ჰერიფორდული ჯიში: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
'''ჰერიფორდული ჯიში''' — სახორცე მიმართულების [[მსხვილი რქოსანი საქონელი|მსხვილი რქოსანი საქონლის]] ჯიში. გამოყვანილია [[XVIII საუკუნე|XVIII ს]]-ში, ინგლისში, ჰერიფორდშირის საგრაფოში, ადგილობრივი საქონლის გადარჩევისა და შერჩევის გზით. ტიპური სახორცე აგებულებისაა, ფერად მუქიწითელია, ხოლო თავი, მინდაო, ღაბაბი, მუცელი, კიდურების ქვედდა ნაწილი და კუდის ფუნჯი თეთრი აქვს. კუროს მასაა 850-1000 [[კგ]], ფურისა 550-560 კგ. ნაკლავის გამოსავალი 58-62%, უდიდესი 70%-მდე. ჰერიფორდული ჯიში გავრცელებულია [[ამერიკა|ამერიკის]], [[ევროპა|ევროპის]] ქვეყნებში, [[ახალი ზელანდია|ახალ ზელანდიაში]] და სხვ. ყოფილ [[სსრკ]]-შიშეიყვანეს [[1928]] წელს. იყენებენ სამრეწველო შეჯვარებისთვის სარძეო და სახორცე ჯიშებთან.
 
== ლიტერატურა ==