დიეგო მარადონა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 110:
=== მსოფლიო ჩემპიონატი 1982 ===
{{მთავარი|მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982}}
[[1982]] წელს დიეგო მარადონამ მონაწილეობა მიიღო [[ესპანეთი|ესპანეთში]] ჩატარებულ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1982|მსოფლიო ჩემპიონატში]]. პირველი ჯგუფური ეტაპის პირველი შეხვედრა, [[ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბელგიის]] წინააღმდეგ, ქალაქ [[ბარსელონა]]ში ჩატარდა, რომლის უმთავრეს გუნდს ახალი შეძენილი ჰყავდა მარადონა. მაყურებლის მოლოდინის გამართლება ამ მატჩში მარადონამ ვერ შეძლო<ref>[http://www.planetworldcup.com/CUPS/1982/wc82story.html 1982 – Story of Spain '82]. Planet World Cup.</ref>. სამხრეთ ამერიკელებმა ევროპელებთან 0-1 წააგეს. დარჩენილი შეხვედრები, [[უნგრეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|უნგრეთთან]] და [[სალვადორის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|სალვადორთან]], დიეგოს გუნდმა მოიგო და მეორე ჯგუფურ ეტაპზე გავიდა. აქ არგენტინამ [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიასთან]] და [[ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბრაზილიასთან]] მატჩები დათმო და ტურნირს დაემშვიდობა. იტალიასთან მატჩი აღსანიშნავი იყო მთელი შეხვედრის განმავლობაში [[კლაუდიო ჯენტილე]]ს მიერ მარადონას წინააღმდეგ უხეში თამაშით<ref>[http://soccernet.espn.go.com/world-cup/columns/story?id=792748&cc=5739&ver=global "Diego Maradona: God's gift"] (9 ივნისი, 2010). ESPN Soccernet.</ref><ref>[httpshttp://www.youtube.com/watch?v=Uk1iRg4Xt-M Gentile VS Maradona]. „[[იუთუბი]]“</ref>.
 
მარადონამ ხუთივე შეხვედრა შეუცვლელად ითამაშა და 2 გოლი გაუტანა უნგრეთს. მეტოქე ნაკრებების ფეხბურთელები განსაკუთრებით უხეშობდნენ მის წინააღმდეგ, ხოლო ბრაზილიასთან მატჩში უხეშობისათვის თავად იქნა გაძევებული<ref>[http://www.goal.com/en-gb/news/2943/castrol-debates/2010/06/10/1968569/castrol-world-cup-legends-diego-maradona-1986 "Castrol World Cup Legends: Diego Maradona – 1986"]. Goal.com (10 ივნისი, 2010).</ref>.
ხაზი 119:
[[მექსიკა]]ში ჩატარებულ [[მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი 1986|მსოფლიო ჩემპიონატზე]] მარადონა გუნდის კაპიტანი იყო. მან გუნდის ყველა თამაში შეუცვლელად ითამაშა; გაიტანა 5 გოლი და გააკეთა 5 საგოლე გადაცემა. ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში სამხრეთ ამერიკელებმა [[სამხრეთ კორეის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|სამხრეთი კორეა]] 3-1 დაამარცხეს, სამივე საგოლე გადაცემა კი მარადონას ეკუთვნის. პირველი გოლი დიეგომ მეორე ტურში, [[იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|იტალიის]] წინააღმდეგ (1-1) გაიტანა<ref>[http://www.fifa.com/worldcup/archive/edition=68/results/matches/match=394/report.html 1986 FIFA World Cup Mexico: Italy – Argentina]. FIFA.</ref>. ბოლო ტურში არგენტინამ [[ბულგარეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბულგარეთთან]] 2-0 იმარჯვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.
 
მერვედფინალში არგენტინამ [[ურუგვაის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ურუგვაი]] 1-0 დაამარცხა, ხოლო შემდეგ ეტაპზე [[ინგლისის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ინგლისს]] დაუპირისპირდა, რაც მარადონასთვის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მატჩი გამოდგა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ, ანგარიში დიეგომ გახსნა 51-ე წუთზე. გამეორებაზე კარგად გამოჩნდა რომ მან გოლი ხელით გაიტანა<ref>[httpshttp://www.youtube.com/watch?v=-ccNkksrfls Maradona 'Hand of God' Goal 1986 World Cup]. „[[იუთუბი]]“</ref>. ინგლისელი ფეხბურთელების პროტესტის მიუხედავად, ტუნისელმა მთავარმა მსაჯმა [[ალი ბინ ნასერი|ალი ბინ ნასერმა]] გოლი ჩათვალა. [[2005]] წელს, მარადონამ აღიარა რომ ბურთს ხელი განზრახ მოარტყა. ეს გოლი ფეხბურთის ისტორიაში „[[ღმერთის ხელი]]ს“ სახელით შევიდა<ref>[http://www.dailyrecord.co.uk/football/scotland/2008/11/18/terry-butcher-maradona-robbed-england-of-world-cup-glory-86908-20904447/ Terry Butcher: Maradona robbed England of World Cup glory] (18 ნოემბერი, 2008). Daily Record.</ref>. 4 წუთის შემდეგ მარადონამ ინგლისს მეორე გოლი გაუტანა. პარტნიორისგან ბურთი საკუთარ ნახევარზე მიიღო, შემობრუნდა და დაიწყო დრიბლინგი, რომლის გზაზე 5 მეტოქე ჩამოიშორა. საბოლოოდ, ბურთი ცარიელ კარში შეაგდო<ref>[http://www.youtube.com/watch?v=1wVho3I0NtU Maradona Goal of the Century - Víctor Hugo Morales commentary - Argentina-England 2-1 1986]. „[[იუთუბი]]“</ref>. [[2002]] წელს, ფიფა-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგად, ეს გოლი „საუკუნის გოლად“ იქნა აღიარებული<ref name=voted/>.
 
ნახევარფინალში არგენტინა [[ბელგიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|ბელგიას]] შეხვდა და 2-0 დაამარცხა. ორივე გოლი მარადონას ანგარიშზეა. ფინალში, [[გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები|დასავლეთ გერმანიას]] დაუპირისპირდა. მეტოქემ მას ორმაგი მეურვეობა მიუჩინა. მიუხედავად ამისა, მან შეძლო და საგოლე გადაცემა გაუკეთა [[ხორხე ბურუჩაგა]]ს, რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა. მატჩი, რომელიც არგენტინამ 3-2 მოიგო, „[[აცტეკა]]ზე“ ჩატარდა და 115,000 მაყურებელი დაესწრო<ref name="Diego">[http://www.fifa.com/tournaments/archive/worldcup/mexico1986/index.html "Maradona lights up the world – with a helping hand"]. FIFA.com.</ref><ref>[http://sportsillustrated.cnn.com/vault/article/magazine/MAG1064996/index.htm?eref=sisf "Tango Argentino!"]. Sports Illustrated.</ref>.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიეგო_მარადონა“-დან