ცხირეთის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(მმ)
'''ცხირეთის ციხე''' – [[შუა საუკუნეები]]ს [[ციხესიმაგრე]] აღმოსავლეთ საქართველოში, [[შიდა ქართლი|შიდა ქართლში]], [[თეძმის ხეობათეძამი|თეძმის ხეობაში]], ახლანდელი სოფელ [[ერთაწმინდა (კასპის მუნიციპალიტეტი)|ერთაწმინდის]] ([[კასპის მუნიციპალიტეტი]]) სამხრეთ-დასავლეთით 3 კმ-ზე. დგას ცხირეთის გორაზე.
 
ცხირეთის ციხეს მიიჩნევენ X საუკუნის ნაგებობად. წყაროებში პირველად იხსენიება [[1170]]. ცხირეთის ციხე ცნობილი იყო როგორც ქართლის მეფეთა საზაფხულო რეზიდენცია. [[1454]] [[ქართლის სამეფო|ქართლის]] მეფე [[გიორგი VIII|გიორგი VIII-მ]] ციხე ფეოდალ [[ჯავახიშვილი, გამრეკელ|გამრეკელ ჯავახიშვილს]] გადასცა. [[1609]] ოსმალებმა სცადეს ცხირეთის ციხესთან გასვლა და იქ მყოფი ქართლის მეფე [[ლუარსაბ II|ლუარსაბ II-ის]] ხელში ჩაგდება, მაგრამ [[თევდორე კველთელი|თევდორე მღვდელმა]] მტერს კვალი აუბნია და ცხირეთის ციხე გადაურჩა ოსმალთა თავდასხმას. ამ პერიოდში ციხე [[გიორგი სააკაძე]]ს უბოძეს. [[1632]] აქ იდგა ქართლის მეფე [[როსტომი (ქართლის მეფე)|როსტომი]], რომელიც გავლენიან ფეოდალ [[ნოდარ ციციშვილი]]ს მეთაურობით თავადურ კოალიციას ებრძოდა. მანვე [[1652]] ცხირეთის ციხე გიორგი სააკაძის შვილს [[იორამ სააკაძე]]ს დაუბრუნა.