებაა მუნიციპალიტეტის მერია, ხელმძღვანელობს ხაშურის მერი.
 
====ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები====
{{შიდა ქართლი}}
{{ხაშურის მუნიციპალიტეტი}}
 
[[კატეგორია:ხაშურის მუნიციპალიტეტი|*]]
[[კატეგორია:საქართველოს მუნიციპალიტეტები]]