ალი-ბეი ალ-ქაბირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
93.177.173.202-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა AbandonerBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
მღებრიშვილი
ხაზი 1:
[[ფაილი:Ali_Bey.jpg|მინი|მარჯვნივ|250პქ|ალი-ბეი ალ-ქაბირი (1728–1773)]]
'''ალი-ბეი ალ-ქაბირი''' ({{lang-ar|علي باي الكبير}}; დ. [[1728]] — გ. [[8 მაისი]], [[1773]]) — [[ეგვიპტე|ეგვიპტის]] მმართველი, [[ქართველები|ქართული]] წარმოშობის [[მამლუქები|მამლუქი]]. გვარად მღებრიშვილი, დაამარცხა მომთაბარე ბედუინები, გააერთიანა ზემო და ქვემო ეგვიპტე, შემოიერთა [[ჰიჯაზი]], დაიწყო რეგულარული არმიის შექმნა, გაატარა რეფორმები სამართალწარმოებასა და საფინანსო სფეროებში. გაანადგურა ეგვიპტეში მყოფი ოსმალური ნაწილები და ოსმალეთისათვის ხარკის გადახდა შეწყვიტა. [[1770]] წლის ივლისში ეგვიპტის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და სულთნის ტიტული მიიღო. აიღო [[დამასკო]] და დაიკავა [[სირია]]. ალი-ბეი ეგვიპტეს [[1757]] წლიდან [[1773]] წლამდე მართავდა და ისტორიკოსთა ნაწილი მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლადაც კი მიიჩნევს.
 
== წარმოშობა ==
ისტორიული წყაროების თანახმად, ალი-ბეი ეგვიპტეში ტყვედ გაყიდული ქართველი იყო. [[1728]] წელს აფხაზეთში, მართლმადიდებლური ეკლესიის მღვდლის ვინმე მღებრიშვილის ოჯახში დაიბადა და იოსები დაარქვეს. 13 წლისა იყო როდესაც მოიტაცეს და ტყვედ გაყიდეს. იგი ქართული წარმოშობის მამლუქმა იბრაჰიმ ქათხოდამ იყიდა, გაამაჰმადიანა, ახალი სახელი დაარქვა და თავად აღზარდა. ქათხოდას გარდაცვალების შემდეგ კი დაიკავა მისი ადგილი<ref>http://kavkasia.net/Georgia/article/1332448844.php</ref>.
 
== მმართველობა ==