პინკ ფლოიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

clean up, replaced: ჰემპსტედ → ჰამფსტედ (3) using AWB
(clean up, replaced: ჰემპსტედ → ჰამფსტედ (3) using AWB)
 
=== კონტრაქტი EMI-სთან ===
მეისონი ამბობდა: „ფსიქოდელიური მოძრაობა ჩვენს ირგვლივ იყო და არა ჩვენში“.<ref>{{Harvnb|შეფნერი|1991|p=50}}</ref> მიუხედავად ამისა, „The Pink Floyd Sound“ იყო ერთ-ერთი პიონერი [[ფსიქოდელიური როკი|ფსიქოდელიური]] მუსიკით დაინტერესების მხრივ და მუსიკალური ინდუსტრიის მხრიდან ინტერესს იწვევდა.<ref name="Povey 2007 37">{{Harvnb|პოუი|2007|p=37}}</ref> სხვადასხვა ხმისჩამწერ კომპანიასთან კონტაქტის დამყარებისას ჯო ბოიდმა და ბრაიან მორისონმა დასავლეთ ჰემპსტედშიჰამფსტედში, სტუდიაში „Sound Techniques“ ჯგუფს ჩააწერინეს „[[Arnold Layne]]“ და ინსტრუმენტული კომპოზიციის „[[Interstellar Overdrive]]“ ვერსია.<ref name="Povey 2007 37"/> სასექსში გადაღებული იქნა „Arnold Layne“-ის პრომო-ფილმიც. მიუხედავად [[Polydor]]-ის მხრიდან დაინტერესებისა, გაფორმდა კონტრაქტი [[EMI]]-სთან. ჯგუფმა ავანსის სახით 5,000 ფუნტი მიიღო. საგულისხმოა, რომ ბოიდი ამ კონტრაქტის მონაწილე არ ყოფილა.<ref>{{Harvnb|შეფნერი|1991|pp=54–55}}; {{Harvnb|მეისონი|2005|pp=59–63}}</ref>
 
„Arnold Layne“ იქცა პინკ ფლოიდის (არტიკლი „The“ ამოვარდა მათი სახელწოდებიდან [[1967]] წელს) <ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|p=79}}</ref> პირველ სინგლად, რომელიც გამოცემული იქნა [[1967]] წლის [[11 მარტი|11 მარტს]].<ref>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=64–66}}</ref> მასში ნახსენები იყო პიროვნება, რომელიც იპარავდა და იცმევდა ქალის ტანსაცმელს. ასეთი ისტორიის გამო, რამდენიმე რადიოსადგურმა იგი აკრძალა კიდეც. თუმცა, ცნობილია, რომ ბრიტანულ ჩარტში მან მაინც #20 ადგილი დაიკავა.<ref name=Masonpp8485>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=84–85}}</ref> ამ დროისთვის ჯგუფის ოთხივე წევრს მიტოვებული ჰქონდა სწავლა ან სამუშაო. [[Bedford (ფირმა)|Bedford]]-ის ძველი ფურგონი მათ [[Ford Transit]]-ით შეცვალეს<ref>{{Harvnb|მეისონი|2005|p=70}}</ref>, რომლითაც [[1967]] წელს ინგლისი მოიარეს და 200-ზე მეტი კონცერტი გამართეს (წინა წელთან შედარებით 10-ჯერ დიდი რაოდენობით). მათ შეუერთდა ტურ-მენეჯერი [[პიტერ უინ უილსონი]], რომელთანაც ბარეტი მანამდე ერთ ბინაში ცხოვრობდა.<ref>{{Harvnb|შეფნერი|1991|p=28}}</ref> უილსონმა განაახლა მათი განათების სისტემა და დაამატა იმ დროისთვის ნოვატორული ელემენტები - [[სარკე]]ები, გაწელილი [[პრეზერვატივი|პრეზერვატივები]], [[პოლარიზატორი|პოლარიზატორები]] - რითაც კონცერტებზე საინტერესო ვიზუალური ეფექტები იქმნებოდა.<ref>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=78–79}}</ref> შემდეგი სინგლის სახით ჯგუფმა იმავე წლის 16 ივნისს [[See Emily Play]] გამოსცა.