არჩილი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
{{ციტირება|მიქაელ სრულიად ზემოისა და ქვემოისა ივერიისა კათოლიკოს-პატრიარხისაგან მისისა მცირის მოთხრობისაგან, რომელიცა სცხოვრობდა ქრისტესით ას-წლეულსა შინა მეშვიდესა საუკუნესა, ჟამსა სრულიად ყოვლისა ივერიისა მპყრობელისა მეფისა არჩილ მეორისა ხოსრიანისა. ესე მიქაილ კათოლიკოსი იყო სჯულის-მდებელიცა.|||თეიმურაზ ბატონიშვილი, „დაწყებითგან ივერიისა, ესე იგი გეორგიისა, რომელ არს სრულიად საქართველოჲსა“, 1848, გვ. 26}}
 
გამეფდა ძმა მისი არჩილ; ხოლო მისცა ერთი ასული მირ მეფისა გუარამ კურაპალატის მამის ძმის-წულის ძესა და სხუანი ერისთავთა ქართლისათა, ვითარცა ემცნო მირ მეფესა; არამედ ლეონ ევედრა, რათა მისცეს მასცა ასული მირისა და ჰყოს საუკუნოს მორჩილება-მსახურებასა შინა; მისცა მასცა და გჳრგჳნი წარმოგზავნილი კეისრისა კეთილსტუმრებისა მსახურებისა და საუკუნოდ მორჩილებისათჳს. შემდგომად წარმოვიდა და განაგო ეგრისი, რამეთუ მოსლვასა ყრუსასა არა დაშთა შენებული ივერიასა შინა. კუალად გარდმოვიდა ნაციხარს ჴიდრისასა; მუნ მოვიდა მისთანა ადარნასე ბაგრატოვანი, ძმისწული ადარნასე ბრმისა, ითხოვა ყმობა მკჳდრობისა და მისცა არჩილ შულავერი და არტანი; შემდგომად მოვიდა კახეთს და მიუბოძა ტაძრეულთა თჳსთა კახეთი და აზნაურ ჰყვნა; მერმე შეირთო ცოლად ასული ძეთა გუარამ კურაპალატისაგანთა, რომელი იყო შვილთა ასულთაგან ვახტანგ გორგასლისათა. კუალად ეპყრა საერისთვოდ თუში და ხუნძახი და მთისა წარმართნი აბუხოსროს, და არა ინება არჩილ წუქეთიცა მისდა, ვინაჲთგან ჰპოვა წუქეთს მთავარი, რომლისათჳს მიებოძა ვახტანგს წუქეთი. კუალად მოესრა ნოხპატელთა სიმრავლე ყრუსა და არჩილ ნათელ-სცა მათ იძულებით. შემდგომად მოიყვანნა ძმისწულნი ადარნასეს ბრმისანი და დასხნა შაკიხათ და დაემკჳდრნენ იგინი გულგულადმდე და მისცა ქურივი აბუხოსროსი და წუქეთი ციხე ქარითურთ. ამასვე ჟამსა პატიახშნი, რომელნი არა შეუშუნეს კლარჯეთს, წარვიდნენ ნახევარნი ტაოს და აღაშენეს ციხე კალმახი და დაიპყრეს იგი მათ. ხოლო ეშვა არჩილს ძენი ორნი იოანე და ჯუანშერ და ასულნი ოთხნი. შემდგომად ორმოცდაათი წლის გარდასლვისა თუმცა იყო მშჳდობა, გარნა არა მოგებულ იყო კუალსავე თჳსსა გიორგია, რამეთუ განერყვნა ყრუსა, თუმცა განვლო წელიწადმან მრავალმან. მაშინ მოვიდა ნათესავი მაჰმადისა ჭუმჭუმასიმ და ვერვინ წინააღუდგა, შემოვიდა, შემუსრა ქართლი და იწყო შესლვად კახეთად (ამისაგან იყო შიში დიდი მეფეთა და მთავართა ზედა) ქრისტესა 718, ქართულსა 450. ხოლო არჩილ განიზრახა მისლვად მისთანა და დადვა სული დაცვისათჳს ქუეყანისა. მისრულსა არჩილს მოეგება ასიმ და შეიყუარა ახოვანებისა და შუენიერებისათჳს და პატივ-სცა ფრიად; შემდგომად აიძულებდა დატევებად ქრისტესა, არამედ არჩილ აღირჩია სუფევა საუკუნო წარმავალისაგან და იწამა გუემითა და ტანჯვითა; შემდგომად აღესრულა წარკუეთითა თავისათა და აწ იხარებს წინაშე ქრისტესა; ხოლო ასიმ უკუნიქცა და წარვიდა ამის მყოფელი.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532/ ვახუშტის „საქართველოს ისტორია“]</ref>
 
[http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/68532/ ვახუშტის „საქართველოს ისტორია“]
 
==მოღვაწეობის პერიოდი==