ევერესტი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ვიკისაწყობი = Mount Everest
}}
'''ევერესტი''' (აგრეთვე ცნობილი როგორც '''ჩომოლუგმა''', '''ჯომოლუნგმა''', '''საგარმათხა''') — დედამიწის უმაღლესი წერტილი. სიმაღლე 8848 მ. მდებარეობს [[ჰიმალაი]]ში, [[ნეპალი]]სა და [[ჩინეთი]]ს [[საზღვარი (სახელმწიფო)|საზღვარზე]]. საფუძველი აგებულია კამბრიულისწინა [[გნაისი|გნაისებითა]] და [[გრანატები]]თ, 7000 [[მეტრი]]ს ზევით — [[მეზოზოური ჯგუფი|მეზოზოური]] კრისტალური ფიქლებითა და კირვებით. მასივიდან ყველა მხარეს ეშვება [[მყინვარი|მყინვარები]], რომელთა ბოლოები 5000 მეტრ სიმაღლეზე მდებარეობენ. ევერესტს [[პირამიდა|პირამიდის]] ფორმა აქვს, [[სამხრეთი]] კალთა უფრო ციცაბოა, [[თოვლი]] და [[ფირნი]] არ ჩერდება და გაშიშვლებულია. ევერესტი პირველად დაიპყრეს [[1953]] წლის [[29 მაისი|29 მაისს]] ჯ. ჰანტის ინგლისელი ექსპედიციის წევრებმა: [[თენცინგ ნორგეი]]მ და [[ედმუნდ ჰილარი]]მ. [[1982]] წლის [[4 მაისი|4 მაისს]] ევერესტს დაულაშქრავი მარშრუტით მიაღწიეს [[სსრკ|საბჭოთა]] [[ალპინიზმი|ალპინისტებმა]] ვ.ვლადიმერ ბალიბერდინმა და ე.ედუარდ მისლოვსკიმ, იმავე ღამით (რაც უნიკალური შემთხვევაა ჯომოლუნგმაზე ასვლის ისტორიაში) მწვერვალი დალაშქრეს ს.სერგეი ბერშოვმა და მ.მიხეილ ტურკევიჩმა.
 
სახელის დარქმევა ერთგვარი პრობლემა გახდა. კანდიდატებს შორის ბევრი ადგილობრივი სახელი იყო, ერთ–ერთიერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მრავალსაუკუნოვანი ასეთი სახელი ტიბეტში იყო ჯომოლუნგმა. მოხსენება ამის თაობაზე, [[1733]] წელს პარიზში ფრანგმა გეოგრაფმა ანვილმა გამოაქვეყნა. ნეპალში კი ამ მთას დღემდე საგარმათხას ეძახიან. ბოლოს [[ენდრიუ ვო]]მ განაცხადა, რომ ადგილობრივი სახელების სიმრავლე გაართულებდა მათ შორის ერთ-ერთის არჩევას, ამიტომ [[ჯორჯ ევერესტი]]ს პატივსაცემად წარადგინა ევერესტის სახელწოდება. საგულისხმოა, რომ მთის ზუსტი სიმაღლე სწორედ ევერესტმა განსაზღვრა.
 
== იხილეთ აგრეთვე ==