დიმიტრი უზნაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მეცნიერი}}
'''დიმიტრი ნიკოლოზის ძე უზნაძე''' (დ. [[21 დეკემბერი|20 დეკემბერიიანვარი]], [[1886|18851887]] / (ძვ. სტ.1886 7 20 დეკემბერი)]], სოფელი [[ქვედა საქარა]], ამჟამად [[ზესტაფონის მუნიციპალიტეტი]] — გ. [[9 ოქტომბერი]], [[1950]], [[თბილისი]]) — [[ქართველები|ქართველი]] ფსიქოლოგი, ფილოსოფოსი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწე, ფსიქოლოგიის ქართული სამეცნიერო სკოლის დამფუძნებელი, [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის]] (თსუ) ერთ-ერთი დამფუძნებელი ([[1918]]), [[საქართველოს მეცნიერებათა აკადემია|საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის]] ერთ-ერთი დამფუძნებელი და პირველი შემადგენლობის აკადემიკოსი ([[1941]]), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე ([[1946]]), ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ([[1935]]), პროფესორი ([[1918]]).
 
==ბიოგრაფია==
[[1904]] წელს დაამთავრა [[ქუთაისის ქართული სათავადაზნაურო გიმნაზია]], ხოლო [[1909]] წელს [[ლაიფციგის უნივერსიტეტი|ლაიფციგის უნივერსიტეტის]] ფილოსოფიის ფაკულტეტი. იმავე წელს ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი დაიცვა [[ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტი|ჰალე-ვიტენბერგის უნივერსიტეტში]] ([[გერმანია]]). ეს ნაშრომი ეძღვნებოდა ვ.სოლოვიოვის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას და წარმოადგენდა ამ საკითხზე დაცულ პირველ სადისერტაციო ნაშრომს. [[1913]] წელს უზნაძემ ექსტერნის წესით დაასრულა [[ხარკოვი|ხარკოვის]] უნივერსიტეტის ([[უკრაინა]]) ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი ისტორიის განხრით.
 
[[1909]]-[[1918]] წლებში უზნაძე მსოფლიო ისტორიას ასწავლიდა ქუთაისის ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში. [[1917]] წელს მან ქუთაისში გამოსცა მსოფლიო ისტორიის პირველი ქართული სახელმძღვანელო. [[1917]]-[[1918]] წლებში იყო ''თბილისის ქართული უნივერსიტეტის დამფუძნებელი საზოგადოების'' წევრი. [[1918]] წელს [[ივანე ჯავახიშვილი|ივანე ჯავახიშვილთან]] და სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეებთან ერთად აფუძნებს [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი|თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს]]. [[1918]]-[[1950]] წლებში იყო ამ უნივერსიტეტის პროფესორი და მის მიერვე დაარსებული ფსიქოლოგიის კათედრის გამგე იყ. [[1935]] წელს მას დისერტაციის დაუცველად მიენიჭა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის სამეცნიერო ხარისხი.
 
[[1941]] წელს მისი თაოსნობით შეიქმნა საქართველოში ფსიქოლოგიის დარგის პირველი სამეცნიერო დაწესებულება - საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ფსიქოლოგიის სექტორი, რომელიც [[1943]] წელს გარდაიქმნა ფსიქოლოგიის ინსტიტუტად. როგორც სექტორის, ისე ინსტიტუტის დირექტორი იყო დიმიტრი უზნაძე. დღეს ეს ინსტიტუტი, რომელიც ფართოდ არის ცნობილი მთელ მსოფლიოში, მის სახელს ატარებს. [[1933]]-[[1942]] წლებში უზნაძე იყო ქუთაისის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის (ამჟამად [[ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]) ფსიქოლოგიის კათედრის პირველი გამგე.
 
