სულეიმან I: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
[[1538]] წელს, სულეიმანის ბრძანებით, ოსმალეთის ფლოტმა სცადა გაეძარცვა [[პორტუგალია|პორტუგალიური]] გემები [[პაკისტანი]]სა და [[ინდოეთი]]ს დასავლეთ სანაპიროზე. ამ მცდელობამ შედეგი არ გამოიღო, თუმცა [[ადენი|ადენში]] დაბრუნების შემდეგ ოსმალეთმა კონტროლი დაამყარა სრულიად [[იემენი|იემენზე]].<ref name="Kour">[http://books.google.com/books?id=KrsmNygcbNgC&pg=PA2 ''The history of Aden, 1839–72'' by Zaka Hanna Kour p.2]</ref> ამავე წლის [[სექტემბერი|სექტემბერში]] ოსმალეთმა ალყა შემოარტყა [[ინდოეთი]]ს ქალაქ [[დიუ]]ს, მაგრამ ამ შემთხვევაში მათ გამარჯვება ვერ მოიპოვეს.<ref>''An economic and social history of the Ottoman Empire'' by Halil İnalcik p.326 [http://books.google.com/books?id=Ovg_RQlklU4C&pg=PA326]</ref>
 
ოკეანეში პირველი კამპანია ოსმალეთის გამარჯვებით დასრულდა. კამპანიის შემდეგ, [[პორტუგალია]]მ მალევე დაიწყო მოქმედებები. პორტუგალიის გემებმა დაიკავეს [[ადენი]] და ალყა შემოარტყეს [[ჯიდა]]ს. მათ მიზანს [[წითელი ზღვა|წითელ ზღვაში]] შეღწევა წარმოადგენდა. [[1548]] წელს ოსმალეთის ფლოტმა [[ფირი-რეისი]]ს მეთაურობით მეორე კამპანია წამოიწყო. ფლოტმა [[1549]] წელს [[ადენი]] დაიბრუნა, რითაც [[წითელი ზღვა|წითელი ზღვის]] უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყო. [[1552]] წელს ფირი-რეისმა განაგრძო კამპანია. მისი მიზანი იყო [[სპარსეთის ყურე]]ში შეღწევა. ფლოტმა გზად დაიკავა ქალაქი [[მასკატი]], ჰქონდა ჰორმუზის აღების მცდელობაც, მაგრამ უშედეგოდ. დაპყრობილ იქნა ბაჰრეინის კუნძული, [[ყატარი]]. ფლოტი უკვე უახლოვდებოდა პორტუგალიის ფლოტს, მაგრამ [[ბასრა]]ში ფირი-რეისმა უკან დახევა დაიწყო. იგი [[სუეცის არხისუეცი|სუეცის არხშისუეცში]] მხოლოდ ორი გალერით დაბრუნდა.
 
[[წითელი ზღვა|წითელ ზღვაზე]] დამყარებული მკაცრი კონტროლის შედეგად, ოსმალეთმა მოახერხა ეკონტროლებინა [[ინდოეთი]]ს სავაჭრო მარშრუტები.<ref>''History of the Ottoman Empire and modern Turkey'' by Ezel Kural Shaw p.107 [http://books.google.com/books?id=UVmsI0P9RDUC&pg=PA107]</ref> [[ინდოეთის ოკეანე]]ზე კონტროლის გამყარებამ კი ოსმალეთს საშუალება მისცა [[1552]] წელს ალყა შემოერტყა [[ომანი]]ს დედაქალაქ [[მასკატი]]სთვის. ეს ალყა წარმატებულად დასრულდა და ომანის დედაქალაქიც ოსმალეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა.