მცენარეები: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
| ლათ= Plantae
}}
'''მცენარეებიმხენარეები''' (Plantae ანუ Vegetabilia) — ორგანიზმები, რომელთათვისაც დამახასიათებელია მზის ენერგიის ხარჯზე ავტოტროფული კვება და ცელულოზის შემცველი სქელგარსიანი უჯრედები. მცენარეებში იშვიათად გვხვდება ჰეტეროტროფული (საპროფიტი და პარაზიტი) სახეობები, რომლებშიც კვების ამ ტიპის გამომუშავება მეორეული მოვლენაა.
 
ტრადიციულად მცენარეებს მიაკუთვნებდნენ კიდევ [[ბაქტერიები|ბაქტერიებს]], [[ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები|ლურჯ-მწვანე წყალმცენარეებს]] და [[სოკოები|სოკოებს]], მაგრამ XX საუკუნის შუა წლებიდან გამოკვლევებმა გააძლიერა დიდი ხნის წინ გამოთქმული ეჭვი ამ ორგანიზმების მცენარეებთან გაერთიანების შესახებ. ახალი სისტემის მიხედვით, ბაქტერიები და ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები (რომელთა უჯრედიც ტიპობრივ ბირთვს მოკლებულია) ერთიანდება [[პროკარიოტები]]ს ქვესამეფოში, სოკოები კი მცენარეებსა და ცხოველებთან ერთად [[ეუკარიოტები]]ს ქვესამეფოში.
ანონიმური მომხმარებელი