რუსთველოლოგია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(clean up, replaced: როცა → როდესაც using AWB)
'''რუსთველოლოგია''' — მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს [[შოთა რუსთაველი]]ს [[პოემა]] [[ვეფხისტყაოსანი|ვეფხისტყაოსანსა]] და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას. პირველი რუსთველოლოგიური ნაშრომი [[ვახტანგ VI|ვახტანგ VI-ის]] „თარგმანი პირველი წიგნისა ამის ვეფხისტყაოსნისა თქმული ბატონისშვილის გამგებლის პატრონის ვახტანგისა“ თან ერთვის პოემის პირველ ბეჭდურ, ე. წ. ვახტანგისეულ გამოცემას ([[1712]]). ნაშრომში განმარტებულია პოემის ძნელად გასაგები ადგილები და ცალკეული სიტყვები. აღძრულია რიგი ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებისა (ავტორის ვინაობა, პოემის ორიგინალურობა, იდეოლოგიური თავისებურებანი და ა. შ.). [[ვახტანგ VI]]-ის კვალს მისდევენ მომდევნო ხანის კომენტატორები — [[დავით რექტორი]], [[პეტრე ლარაძე]], აგრეთვე, [[თეიმურაზ ბატონიშვილი]], რომლის რუსთველოლოგიურ ნაშრომთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია „განმარტება პოემა ვეფხისტყაოსანისა“ და სხვა.
 
ამავე ხანებიდან ვეფხისტყაოსნით დაინტერესდნენ არაქართველი მკვლევარებიც. [[ევფიმი ბოლხოვიტინოვი]]ს წიგნმა „საქართველოს ისტორიული სურათი პოლიტიკური, საეკლესიო და სწვალა-განათლების მდგომარეობის თვალსაზრისით“ (პეტერბურგი, 1802), რომელშიც სათანადო ადგილი ეთმობა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორს, ხელი შეუქყოშეუქო რუსთაველის პოემით დაინტერესებას რუსეთისა და დასავლეთ ევროპის სამეცნიერო წრეებში.
 
ფრანგი ქართველოლოგის [[მარი ბროსე]]ს აქტიური მონაწილეობით, მისივე წინასიტყვაობით, დაიბეჭდა პოემის მეორე გამოცემა (1841). ქართველ მეცნიერთა (დ. ჩუბინაშვილი, პ. იოსელიანი, ა. ცაგარელი, ა. ხახანაშვილი და სხვები) ნაშრომებში თანდათან გამოიკვეთა რუსთველოლოგიურ პრობლემათა ფართო წრე.