სალომონ შვაიგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 17:
შვაიგერი საქართველოს შესახებ საუბრობს თავის წიგნში „ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში“<ref>Schweigger Salomon, Ein newe Reyßbeschreibung auß Teutschland nach Constantinopel und Jerusalem, 1608, II:VIII, https://books.google.ge/books?id=BWBVAAAAcAAJ&pg=PP8#v=onepage&q&f=false </ref>'','' რომელშიც გადმოგვცემს ორი ქართველი დიდებულის, ყვარყვარე ჯაყელისა და მისი ძმის, ხლებას ოსმალეთის სულთნის, [[მურად III]]-ის კარზე. ეს ჟესტი ქართველი თავადების მხრიდან მორჩილებისა და მოხარკეობის აღიარებას ნიშნავდა. ამასთან, უმცროსმა ძმამ კონსტანტინოპოლში ყოფნის დროს [[ისლამი]] მიიღო და იმავეს გაკეთება მოსთხოვა თავისი ათი წლის ვაჟსაც. ამის საწინააღმდეგოდ, ყვარყვარე და მისი თანმხლები პირები არ განმდგარან [[ქრისტიანობა|ქრისტიანობისგან]] და ბოლომდე შეინარჩუნეს მრწამსი. ამ ჟესტის განხორციელების შემდეგ ოსმალეთის სამეფო კარმა მიიღო გადაწყვეტილება, ხარკის გადახდის სანაცვლოდ ქართველი დიდებულებისთვის აღედგინათ წინანდელი ძალაუფლება. ამასთან ერთად, ოსმალთა მეთაურს უბრძანეს დანგრეული ციხე-სიმაგრის აღდგენა და იქ მყოფი გარნიზონის ხელმძღვანელობა. საბოლოოდ, ვითარება ისე შეიცვალა, რომ ქართველები ვერ შეეგუენ თურქთა ბატონობას და ბოლომდე ამოხოცეს იქ გამაგრებული ჯარი.
 
პოლიტიკური ვითარების მიმოხილვის გარდა, შვაიგერი ბეჭდავს ქართულ ანბანს შესაბამის ლათინურ ტრანსკრიპციითურთ. ეს არის ქართული შრიფტის სტამბური გამოყენების პირველი ნიმუში. [[ქართული ანბანი]] ნუსხა-ხუცური სახისაა: იწყება ქანწილით და მთავრდება [[ჰოე]]-თი. ამასთან, ანბანს ერთვის პირველი [[ფსალმუნი|ფსალმუნის]] ქართული თარგმანის ტრანსკრიპციატრანსკრიფცია შესაბამისი გერმანულენოვანი ტექსტით:
 
{| class="wikitable"