მარკ შაგალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
213.200.31.248-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა AbandonerBot-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
ბიოგრაფიის შევსება
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მხატვარი}}
[[ფაილი:Marc Chagall 1941.jpg|thumb|175px|მარკ შაგალი, 1941 წ.]]
'''მარკ შაგალი''' ([[რუს.]]: Марк Шага́л; [[ბელორ.]]: Мойша Захаравіч Шагалаў) ([[7 ივლისი]], [[1887]] — [[28 მარტი]], [[1985]]) დაბადების სახელი და გვარია '''მოშე სეგალი''' — ბელარუსი-ებრაელი მხატვარი. 1937 წლიდან [[საფრანგეთი]]ს მოქალაქე. XX საუკუნის მხატვართა შორის მას ხშირად [[სიურრეალიზმი]]ს მიმდინარეობას უკავშირებენ, თუმცა მისი შემოქმედება ერთი რომელიმე ჟანრის ფარგლებს სცილდება.
 
== ბიოგრაფია ==
მარკ შაგალი დაიბადა [[ლიტველები|ლიტველი]] [[ებრაელები|ებრაელების]] ოჯახში ლიოზნაში<ref>[http://www.marcchagall.narod.ru/ "Marcchagall.narod.ru"]. Marcchagall.narod.ru. Retrieved 15 March 2012.</ref>, ქალაქ [[ვიტებსკი|ვიტებსკთის]] მახლობლად ([[ბელარუსი]], [[რუსეთის იმპერია]]) 1887 წელს<ref>[https://books.google.com/books?id=WXI6K9vPLfkC&pg=PA65&lpg=PA65&dq=chagall+june+1887+julian&source=web&ots=VgwQ_8rMPL&sig=SI6e2P2gM2g_Kstxib4B10TEygM&hl=en&sa=X&oi=book_result&resnum=2&ct=result#v=onepage&q=chagall%20june%201887%20julian&f=false B''inyāmîn Haršav, Marc Chagall, Barbara Harshav Marc Chagall and his times: a documentary narrative'']. Books.google.com.au. Retrieved 15 March 2012.</ref>. იმ დროისთვის ვიტებსკის მოსახლეობა 66 000 იყო, რომლის ნახევარს ებრაელები შეადგენდნენ<ref>Lewis, Michael J. "Whatever Happened to Marc Chagall?" ''Commentary'', October 2008 pp. 36–37</ref>.
 
შაგალი ოჯახის ცხრა შვილიდან ყველაზე უფროსი იყო. მისი გვარი შაგალი წარმოადგენს „სიგალის“ ერთ-ერთ ვარიანტს, რომელიც უმეტესად ებრაული ოჯახების ლევიტურ ნაწილში იყო გავრცელებული<ref>[http://segal.org/name/index.html Segal.org"]. Segal.org. 22 May 2005. Retrieved 15 March 2012.</ref>. მამამისი, ხაცკი (ზაქარი) შაგალი თევზით ვაჭრობდა, ხოლო დედა ფეიგე-იტე შინიდან ყიდდა სხვადასხვა სახის პროდუქტს. მიუხედავად იმისა, რომ მამაიმისი ძალიან ბევრს მუშაობდა, ოჯახს თავის გატანა მაინც უჭირდა, რამდენადაც ზაქარი შაგალის შემოსავალი თვეში საშუალოდ 20 რუბლს შეადგენდა (მაშინ, როცა რუსეთის იმპერიაში საშუალო ხელფასი 13 რუბლი იყო). მარკ შაგალმა თევზის მოტივი გამოიყენა კიდეც თავისი შემოქმედების მოგვიანო პერიოდში, რაზეც მისი ბიოგრაფები მიუთითებენ. ამის შესახებ მოგვიანო ჩანაწერებში მარკ შაგალი იხსენებს:<blockquote>„ყოველდღე, ზამთარსა თუ ზაფხულს, დილის ექვს საათზე მამაჩემი ლოგინიდან დგებოდა და [[სინაგოგა|სინაგოგაში]] მიდიოდა, სადაც გარდაცვლილებისა და კიდევ სხვა ყოველდღიურ ლოცვას წარმოთქვამდა. უკან დაბრუნებული სამოვარს ადუღებდა, ჩაის დალევდა და სამუშაოზე წავიდოდა. ჯოჯოხეთურ, კატორღულ საქმეს ასრულებდა. და რატომ დავმალო მე ეს?  ვერცერთი სიტყვა ვერ შეამსუბუქებს მამაჩემის წვლილს... მაგიდაზე ყოველთვის იყო მრავლად [[კარაქი]] და [[ყველი]]. პატარა ბავშვს კარაქიანი პური, როგორც მარადიული სიმბოლო, ყოველთვის ხელებში მეჭირა<ref>Chagall, Marc. ''My Life'', Orion Press (1960).</ref>.“ </blockquote>შაგალის ცხოვრების დიდი ნაწილი მისი ავტობიოგრაფიიდან „ჩემი ცხოვრება“ არის ცნობილი. მასში ავტორი განიხილავს ხასიდური [[იუდაიზმი|იუდაიზმის]] გავლენას როგორც საკუთრივ მის მსოფლმხედველობაზე, ისე - მხატვრობაზე. 
 
ოჯახური გარემოცვა, მშობლიური სოფელი [[ვიტებსკი]] და ბიბლიური მოტივები მისი ნახატების მთავარი თემებია. თავის ტილოებში, მოზაიკაში ან თუნდაც თავისი დიზაინით შექმნილ ფანჯრებზე, თეატრის კულისებში იგი იყენებდა სომბოლოებს, რომლებიც მის შემოქმედებაში ხშირად მეორდებიან. მას ხშირად ”მხატვარ-პოეტს“ უწოდებენ.
 
Line 10 ⟶ 14:
 
== პარიზული პერიოდი ==
[[ფაილი:Marc Chagall 1941.jpg|thumb|175px|მარკ შაგალი, 1941 წ.|მარცხნივ]]
მეცენატ [[მაქს ვინავერი]]ს შემწეობით მიღებული მცირეოდენი სტიპენდიით 1910 წლის 10 სექტემბერს შაგალი მატარებლით მიემგზავრება [[პარიზი|პარიზში]], სადაც მოგვიანებით ერთიანდება [[მონპარნასის საზოგადოება]]სთან. იგი იქ მცხოვრები რუსი ხელოვანების, როგორებიც იყვნენ მაგალითად [[ალექსეი ფონ იავლენსკი]], [[ვასილი კანდინსკი]] და [[ჟაკ ლიპხიცი]], დახმარებას იმედოვნებდა. მოპარნასეზე იგი დაუმეგობრდა [[გიიომ აპოლინერი|გიიომ აპოლინერს]], [[რობერ დელონე]]ს, [[ფერნან ლეჟე]]ს და სხვებს. ”''მხოლოდ სიშორემ, რომელიც პარიზსა და ჩემს მშობლიურ ქალაქს შორის არსებობს, შემაყოვნა, რომ მაშინვე უკან არ დავბრუნებულიყავი''“, აღნიშნავდა მარკ შაგალი იმ ახალ გარემოებებთან დაკავშირებით, რომელთან გამკლავებაც თავიდან გაუჭირდა. თუმცა, მოგვიანებით პარიზს თავის მეორე ვიტებსკსაც კი უწოდებდა.
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარკ_შაგალი“-დან