უზნაძის სამეცნიერო შრომები (რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც ქართულ, ისე გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ ენებზე) ეძღვნება ფსიქოლოგიის, ფილოსოფიისა და პედაგოგიკის საკვანძო საკითხებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი თაოსნობით შექმნილი "[[განწყობის თეორია]]", რომელიც სამართლიანად ითვლება თანამედროვე ფსიქოლოგიის ერთ-ერთ უმთავრეს მონაპოვრად. საკმარისია აღინიშნოს, რომ მეცნიერის გარდაცვალების შემდეგ [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]] ინგლისურ ენაზე გამოიცა მისი ფუძემდებლური მონოგრაფია "განწყობის ფსიქოლოგია" (D.N. Uznadze, "The Psychology of Set", New York, 1966). ამ მიმართულებით ინტენსიურ კვლევა-ძიებას საფუძველი ჩაეყარა [[1923]] წელს, როდესაც თსუ-ის პერიოდულ სამეცნიერო გამოცემაში "ჩვენი მეცნიერება" (N 1) გამოქვეყნდა დ. უზნაძის სტატია. ჯერ კიდევ [[1939]] წელს [[სკანდინავია|სკანდინავიაში]] გამომავალ ავტორიტეტულ საერთაშორისო ჟურნალში "Acta Psychologica" გამოქვეყნდა განწყობის ფსიქოლოგიისადმი მიძღვნილი მისი ვრცელი ნაშრომი. სწორედ ამ დროიდან ქართველი მეცნიერის სამეცნიერო მოღვაწეობა მოექცა მსოფლიოს ფსიქოლოგთა ყურადღების ცენტრში. ამდენად, დღეს დიმიტრი უზნაძე სამართლიანად ითვლება განწყობის ფსიქოლოგიის მამამთავრად. გარდა ამისა, უზნაძე ითვლება ექსპერიმენტული პედაგოგიკისა და პედაგოგიკის ფსიქოლოგიის ფუძემდებლად საქართველოში. ჯერ კიდევ [[1912]] წელს მან გამოსცა "ექსპერიმენტული პედაგოგიკის შესავალი", რითაც სათავე დაუდო ჩვენში ამ მიმართულებას.
 
აღსანიშნავია, რომ დიმიტრი უზნაძე აქტიურად მონაწილეობდა [[1910]]-იანი წლების საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იგი იყო ''საქართველოს სოციალ-ფერედალისტთა პარტიის'' თვალსაჩინო მოღვაწე, [[1917]]-[[1919]] წლებში კი [[საქართველოს ეროვნული საბჭო|საქართველოს ეროვნული საბჭოს]] წევრი. [[1918]] წლის [[26 მაისი|26 მაისს]], ეროვნული საბჭოს საგანგებო სხდომაზე, მან ხელი მოაწერა ''"საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს"''.
 
დიმიტრი უზნაძე გარდაიცვალა [[1950]] წელს, 63 წლის ასაკში. დაკრძალულია თსუ-ის ბაღში.
ხაზი 23:
მნიშვნელოვანია, რომ თამაშის საშუალებით ხდება იმ ძალების და შესაძლებლობების განვითარება, რომელიც შემდგომში სერიოზული საქმიანობის განხორციელების საფუძველი ხდება. სასკოლო ასაკში, მიუხედავად იმისა, რომ ბავშვის ცხოვრებაში [[სწავლა]] დიდ ადგილს იკავებს, არანაკლები დრო ეთმობა თამაშს, განსაკუთრებით კი ფიზიკურ თამაშებს. ამასთან, სკოლის ასაკის ბავშვების თამაში სპეციფიკურ სახეს იძენს. ბავშვი მარტო აღარ თამაშობს. მას აუცილებლად ჰყავს პარტნიორი და, ამასთან, მისი თამაში მიზანდასახული ქცევების ფორმად იქცევა, რომელიც საკუთარი ძალების გამოცდის, თანატოლებთან შეჯიბრის ხასიათს იძენს. მიუხედავად იმისა, რომ ამ ქცევითაც არანაირი პროდუქტი არ იქმნება, მისი მიზანი თვითგანვითარება, საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების გამოცდაა. სწორედ ამიტომ, მოზარდი ზოგჯერ მარტოც მიმართავს საკუთარი [[მოტორული აპარატი]]ს ამოქმედებას. იგი თითქოს თავის თავს ეჯიბრება და ცდილობს სულ უფრო და უფრო დახვეწილი და ძლიერი მოძრაობები შეასრულოს.
 
