ჰაზალ სუბაში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ (2) using AWB
ხაზი 71:
 
==განათლება==
ჰაზალი ბრწყინვალედ სწავლობდა სკოლაში. არასოდეს უოცნებია მსახიობობაზე, როგორც მომავალ პროფესიაზე. თუმცა ყოველთვის სურდა — ცნობადი სახე გამხდარიყო. ჰაზალს უფრო პრაქტიკული, ცხოვრებისეული პროფესიები იტაცებდა.
 
სკოლის დამთავრების შემდეგ, სწავლობდა [[იზმირი]]ს ეკონომიკის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობისა და რეკლამირების ფაკულტეტზე, რომელიც წარმატებით დაამთავრა.
 
==სამოდელო და სამსახიობო კარიერა==
2015 წელს ჰაზალმა ეროვნული კონკურსის — "მის თურქეთი" შესარჩევი ტური გაიარა და ფინალში გავიდა, სადაც მესამე ადგილი დაიკავა და "ვიცე-მის თურქეთის" ტიტულიც მოიპოვა. სილამაზის კონკურსზე მიღწეული წარმატების შემდეგ, გოგონა [[იზმირი]]დან [[სტამბულისტამბოლი|სტამბულშისტამბოლში]] გადავიდა.
 
ამ მომენტიდან, მისი კარიერა წინ წავიდა. ჰაზალს ზეჰრას როლი ცნობილ სერიალში "ტყუილი". ეს მისთვის, როგორც ამბობს: "სრულიად მოულოდნელი" რამ იყო. როლის ბრწყინვალედ განსახიერებამ ჰაზალს [[მსოფლიო]] მნიშვნელობის აღიარება მოუტანა.
 
ყოველგვარი სამსახიობო განათლების მიღების გარეშე, გოგონა ძალიან პოპულარული გახდა თურქულ [[კინემატოგრაფია]]ში, ხშირად იწვევენ სხვადასხვა პროექტებსა და სატელევიზიო ფორმატებში, ჟურნალისტები სიამოვნებით იღებენ მისგან ინტერვიუს. ჰაზალი გამორჩეულ სილამაზესთან ერთად, ძალიან თავაზიანი და გახსნილად მოსაუბრე [[რესპოდენტი]]ა.
 
თავისი უბრალოებითა და პოზიტიური აურის წყალობით, ჰაზალ სუბაშმა, თაყვანიცმცემელთა დიდი არმია გაიჩინა მსოფლიო მასშტაბით.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჰაზალ_სუბაში“-დან