სალომონ შვაიგერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
1576 წელს სწავლის დასრულების შემდეგ, მიწვეულ იქნა საელჩოს კაპელანად [[სტამბოლი|სტამბულში]] (1578-81), [[ჰაბსბურგები|ჰაბსბურგთა]] ელჩის<ref>Boyar, Ebru; Fleet, Kate (15 April 2010). [https://books.google.com/books?id=hHd2OizxNCcC&pg=PA132 ''A Social History of Ottoman Istanbul'']. Cambridge University Press. pp. 132–. <nowiki>ISBN 978-0-521-13623-5</nowiki>. Retrieved 7 April 2012.</ref>, ხოაკიმ ფონ სიტზენდორფის მიერ. მან აქ რამდენიმე წელიწადი დაჰყო დიპლომატიური მისიის განსახორციელებლად<ref>Ben-Zaken, Avner (3 June 2010). [https://books.google.com/books?id=oMUXKoIJYDUC&pg=PA24 ''Cross-Cultural Scientific Exchanges in the Eastern Mediterranean, 1560–1660'']. JHU Press. pp. 24–. <nowiki>ISBN 978-0-8018-9476-3</nowiki>. Retrieved 7 April 2012.</ref>. თავის სამოგზაურო დღიურებში აღწერს პირად გამოცდილებასა და აწარმოებს საინტერესო დაკვირვებებს [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის იმპერიის]] ყოველდღიურ ცხოვრებაზე. ასკვნის, რომ „სერბებს, ბულგარელებსა და რასკიანელებს აქვთ ძირები დაკიის უძველეს გერმანულ ტომებთან<ref>[http://www.h-net.org/reviews/showrev.php?id=2094 "Balkan Slavs in the Early Modern Period: Different Perspectives, Different Approaches"]. H-net.org. Retrieved 4 April 2012.</ref>“. ასევე საუბრობს თურქული „ტლანქი“ მუსიკის, თურქული საკვების, სამოსისა და არქიტექტურის შესახებ<ref>Wolff, Larry. "The International History Review Vol. 21, No. 2 (Jun., 1999),". Taylor & Francis, Ltd., accessed via JSTOR: 461–463.</ref>.
 
1581 წლიდან მოგზაურობს [[ეგვიპტე|ეგვიპტეში]], [[პალესტინა|პალესტინასა]] და [[სირია|სირიაში]]<ref>Al-Wer, Enam; Jong, Rudolf Erik de; Holes, Clive (31 May 2009). [https://books.google.com/books?id=HZ93Usv6ni4C&pg=PA51 ''Arabic Dialectology: In Honour of Clive Holes on the Occasion of His Sixtieth Birthday'']. BRILL. pp. 51–. <nowiki>ISBN 978-90-04-17212-8</nowiki>. Retrieved 7 April 2012.</ref>, იმყოფებოდა [[იერუსალიმი|იერუსალიმსა]] და [[დამასკი|დამასკოში]], საიდანაც, [[კრეტა|კრეტასა]] და [[ვენეცია|ვენეციის]] გავლით დაბრუნდა სამშობლოში. შეადგინა და 1608 წელს [[ნიურნბერგი|ნიურნბერგში]] გამოსცა თავისი მოგზაურობის ვრცელი აღწერილობა სახელწოდებით „ახალი მოგზაურობის აღწერა გერმანიიდან კონსტანტინოპოლსა და იერუსალიმში“ (''Newe Reyßbeschreibung auß Teutschland nach Constantinopel und Jerusalem''). ამავე წიგნში სალომონ შვაიგერი იძლევა მოკლე ცნობებს საქართველოს შესახებაც. კერძოდ, ბეჭდავს [[ქართული დამწერლობა|ქართულ ანბანს]] და ლათინური ტრანსკრიპციითტრანსკრიფციით ქართულ ენაზე აქვეყნებს პირველი [[ფსალმუნნი|ფსალმუნის]] დასაწყისს<ref>ხინთიბიძე, ელგუჯა, „ქართული ლიტერატურა ევროპულ მეცნიერებაში“, გამომცემლობა „ქართველოლოგი“, თბილისი, 2003 წელი, გვ. 30. </ref>.
 
გერმანიაში დაბრუნებისას მსახურობდა პასტორად სოფელ გროცინგერში 1581–1589 წლებში, ხოლო 1589-1605 წლებში ვილჰელმსდორფში, 1605 წლიდან გარდაცვალებამდე - [[ნიურნბერგი|ნიურნბერგში]].