ამგვარად, ამ ასაკში თამაში მოძრაობათა განვითარების, გაუმჯობესებისა და დახვეწის მიზანს ემსახურება და იგი შეჯიბრის პირობებში ხორციელდება, რომელიც გულისხმობს გარკვეული წესებისა და პირობების დაცვას. შედეგად, მოზარდი “ფიზიკური„ფიზიკური თამაშის”თამაშის“ გზით გაითავისებს [[საზოგადოება]]ში არსებულ, გარკვეულ წესებს და ნორმებს, რაც ეხმარება მას პიროვნებათშორისი ურთიერთობებისა და [[ჯგუფური მუშაობა|ჯგუფური მუშაობის]] [[უნარი|უნარების]] განვითარებაში.
 
დ. უზნაძის მიხედვით, [[სწავლა]] ადრეული ბავშვობიდან იწყება, მაგრამ დასრულებულ შინაარსს სწავლა სკოლის გარემოში იძენს. ამ პერიოდში სწავლა ქცევის ძირითად ფორმად იქცევა. სწავლა არა მხოლოდ რაიმე [[ცოდნის შეძენა]]ს გულისხმობს, არამედ შესაძლებლობების შეძენასაც, უნარების განვითარებასაც. სწორედ ამიტომ, სწავლის პროცესში არა მხოლოდ კონკრეტული ცოდნის ან ჩვევის დაუფლება ხდება, არამედ მოსწავლის იმ უნარებისა და შესაძლებლობების (“ძალების”) განვითარებაც, რომლებიც სწავლის პროცესში მონაწილეობენ. უფრო მეტიც, უზნაძის აზრით, სწავლაში ძირითადი სწორედ ამ [[უნარი|უნარებისა]] და შესაძლებლობების განვითარებაა. თუმცა, თამაშისგან განსხვავებით, სწავლის პროცესში ბავშვის ძალების აქტივაცია უფროსის (მასწავლებლის) მიერ მიწოდებული მასალის საფუძველზე ხორციელდება და, ამ მხრივ, [[სწავლა]] [[ქცევა|ქცევის]] გარდამავალი ფორმაა თამაშსა და შრომას შორის.
 
სასკოლო გარემოში სწავლა გარკვეულ სასწავლო მასალასთან ერთად აუცილებლად მასწავლებელსაც გულისხმობს, კერძოდ კი მის მონაწილეობას სწავლის პროცესში. მასწავლებლის ფუნქცია მასალის უბრალოდ მიწოდება და გამოკითხვა კი არ არის, არამედ - სწავლება. [[მასწავლებელი]] ასწავლის [[მოსწავლე]]ს, რისთვისაც სასწავლო მასალას მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით გარდაქმნის და ისე აწოდებს მას. მასალა, ერთი მხრივ, მოსწავლის ცოდნისა და უნარების (“ძალთა”„ძალთა“) აქტუალური დონის შესატყვისი უნდა იყოს, მეორე მხრივ, კი - მისგან გარკვეულწილად დაშორებული, რათა ხელი შეუწყოს განვითარებას. მასწავლებლის ფუნქცია სწორედ ამ პირობების რეალიზაციაა: მოსწავლისათვის ახალი მასალის
მისაწვდომად გადაცემა, “ახსნა„ახსნა“. “ახსნა„ახსნა კი უცნობის ნაცნობზე, ახლის ძველზე დაყვანასა და სწორედ ამით ნაცნობისა და ძველის უფრო მაღალ საფეხურზე აყვანას ნიშნავს.” ამგვარად, მოსწავლის განვითარების პროცესში მასწავლებელი შუამავალია მასალასა და მოსწავლეს (მის “ძალებს”„ძალებს“) შორის. ახსნის შედეგად მანამდე პრაქტიკულად მოცემული გარკვეული [[ფაქტი]] ბავშვისთვის დაკვირვების ობიექტად იქცევა, მისი [[ცნობიერება|ცნობიერებისთვის]] ხდება მისწავდომი. რაიმე [[ფაქტი]], [[მოვლენა]] თუ [[საგანი]] სწავლის შედეგად ბავშვისთვის არა მხოლოდ პრაქტიკულად მოცემულად არსებობს, არამედ [[ცნობიერება]]შიც ინახება [[ცნება]]თა სახით.
 
ამრიგად, უზნაძის მიხედვით, სწავლის ძირითადი არსი ახსნაში და ამ გზით, მოვლენათა, ფაქტთა და საგანთა ცნობიერებაში ასახვასა და მოზარდის ცნებითი აზროვნების განვითარებაში მდგომარეობს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიმიტრი_უზნაძე“-დან