<ref name=Masonpp8687>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=86–87}}</ref> მისი საკონცერტო პრემიერა გაიმართა მანამდე, ლონდონში, იმავე წლის მაისში, [[დედოფალ ელისაბედის დარბაზი|დედოფალ ელისაბედის დარბაზში]]<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|p=88}}</ref>, სადაც ჯგუფმა ასევე გამოიყენა დარბაზში ხმის გამანაწილებელი უნიკალური სისტემა [[აზიმუთ კოორდინატორი]]. [[BBC]]-ს გადაცემაში ''Look of the Week'' შედგა მათი მნიშვნელოვანი სატელევიზიო გამოსვლა, სადაც ერუდირებულმა და მიმზიდველმა უოტერსმა და ბარეტმა უპასუხეს წამყვან [[ჰანს კელერი]]ს მკაცრ კითხვებს.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|pp=86–87}}</ref> ახალ სინგლს Arnold Layne-ზე უფრო მნიშვნელოვანი წარმატება ხვდა წილად. 2 კვირის შემდეგ იგი მოხვდა ჩარტის #17 ადგილზე. ის ასევე შესრულდა [[BBC]]-ს გადაცემაში ''[[Top Of The Pops]]'' - თუმცა, ამ გადაცემის ტრადიციების მიხედვით, [[ფონოგრამა|ფონოგრამის]] თანხლებით. მიუხედავად ამისა, სინგლმა ჩარტში #5 პოზიციამდე აიწია და მოთხოვნამ სიმღერაზე იმატა. მაგრამ დაგეგმილი მესამე გამოსვლა გადაცემაში არ შედგა, ვინაიდან ბარეტმა თავად განაცხადა ამაზე უარი.<ref name=Masonpp8687/>
{{მთავარი|A Momentary Lapse of Reason}}
[[ფაილი:Astoria (Péniche).jpg|მარჯვნივ|მინი|ხმისჩამწერი სტუდია ''[[ასტორია (ხმისჩამწერი სტუდია)|ასტორია]]'']]
უოტერსის ალბომის ''Radio K.A.O.S.'' [[1987]] წლის ივნისში გამოცემის პარალელურად, გილმორის ბანაკში მიმდინარეობდა ახალი მუსიკოსების მოზიდვა. [[1986]] წლიდან დევიდი გეგმავდა როჯერის გარეშე პინკ ფლოიდის პირველი დისკის (მომავალში - ''[[A Momentary Lapse of Reason]]'') ჩაწერას. მასალაზე მუშაობდნენ ცნობილი მუსიკოსები, როგორებიც იყვნენ [[ჯონ კერინი]] და [[ფილ მანზანერა]]. სტუდიაში მათ [[ბობ ეზრინი]]ც შეუერთდა.<ref>{{Harvnb|შეფნერი|1991|pp=267–268}}</ref> გილმორს ასევე დაუკავშირდა რიჩარდ რაიტის ახალი მეუღლე. მან შეიტყო ალბომზე მუშაობის შესახებ და იკითხა, შეიძლებოდა თუ არა ამ სესიებში მისი მეუღლის მონაწილეობა. გილმორმა გაითვალისწინა მისი თხოვნა, მაგრამ რაიტის ჯგუფში დაბრუნებას სხვადასხვა იურიდიული საკითხი ეწინააღმდეგებოდა. [[ჰემპსტედიჰამფსტედი|ჰემპსტედშიჰამფსტედში]] რიჩარდთან შეხვედრის შემდეგ მოხდა მისი აღდგენა, თუმცა - არა სრულუფლებიანი წევრის სახით.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|pp=316–317}}</ref> მოგვიანებით, კარლ დალასთან საუბრისას დევიდი აღნიშნავდა, რომ რიჩარდის დაბრუნება პინკ ფლოიდს უფრო მეტ იურიდიულ და მუსიკალურ ენერგიას ანიჭებდა. იგი კვლავ იქნა აყვანილი სესიური მუსიკოსის სახით, რომელსაც კვირაში 11.000 აშშ დოლარს უხდიდნენ.<ref name=Schaffnerp269>{{Harvnb|შეფნერი|1991|p=269}}</ref><ref name="მენინგიp134">{{Harvnb|მენინგი|2006|p=134}}</ref> ალბომის დიდი ნაწილი ჩაიწერა მდინარე [[თემზა]]ზე მოცურავე სტუდია „[[ასტორია (ხმისჩამწერი სტუდია)|ასტორიაში“]]. ჯეიმზ გათრის კოლეგა, ენდრიუ ჯექსონი, მასზე ხმის ინჟინერის სახით მუშაობდა. სიმღერების ტექსტებისთვის გილმორმა [[ერიკ სტიუარტი]]სა და [[როჯერ მაკ-გაუ]]ს მსგავს პიროვნებებს მიმართა, მაგრამ საბოლოოდ მოიწონა [[ენტონი მური]].