მაჰმუდ თარზი: განსხვავება გადახედვებს შორის

→‎ბიორგაფია: clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB
(ახალი გვერდი: thumb| '''მაჰმუდ თარზი''' ({{lang-ps|محمود طرزۍ‎}} დ. 1865 — გ. 1933)...)
 
(→‎ბიორგაფია: clean up, replaced: სტამბულ → სტამბოლ using AWB)
 
==ბიორგაფია==
დაიბადა [[პუშტუნები|პუშტუნი]] სარდლის ოჯახში. ანტიმონარქსიტული შეხედულებების გამო ავღანეთიდან გააძევა ამირა აბდურახმანმა. თავი შეაფარა [[ოსმალეთის იმპერია]]ს, სადაც ცხოვრობდა 1901 წლამდე. ამირას გარდაცვალების შემდეგ, 1902 წელს ბრუნდება ავღანეთში და აგრძელებს პუბლიცისტურ და ჟურნალისტურ მოღვაწეობას. 1908 წელს ოსმალეთში მომხდარი [[ახალგაზრდა თურქები]]ს რევოლუციის შემდეგ იზიარებს [[იტიჰადიზმი|იტიჰადისტების]] იდეოლოგიაას. ახლოს იყო ამირა [[ჰაბიბულა]]ს კართან. მისი ქალიშვილი ცოლად მოიყვანა ამირას მემკვიდრე [[ამანულა ხანი|ამანულამ]]. მისი რედაქტორობით დაიწყო გაზეთ „ახალი ამბების“ გამოცემა, რომელიც „[[ახალგაზრდა ავღანელები]]ს“ იდეების პროპაგანდას ეწეოდა. 1919 წელს ხელისუფლებაში მოდის ამანულა ხანი. თარზი იკავებს საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობას. ეს პოსტი მას ეკავა 1919-21 და 1924-27 წლებში. მისი მინისტრობისას [[რსფსრ]]-მ სცნო ავღანეთის დამოუკიდებლობა. 1921 წლის თებერვალში. ხელმძღვანელობდა ავღანეთის სამშვიდობო დელეგაციას 1920 წელს მისურიში და 1921 წელს ქაბულში ბრიტანეთთან მოლაპარაკებებზე. მისი თაოსნობით გაიხსნა ავღანეთის საელჩოები ლონდონში, პარიზსა და ევროპის სხვა ქვეყნებში. 1922-24 წლებში იყო ავღანეთის ელჩი საფრანგეთში. ამანულა ხანის ტახტიდან ჩამოგდების შემდეგ იძულებული იყო ხანის ოჯახთან ერთად დაეტოვებინა ქვეყანა. თავს აფარებდა თურქეთს. გარდაიცვალა 1933 წელს. დაკრძალულია სტამბულშისტამბოლში.
 
==რესურსები ინტერნეტში==