ხაშურის მუნიციპალიტეტი: განსხვავება გადახედვებს შორის

იარლიყები: რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
 
=== ადგილობრივი თვითმმართველობა ===
საქართველოში და მათ შორის ხაშურის მუნიციპალიტეტში დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ [[1998]] წლის 15 ნოემბერს პირველად ჩატარდა ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანოების – საკრებულოების არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 1998]</ref> [[2002]] წლის 2 ივნისს კიდევ ერთხელ ჩატარდა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს - საკრებულოს არჩევნები.<ref>[http://history.cesko.ge/PDF/1990%20-%20Geo.pdf თვითმმართველობის არჩევნები 2002]</ref> საქართველოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ შეიცვალა საარჩევნო კანონმდებლობაც. [[2006]] წლის 5 ოქტომბრს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან 44698 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.<ref>[http://cesko.ge/geo/list/show/1316-amomrchevelta-raodenoba-olqebis-mixedvit-4423 თვითმმართველობის არჩევნები 2006]</ref> არჩევნების შედეგად ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები აღმოჩნდნენ. შემდეგი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები [[2010]] წლის 30 მაისს ჩატარდა. ამ არჩევნების შედეგადაც ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უმრავლესობაში კვლავ პარტია ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მოექცნენ. 2012 წელს ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ საქართველოში ხელისუფლება შეიცვალა. ამავე წლის 12 დეკემბერს ხაშურის გამგებელი რიონ მახარობლიძე თანამდებობიდან გადადგა, ხოლო გამგებლად გიორგი ბერაია დაინიშნა. ამ თანამდებობას იგი [[2012]]-[[2014]] წლებში იკავებდა. <ref>[http://www.interpressnews.ge/geo/regioni/223478-khashurs-akhali-gamgebeli-hyavs.html?ar=A საპარლამენტო არჩევნები 2012]</ref> 2014 წლის მარტში ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლად მამუკა ხაჩიძე დაინიშნა. [[2014]] წლის 15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების არჩევნები ჩატარდა. ამ წელს პირდაპირი წესით პირველად აირჩნენ მუნიციპალიტეტების გამგებლები. ხაშურის გამგებლობისთვის 6 კანდიდატი იყო წარმოდგენილი, რომელთა შორისაც ხმათა 51,39%-ით გამარჯვება კოალიცია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" გამგებლობის კანდიდატმა - გიორგი გურასპაშვილმა მოიპოვა.<ref>[http://results2014.cec.gov.ge/ თვითმმართველობის არჩევნები 2014]</ref> ხაშურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე კი [[ვაჟა შუბითიძე]] გახდა. [[2017]] წლის 21 ოქტომბერს კიდევ ერთი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდა, სადაც ხაშურის 35-ე საარჩევნო ოლქიდან რეგისტრირებული იყო 48 956 ამომრჩეველი, რომლიდანაც არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 39,34%-მა. 2017 წლისათვის გამგებლის თანამდებობა მერის სახელწოდებით შეიცვალა. ხაშურის პირველ მერად გიორგი გურასპაშვილი აირჩიეს.<ref>[http://cesko.ge/geo/elections/2017 თვითმმართველობის არჩევნები 2017]</ref>
 
საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენიდან დღემდე ხაშურში ისევე, როგორც დანარჩენ საქართველოში აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოს და მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელის თანამდებობის სახელი რამდენჯერმე შეიცვალა. 1991-1992 წლებში ხაშურის რაიონს პრეფექტურა მართავდა, ხოლო ხელმძღვანელობდა - პრეფექტი, 1992 წლიდან 2005 წლამდე რაიონს ხაშურის რაიონის გამგეობა მართავდა, ხელმძღვანელობდა რაიონის გამგებელი. 2005 წლიდან 2017 წლამდე ხაშურის მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოა მუნიციპალიტეტის გამგეობა, ხელმძღვანელობს მუნიციპალიტეტის გამგებელი, ხოლო 2017 წლიდან აღმასრულებელი ორგანოს სახელწოდებაა მუნიციპალიტეტის მერია, ხელმძღვანელობს ხაშურის მერი.
 
====ხაშურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელები====
ხაშურის რაიონის პრეფექტი:
* [[გივი იმერლიშვილი]] - [[1991]]-[[1992]]
ხაშურის რაიონის გამგებლები:
* ალექსანდრე ელიაშვილი - [[1992]]-[[1993]]
* [[გივი ხვედელიძე]] - [[1993]]-[[1998]]
* ოთარ ხაჩიძე - [[1998]]-[[1999]]
* ვლადიმერ ჯაფარაშვილი - [[1999]]-[[2002]]
* ვლადიმერ ჯობაძე - [[2002]]-[[2003]]
* რეზო ჯობაძე - [[2003]]-[[2006]]
ხაშურის მუნიციპალიტეტის გამგებლები:
* ნოვე ტაბატაძე - [[2006]]
* ზურაბ ლომიძე - [[2006]]
* მამუკა მოსიაშვილი - [[2010]]-[[2011]]
* როინ მახარობლიძე - [[2006 ]]-[[2010]]
* ნიკოლოზ სახვაძე - [[2011]]-[[2012]]
* როინ მახარობლიძე - [[2012]]
* გიორგი ბერაია - [[2012]]-[[2013]]
* მამუკა ხაჩიძე - [[2013]]-[[2014]]
* გიორგი გურასპაშვილი - [[2014]]-[[2017]] (არჩეული)
ხაშურის მუნიციპალიტეტი მერი:
* გიორგი გურასპაშვილი - [[2017]] წლიდან
 
==გალერეა ==