<ref>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=284–285}}</ref> დევიდი აღიარებდა, რომ უოტერსის გარეშე ამ პროექტის დასრულება რთული იყო.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|p=320}}</ref> ნიკ მეისონს აწუხებდა, რომ პრაქტიკის არქონის გამო, მას სულ დაავიწყდა დაკვრა და ალბომის ხმოვანი ეფექტებით დაკავდა. დრო და დრო დასარტყამ ინსტრუმენტებზე მას სხვა მუსიკოსები ცვლიდნენ. წინა ალბომისგან განსხვავებით, ''A Momentary Lapse of Reason'' ჩაიწერა ფირმის Mitsubishi 32 არხიან ციფრულ ჩამწერზე, [[Apple]]-ის კომპიუტერზე [[MIDI]] სინქრონიზაციით.<ref name=Schaffnerpp268269>{{Harvnb|შეფნერი|1991|pp=268–269}}</ref><ref>{{Harvnb|მეისონი|2005|p=287}}</ref> უოტერსი ერთხელ, მეუღლესთან ერთად თავად ეწვია სტუდიას, რათა შეხვედროდა ეზრინს. ვინაიდან იგი ჯერ კიდევ პინკ ფლოიდის მუსიკისთვის ჰონორარებს იღებდა, მას შეეძლო ყოფილი კოლეგების მხრიდან მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილების შეჩერება. ამიტომ დევიდმა გადაწყვიტა ხმისჩამწერი სესიების სტუდიაში მაისიfair და შემდეგ - ლოს ანჯელესში გადატანა: შესანიშნავი იყო. ადვოკატები არ გვაწუხებდნენ ჩაწერისას, ვინაიდან ჩვენი დროით ღამით გვირეკავდნენ.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|p=321}}</ref>
 
''A Momentary Lapse of Reason'' ალბომი გამოვიდა [[1987]] წლის სექტემბერში. სტორმ თორგერსონი დააბრუნეს ყდების დიზაინერად.<ref>{{Harvnb|შეფნერი|1991|p=273}}</ref> პირველად, ალბომის ''Meddle'' პერიოდიდან, ფირფიტის კონვერტის შიდა მხარეზე წარმოდგენილი იყო მეისონისა და გილმორის სურათები. {{#tag:ref|რიჩარდ რაიტი მხოლოდ პერსონალის სიაშია მითითებული.|group=nb}} გამოსვლისთანავე დისკი მოხვდა ბრიტანეთის ჩარტის #3 ადგილზე, ხოლო აშშ-ში პირველი ადგილებიდან ჩამოაგდო [[მაიკლ ჯექსონი]]ს ''[[Bad (ალბომი)|Bad]]'' და [[უაიტსნეიკი]]ს [[Whitesnake (ალბომი)|ეპონიმური ალბომი]]. მიუხედავად იმისა, რომ გილმორი ალბომს თვლიდა ჯგუფის საუკეთესო ფორმაში დაბრუნებად, რაიტი მის პოზიციას არ ემხრობოდა, ამბობდა რა, რომ როჯერის მხრიდან კრიტიკა სამართლიანია. ეს საერთოდ არ არის ჯგუფური ალბომი.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|p=327}}</ref> ჟურნალის [[Q (ჟურნალი)|Q]] აზრით, ალბომი ძირითადად გილმორის სოლო-მცდელობას წარმოადგენდა.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|pp=326–327}}</ref> უოტერსი ამბობდა: მე მგონია, იგი საკმაოდ სუსტია, მაგრამ კარგი გაყალბებაა. ძირითადად სიმღერები ღარიბია, ტექსტები არადამაჯერებელია. გილმორის ტექსტები მესამეხარისხოვანია.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|p=328}}</ref>