სალომონ შვაიგერი: განსხვავება გადახედვებს შორის
[შემოწმებული ვერსია] | [შემოწმებული ვერსია] |
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary |
მ clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB |
||
ხაზი 5:
== ბიოგრაფია ==
დაიბადა გერმანიის სამხრეთი ნაწილში, ნოტარიუსის ოჯახში. დაწყებითი განათლება მიიღო მახლობელი სოფლების სამონასტრო სკოლებში. 1573 წლიდან სწავლას იწყებს [[ტიუბინგენის უნივერსიტეტი|ტიუბინგენის უნივერსიტეტში]] თეოლოგიისა და [[კლასიკური ფილოლოგია|კლასიკური ფილოლოგიის]] მიმართულებით.
1576 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, მიწვეულ იქნა საელჩოს კაპელანად [[სტამბოლი|
1581 წლიდან მოგზაურობს [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[პალესტინა|პალესტინასა]] და [[სირია|სირიაში]]<ref>Al-Wer, Enam; Jong, Rudolf Erik de; Holes, Clive (31 May 2009). [https://books.google.com/books?id=HZ93Usv6ni4C&pg=PA51 ''Arabic Dialectology: In Honour of Clive Holes on the Occasion of His Sixtieth Birthday'']. BRILL. pp. 51–. <nowiki>ISBN 978-90-04-17212-8</nowiki>. Retrieved 7 April 2012.</ref>, იმყოფებოდა [[იერუსალიმი|იერუსალიმსა]] და [[დამასკი|დამასკოში]], საიდანაც, [[კრეტა|კრეტასა]] და [[ვენეცია|ვენეციის]] გავლით დაბრუნდა სამშობლოში. შეადგინა და 1608 წელს [[ნიურნბერგი|ნიურნბერგში]] გამოსცა თავისი მოგზაურობის ვრცელი აღწერილობა სახელწოდებით „ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში“ (''Newe Reyßbeschreibung auß Teutschland nach Constantinopel und Jerusalem''). ამავე წიგნში სალომონ შვაიგერი იძლევა მოკლე ცნობებს საქართველოს შესახებაც. კერძოდ, ბეჭდავს [[ქართული დამწერლობა|ქართულ ანბანს]] და ლათინური ტრანსკრიფციით ქართულ ენაზე აქვეყნებს პირველი [[ფსალმუნნი|ფსალმუნის]] დასაწყისს<ref>ხინთიბიძე, ელგუჯა, „ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში“, გამომცემლობა „ქართველოლოგი“, თბილისი, 2003 წელი, გვ. 30.
გერმანიაში დაბრუნებისას მსახურობდა პასტორად სოფელ გროცინგერში 1581–1589 წლებში, ხოლო 1589-1605 წლებში ვილჰელმსდორფში, 1605 წლიდან გარდაცვალებამდე - [[ნიურნბერგი|ნიურნბერგში]].
[[ფაილი:Title page - Schweigger Salomon - 1608.jpg|მინი|''ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში,'' სატიტულე გვერდი, 1608 წელი
== ცნობები საქართველოს შესახებ ==
შვაიგერი საქართველოს შესახებ საუბრობს თავის წიგნში „ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში“<ref>Schweigger Salomon, Ein newe Reyßbeschreibung auß Teutschland nach Constantinopel und Jerusalem, 1608, II:VIII, https://books.google.ge/books?id=BWBVAAAAcAAJ&pg=PP8#v=onepage&q&f=false
პოლიტიკური ვითარების მიმოხილვის გარდა, შვაიგერი ბეჭდავს ქართულ ანბანს შესაბამის ლათინურ ტრანსკრიპციითურთ. ეს არის ქართული შრიფტის სტამბური გამოყენების პირველი ნიმუში. [[ქართული ანბანი]] ნუსხა-ხუცური სახისაა: იწყება ქანწილით და მთავრდება [[ჰოე]]-თი. ამასთან, ანბანს ერთვის პირველი [[ფსალმუნი|ფსალმუნის]] ქართული თარგმანის ტრანსკრიფცია შესაბამისი გერმანულენოვანი ტექსტით:
{| class="wikitable"
ხაზი 38:
|დაჯდა.
|
|}
== ყურანის თარგმანი ==
შვაიგერმა შეასრულა [[ყურანი|ყურანის]] პირველი გერმანულენოვანი თარგმანი<ref>[https://books.google.com/books?id=hlbrAAAAMAAJ ''Islamic studies'']. Islamic Research Institute. 1 January 2002. p. 88. Retrieved 8 April2012.</ref>. კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს გაეცნო ანდრეა არივაბენეს იტალიურენოვან თარგმანს, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობოდა [[რობერტ კეტონელი|რობერტ კეტონელისეულ]] მე-12 საუკუნის გადმოენებულ ტექსტს<ref>Abbas Jaffer & Masuma Jaffer (2009). [https://books.google.com/books?id=M374UgkATXkC&pg=PA264 ''Quranic Sciences'']. ICAS Press. p. 264. <nowiki>ISBN 978-1-904063-30-8</nowiki>. Retrieved 8 April 2012.</ref>. სწორედ არივაბენეს თარგმანი დაედო საფუძვლად 1616 წელს ნიურნბერგში გამოცემულ პირველ გერმანულენოვან ყურანს. თავდაპირველად გამოიცა სახელწოდებით: „თურქული ყურანი, რელიგია და ცრურწმენა“ (''Der Türken Alcoran, Religion und Aberglauben''), მეორედ — 1623 წელს, ხოლო 1659 და 1664 წლების გამოცემები ატრიბუციის გარეშეა დატოვებული.
შვაიგერის გამოცემულ ტექსტს დაეყრდნო ყურანის [[ნიდერლანდური ენა|ჰოლანდიური]] თარგმანი, რომელიც 1641 წელს გამოიცა ქალაქ [[ჰამბურგი|ჰამბურგში]].
== იხილეთ აგრეთვე==
ხაზი 57:
{{DEFAULTSORT:შვაიგერი, სალომონ}}
[[კატეგორია:დაბადებული 1551]]
[[კატეგორია:დაბადებული 30 მარტი]]
|