პინკ ფლოიდი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
→‎''The Endless River'' და შემდგომი პროექტები: კომპლექტი ისევ ბოქს-სეტი უნდა გახდეს (ტერმინია), replaced: using AWB
No edit summary
ხაზი 164:
ნებუორთის ფესტივალის შემდეგ ჯგუფმა შეიძინა სამსართულიანი შენობა [[ისლინგტონი]]ს რაიონში, ბრიტანია როუს 35-ში, რომელიც შემდგომში ხმისჩამწერ სტუდიად, [[Britannia Row Studios]] და ტექნიკის საწყობად აქცია.<ref>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=215–216}}</ref> მისი რეკონსტრუქცია [[1975]] წლის მანძილზე გაგრძელდა და [[1976]] წელს პინკ ფლოიდმა მასში რიგით მერვე სტუდიური ალბომი ჩაწერა.<ref name=Masonpp218220>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=218–220}}</ref>
 
''Animals'' იყო უოტერსის კიდევ ერთი კონცეფციის ნაყოფი, რომელიც ნაწილობრივ ჰგავდა [[ჯორჯ ორუელი]]ს პოლიტიკურ იგავს ''[[ცხოველთა ფერმა (იგავი)|ცხოველთა ფერმა]]''. მის ტექსტებში საუბარი იყო საზოგადოების სხვადასხვა ფენის ცხოვრებაზე, რაც გადმოცემული იყო მეტაფორული პერსონაჟების, ძაღლების, ღორებისა და ცხვრების სახით.<ref>{{Harvnb|ბლეიკი|2008|pp=241–242}}</ref> [[ბრაიან ჰამფრიზი]] დაბრუნდა ალბომის ხმის ინჟინერის სახით. მუშაობა დისკზე დასრულებული იქნა [[1976]] წლის დეკემბერში.<ref name=Masonpp218220/> გარდა საზოგადოებაში გამეფებული სტერეოტიპების კრიტიკისა, ალბომი იყო პასუხი [[პანკ-როკი]]ს მოძრაობაზე<ref>{{citation |url=http://books.google.co.uk/books?id=U3rJxPYT32MC&pg=PA610 |author1=ბრაუნი, პეტ |title=The guide to United States popular culture |chapter=Pink Floyd |page=610 |date=2001-06-15 |isbn=9780879728212}}</ref>, რომელიც აღმოცენდა სოციალური და პოლიტიკური მდგომარეობისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულებისა და წინა წლების როკ-მუსიკაზე ნოსტალგიის პასუხად. პინკ ფლოიდი პანკ-როკ მუსიკოსებისთვის ხელსაყრელ სამიზნეს წარმოადგენდა. აღსანიშნავია, რომ [[ჯონი როტენი]] ([[სექს პისტოლზი]]) ატარებდა მაისურს პინკ ფლოიდის გამოსახულებით, რომელზეც მიწერილი იყო მე მძულს. მოგვიანებით ნიკ მეისონმა აღიარა, რომ პანკ-როკის ბუნტი მისთვის მისაღები იყო და წარმოადგენდა იგივე ანდერგრაუნდს, საიდანაც პინკ ფლოიდი აღმოცენდა. [[1977]] წელს ნიკი იქცა ჯგუფის [[The Damned (ჯგუფი)|The Damned]], სტუდიაში Britannia Row ჩაწერილი მეორე ალბომის პროდიუსერად.<ref>{{Harvnb|შეფნერი|1991|pp=194–196}}</ref>
 
ახალი ალბომის გაფორმება კვლავ თორგერსონსა და სტუდიას [[Hipgnosis]] ეკუთვნოდა, მაგრამ საბოლოო დიზაინის შემუშავება როჯერ უოტერსის კომპეტენციაში შედიოდა. მან აირჩია [[ბეტერსის ელექტროსადგური]]ს მოძველებული შენობა. 9.1 მეტრის სიგრძის გასაბერი ღორი გაშვებული იქნა ინგლისის ცაში 2 დეკემბერს. გადაწყვეტილი იყო, რომ იგი უნდა მოქცეულიყო სადგურის მილებს შორის, მაგრამ ქარის გამო ეს შეუძლებელი იყო. ღორი გაქრა, დაეშვა კენტის საგრაფოში, სადაც იგი აღმოაჩინა ადგილობრივმა ფერმერმა (იგი ამბობდა, რომ ღორმა მისი ძროხები შეაშინა).<ref name=Blakep246>{{Harvnb|ბლეიკი|2008|p=246}}</ref> გადაღებები განახლდა მეორე დღეს, მაგრამ საბოლოოდ მოხდა ღორის გამოსახულების ელექტროსადგურის სურათზე მონტაჟი.<ref name=Blakep246/><ref>{{Harvnb|მეისონი|2005|pp=223–225}}</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/პინკ_ფლოიდი“-დან