ბიეთის ტაძარი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 77:
ტაძარს ჩრდილოეთიდან მოგვიანებით სწორკუთხა ეგვტერი მიაშენეს. შესრულების ხარისხით და აგების პერიოდით ის ნამდვილად ჩამორჩება ბიეთის ტაძარს. ორ ქვაზე განლაგებული წარწერის მიხედვით მინაშენი [[1493]] წელს ზაალ თოხასძეს აუგია. 1902 წლის ექსპედიციის მასალებში ტაძრის წარწერებთან დაკავშირებით წერს შემდეგს: ბლოღოჩინმა დ. ხახუტოვმა მომახსენა რომ სამრეკოს ნანგრევებთან ნანახი ჰქონდა ორი ქვა ხუცური წარწერებით, რომლებიც ამჟამად ადგილზე აღარაა. დარჩენილი იყო წარწერები უშუალოდ ტაძარში სამკვეთლოდან საკურთხეველში გასასვლელი კარის თავზე.
 
{{ციტირებაციტატა|ქ: წ~ო ღთის მშობელო მეოხ ეყავ ხ~შსა შვილითურთ ორთ~ვე შ~ნა ცხორებასა ა~ნ}}
 
იქვე
 
{{ციტირებაციტატა|ქ: ად~დე ხ~ში რ~ლ ესე საყდარი აღაშენა}}
 
და
 
{{ციტირებაციტატა|ქ: მე თოჴასძემან ზაალ აღვაშენე წმიდა ესე ეკვტერი [ბოსაი სადრბლდ (შესავედრებელად?)] მშობელთა და შვილთა მიცვალებულთათვის, ქორონიკონსა რპა. ა~ნ}}
 
აღმოსავლეთ ფასადის შუა სარკმლის ძირში იკითხებოდა წარწერა:
 
{{ციტირებაციტატა|ქ~ე შ~ე ხმთვდძე}}
 
ბიეთის ტაძრის სამშენებლო წარწერა დაცულია სამკვეთლოდან საკურთხეველში გასასვლელი ღიობის ზემოთ. ეს ფაქტობრივად ორი ერთმანეთს მიყოლებული წარწერაა და ორივე იხსენიებს მშენებელს: „ქრისტე ადიდე ხ ში, რომელ ესე საყდარი არაშენა“ და „ქრისტე, წმიდაო ღვთისმშობელო მეოხ ეყავ ხშ სა შვილითურთ ორთავე შინა ცხოვრებასა“. წარწერაში აგების თარიღი არ არის მითჲთებული, „ხ ში“ ტაძრის მშენებელი თუ ქტიტორი უცნობია. ექვთიმე თაყაიშვილი მას ხვაშაქად კითხულობდა და მას [[თამარ მეფე|თამარ მეფის]] თანამედროვე ხუაშაქი ცოქალთან (ქართლის ერისთავთ ერისთავის რატის დედა) აიგივებდა, თუმცა ტაძრის ხუროთმოძღვრება, დეკორატიული მორთულობა და წარწერის პალეოგრაფია აშკარად თამარის პერიოდზე გვიანდელია. გიორგი ბოჭორიძე სახელს კითხულობს როგორც ხოშა. გიორგი ბოჭორიძე ტაძრის დათარიღებისაგან თავს იკავებდა, ხოლო ვახხტანგ ბერიძე კი მას XIV საუკუნის მეორე ნახევარს აკუთვნებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბიეთის_ტაძარი“-დან