ფარსადან გორგიჯანიძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ფარსადან გორგიჯანიძე''' (''გიორგიჯანიძე'') (* 1626 ― † 1696 ახლო ხა...
 
ლიტერატურა
ხაზი 1:
'''ფარსადან გორგიჯანიძე''' (''გიორგიჯანიძე'') (*დ. [[1626]] ― გ. [[1696]] ახლო ხანა), [[ქართველები|ქართველი]] პოლიტიკური მოღვაწე, ისტორიკოსი.
 
==ბიოგრაფია==
აღიზარდა ქართლის მეფის როსტომის[[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომ]]ის კარზე. ახალგაზრდობაში რამდენჯერმე გაგყავნესგაგზავნეს ირანში (ყაზვინი, გილანი) სხვადასხვა დავალებით. [[1656]] წელს როსტომმა, რომელიც შაჰის[[შაჰი]]ს მიერ იაპაანის[[ისპაანი]]ს ტარუღად ([[მოურავი|მოურავად]]) იყო დანიშნული, გორგიჯანიძე თავის ნაცვლად გაგზავნს ირანის დედაქალაქში. შაჰმა მხოლოდ გამაჰმადიანების შემდეგ დართო ნება გორგიჯანიძეს შესდგომოდა ისპაანის მოურავის მოვალეობის შესრულებას. 40 წლის განმავლობაში იმყოფებოდა იგი [[აბას II]]-ისა და სულეიმანის კარის სამსახურში. ცნობილია გორგიჯანიძის თხზულება "საქართველოს ისტორია", რომელიც მას 1696 წელს დაუმთავრებია. მასში აღწერილია საქართველოს ისტორია გაქრისტიანების დროიდან XVII საუკუნის მიწურულამდე. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს XVI-XVII საუკუნეების ისტორიის მომცველ ნაწილს, როგორც პირველხარისხოვან წყაროს. ნაშრომი უფრო ადრინდელი პერიოდის ამბების გადმოცემაშიც ბევრგან აზუსტებს და ავსებს ქართულ წყაროებს ("ისტორიანი და აზმანი...", "ჟამთააღმწერელი") და, ამდენად, მნიშვნელობა ენიჭება "ქართლის ცხოვრების" მეცნიერული ტექსტის დადგენისთვისაც. გარდა ქართულისა, გორგიჯანიძე სარგებლობდა სპარსული და სომხური წყაროებით. განსაკუთრებით უხვად იყენებდა სპარსელი ისტორიკოსის ისქამდერ მუნშის ნაშრომს.
 
გორგიჯანიძეს კარგად აქვს დანახული მისი დროის ირანის, საქართველოს და მეზობელი ქვეყნების ფეოდალური საზოგადოების მანკიერი მხარეები, ცდილობს ისტორიული მოვლენათა მიზეზების ახსნას და ხშირად სწორ დასკვნებს იძლევა, გორგიჯანიძეს თხზულება მნიშვნელოვან ცნობებს შეიცავს ირანის, ოსმალეთის, აზერბაიჯანის და სომხეთის ისტორიისათვის. გორგიჯანიძე სუსტად ფლობდა ლიტერატურულ ქართულ ენას, წერდა ხალხური კილოთი. გორგიჯანიძეს ეკუთვნის აგრეთვე "ჯამი-აბასის" (მუსლიმანთა სამართლის წიგნი) ქართული თარგმანი და სხვა. ჩვენამდე მოუღწევია გორგიჯანიძის ქართულ-არაბულ-სპარსულ ლექსიკონს, იგი ერთ-ერთი უძველესი ქართულ-უცხოენოვანი ლექსიკონია.
 
==ლიტერატურა==
{{ქსე}}
*''გვრიტიშვილი დ.,'' ნარკვევები საქართველოს ისტორიიდან ტ. 3, თბ., 1968;
*''კიკნაძე რ.,'' ფარსადან გორგიჯანიძე და "ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი", თბ., 1975;
*საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973;
*''ჯავახიშვილი ივ.,'' ისტორიის მიზანი, წყაროები და და მეთოდები წინათ და ეხლა, წგნ. 1 - ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1945;
*''ჯანაშვილი მ.,'' ფარსადან გორგიჯანიძე და მისნი შრომანი, ტფ., 1896;
*''გუჩუა ვ.,'' ქსე, ტ. 3, გვ. 223, თბ., 1978