საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
- "8_daviti_devdariani.jpg". ფაილი წაიშალა Commons-იდან მომხმარებელ Ruthven-ს მიერ. მიზეზი: per [[:c:Commons:Deletion requests/File:8 daviti devdariani...
ხაზი 158:
კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ 1963 წლის 26 აგვისტოს ქართული ეკლესიის მღვდელმთავართა თანამწირველობით არქიმანდრიტი ილია (შიოლაშვილ-ღუდუშაური) ეპისკოპოსის ხარისხში აიყვანა და ბათუმ-შემოქმედის ეპარქიაში განაწესა. პატრიარქის დიდი მცდელობის შედეგად 1963 წლის 14 ოქტომბერს [[მცხეთა|მცხეთაში]] გაიხსნა ორწლიანი სამოძღვრო კურსები, რომელიც [[გაბრიელი (ქიქოძე)|გაბრიელ ეპისკოპოსის]] სახელს ატარებდა. სამოძღვრო კურსების პირველ რექტორად დაინიშნა ეპისკოპოსი ილია შიოლაშვილი. სასულიერო სასწავლებლის გახსნა მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში. რექტორის მოწადინებით სასწავლებელში მიიწვიეს საუკეთესო სპეციალისტები. სასწავლებელი მიზნად ისახავდა ახალგაზრდების მომზადებას საქართველოს ეკლესიაში ღვთისმსახურებისათვის. რამდენიმე წლის შემდეგ ორწლიანი სამოძღვრო კურსები გადაკეთდა სამწლიან სასულიერო სემინარიად, რომელიც [[ანდრია მოციქული|ანდრია პირველწოდებულის]] სახელს ატარებდა. სემინარიას, გარდა პრაქტიკული მოღვაწეობისათვის საჭირო ცოდნისა, მომავალი სასულიერო პირებისათვის უნდა მიეცა გარკვეული განათლება ღვთისმეტყველებაში. მცხეთის სასულიერო სემინარიამ ეს მისია კარგად შეასრულა. უწმინდესი ეფრემ II-ის ღვაწლითა და ლოცვა-კურთხევით 1963 წელს საქართველოს საპატრიარქომ გამოსცა „[[ახალი აღთქმა]]”, პერიოდულად იბეჭდებოდა საეკლესიო კალენდარიც. კათოლიკოს-პატრიარქმა ეფრემ II-მ საბჭოური სისტემის პირობებში, როცა ეკლესიას ყოველმხრივ ავიწროებდნენ, მაქსიმუმის გაკეთება შეძლო. იგი 1972 წელს გარდაიცვალა.
 
 
[[ფაილი:8 daviti devdariani.jpg|მინიატიურა|მარცხნივ|საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი [[დავით V (დევდარიანი)|დავით V დევდარიანი]]]]
'''[[საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთერთმეტე ადგილობრივი კრება|მეთერთმეტე საეკლესიო კრება]]''' შედგა თბილისში, 1972 წლის 2 ივლისს, რომელსაც ესწრებოდა 58 დელეგატი. კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა ურბნელი მიტროპოლიტი [[დავით V (დევდარიანი)|დავით V დევდარიანი]]. საქართველოს ეკლესიაში წლების განმავლობაში გროვდებოდა მრავალი პრობლემა. ამ პრობლემების გადაჭრა საბჭოური მმართველობის პირობებში თითქმის შეუძლებელი იყო. მძიმე ვითარება შეიქმნა არა მხოლოდ დედაქალაქში, სადაც [[მეტეხის ღვთისმშობლის შობის ტაძარი|მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარში]] ახალგაზრდული თეატრი იყო, წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში ფოლკლორული საღამოები იმართებოდა, [[ანჩისხატი]] კი მოქანდაკის სახელოსნოდ იყო გადაქცეული, არამედ ეპარქიებშიც. ფორმალურად მოქმედი 15 ეპარქიიდან პრაქტიკულად მოქმედი იყო 4, რომელსაც თავისი მღვდელმთავრები ჰყავდა. ბოდბელი ეპისკოპოსი წინამძღვრად იყო თბილისის სამების ეკლესიაში, მანგლელი - [[დიდუბის ღვთისმშობლის ეკლესია|დიდუბის ეკლესიაში]], თეთრიწყაროელი - თბილისის ალექსანდრე ნეველის სახელობის ეკლესიაში. მდგომარეობას ისიც ართულებდა, რომ მღვდელმთავართა უმრავლესობა ხანდაზმული იყო.