ფრანკები: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 5:
# ე. წ. '''''რიპუარული''''' (მენაპირე, მდინარისპირა) – რომლებიც [[რაინი]]ს ზემო წელის ნაპირებზე, მდინარე [[მაინი|მაინამდე]] ბინადრობდნენ. [[451]] წელს მონაწილეობდნენ [[კატალაუნის ბრძოლა]]ში ჰუნების წინააღმდეგ.
 
[[V საუკუნე|V საუკუნის]] დასაწყისისათვის სალიკურმა ფრანკებმა დაიპყრეს [[გალია|გალიის]] ტერიტორია [[მდინარე]] [[სომა (მდინარე)|სომამდე]], თუმცა VI ლეგიონის ტრიბუნმა აურელიანის მეთაურობით გაანადგურა მომხვდური. ფრანკების მიერ გალიის შემდგომი დაპყრობის პროცესში შეიქმნა [[ფრანკთა სახელმწიფო]] ([[V საუკუნე|V]]-[[IX საუკუნე]]ები). მიუხედავად იმისა, რომ ფრანკები [[გალია]]ში გაბატონდნენ, ისინი მოსახლეობის უმცირესობას შეადგენდნენ. დროთა განმავლობაში მოხდა ფრანკების ასიმილაცია ადგილობრივ გალიურ-რომაულ მოსახლეობასთან. [[მდინარე]]ებს [[მაასი|მაასსა]] და [[ლუარა (მდინარე)|ლუარას]] შორის მცხოვრები ფრანკები შეერივნენ ჩრდილოეთის ფრანგულ და ვალონურ, ხოლო ლუარის სამხრეთით მცხოვრებნი – სამხრეთის ფრანგულ ანუ პროვანსულ მოსახლეობას. ეთნიკური თვითმყობადობა დიდხანს შეინარჩუნეს [[რაინი]]ს აუზში ბინადარმა ფრანკებმა, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშეს [[ჰოლანდიელებინიდერლანდელები|ჰოლანდიელთანიდერლანდელთა]] და [[ფლამანდელები|ფლამანდელთა]] ეთნოგენეზში.
 
ფრანკების საზოგადოებრივი წყობილება, რომელიც წარმოადგენდა გარდამავალ საფეხურს სამიწათმოქმედო თემიდან მარკაზე, აისახა [[სალიკური სამართალი|სალიკურ სამართალში]].
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფრანკები“-დან