ალი ფუატ ჯებესოი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB
(ახალი გვერდი: thumb| '''ალი ფუატ ჯებესოი''' ({{lang-tr|Ali Fuat Cebesoy}} დ. 1882 — გ. 1968) — წ...)
 
(clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB)
[[File:Ali Fuat Cebesoy.jpg|thumb|]]
'''ალი ფუატ ჯებესოი''' ({{lang-tr|Ali Fuat Cebesoy}} დ. [[1882]] — გ. [[1968]]) — წარმოშობით [[ჩერქეზები|ჩერქეზი]] [[თურქები|თურქი]] სამხედრო მოღვაწე, ბალკანეთის და პირველი მსოფლიო ომების აქტიური მონაწილე,
 
==ბიორგაფია==
1905 დაამთავრა სტამბულისსტამბოლის სამხედრო აკადემია, მიიღო შტაბის კაპიტნის ჩინი და დაინიშნა [[ბეირუთი|ბეირუთში]] დისლოცირებული მე-5 არმიის 28-ე საკავალერიო პოლკის მეთაურის მოადგილედ. 1908 წლიდან „ახალგაზრდა თურქთა“ „ერთიანობის და პროგრესის“ პარტიის წევრია. 1909 წლიდან ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ატაშეა [[იტალია]]ში. 1911 წლის არის 1-ლი საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. [[ბალკანეთის ომი|ბალკანეთის ომში]] იყო 23-ე დივიზიის მეთაურის მოადგილე. 1914 წლის 15 იანვრიდან მე-8 საარმიო კორპუსის შტაბის უფროსი. იმავე წლის აპრილიდან 25-ე დივიზიის მეთაური და ვიცე-პოლკოვნიკი. 1916 წლის 20 იანვრიდან მე-14 დივიზიის მეთაური. იმავე წლის 30 სექტემბრიდან მე-2 არმიის შტაბის უფროსი და პოლკოვნიკი. 1917 წლის იამვრიდან სინა-პალესტინის ფრონტის სარდლის მოადგილე, შემდეგ მე-20 კორპუსის სარდალი. აქვე იღებს გენერლის — ფაშას ჩინს. [[მუდროსის დროებითი ზავი]]ს დადების შემდეგ მიემხრო გენერალ [[მუსტაფა ქემალი]]ს მიერ [[ანატოლია]]ში დაწყებული წინააღმდეგობის მოძრაობას. იყო დამოუკიდებლობის ომის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. 1920 წელს იყო ბერძნული საოკუპაციო ჯარების წინააღმდეგ მებრძოლი ქემალისტური ჯარების დასავლეთის ფრონტის სარდალი. 1921 წლიდან იყო მოსკოვში წარგზავნილი თურქეთის დიდი ეროვნული კრების სამთავრობო დელეგაციის ხელმძღვანელი. იყო 1921 წლის 16 მარტს თურქეთსა და საბჭოთა რუსეთს შორის დადებული მოსკოვის ხელშეკრულების ერთ-ერთი ავტორი და ხელმომწერი, შემდეგ ანკარის მთავრობის პირველი ელჩი საბჭოთა რუსეთში. 1923 წლიდან იყო დიდი ეროვნული კრების რიგით მეორე სპიკერი. 1924 წლიდან გახდა „პროგრესული რესპუბლიკური პარტიის“ გენერალური მდივანი. მალე თანამოაზრეებთან ერთად ოპოზიციაში ჩაუდგა მუსტაფა ქემალს. ოპოზიციური საქმიანობისთვის დააპატიმრეს და სასჯელს იხდიდა 1931 წლამდე. პატიმრობიდან გათავისუფლებისა და რეაბილიტაციის შემდეგ დაუბრუნდა პოლიტიკას. 1939 წლამდე იყო [[თურქეთის პარლამენტი]]ს დეპუტატი [[კონია]]დან და [[ესკეშეჰირი]]დან. 1939-43 წლებში იყო რესპუბლიკის შრომის მინიტრი, ხოლო 1943-46 წლებში ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის მინიტრი. შემდეგ ისევ პარლამენტის დეპუტატია. 1960 წელს სამხედრო გადატრიალებაში მონაწილეობის გამო ისევ დააპატიმრეს და პატიმრობის ვადის მოხდის შემდეგ პოლიტიკას თავი დაანება.
 
==ლიტერატურა==