PlayStation Vita: განსხვავება გადახედვებს შორის

ზომა არ შეცვლილა ,  3 წლის წინ
არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''PlayStation Vita''' (შემოკლებით '''PS Vita''' ან '''Vita''') — [[პორტატიული ვიდეო თამაშების კონსოლი]], შემუშავებული და გამოცემული [[Sony Interaqctive Entertainment]]-ის მიერ. 2011 წლის 6 ივნისს, [[E3]]-ის [[სონი]]ს კონფერენციაზე გამოცხადდა მისი დასახელება.<ref name="Vita Reveal"/> კონსოლი [[იაპონია]]ში გამოვიდა 2011 წლის 11 დეკემბერს,<ref name="Joystiq"/><ref name = "cavg"/> ხოლო [[ჩრდილოეთ ამერიკა]], [[ევროპა]]სა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში — 2012 წლის 22 თებერვალს.<ref name = "cavg" /><ref name = "FEBRelease" /> PS Vita არის [[PlayStation Portable]]-ის მემკვიდრე, ეკუთვნის [[მერვე თაობის ვიდეო თამაშების კონსოლები]]ს ოჯახს და კონკურენციას უწევს [[Nintendo 3DS]]-ს.
 
კონსოლის ორიგინალ მოდელს გააჩნია 5 ინჩიანი (130 მმ) ორგანული შუქდიოდური (OLED) სენსორული ეკრანი,<ref name="GamesRadarTech"/><ref name="TechSpecs"/> ორი ანალოგური ჯოისტიკი და [[Bluetooth]]-ის, [[Wi-Fi]]-სა და მესამე თაობის 3G ინტერნეტის მხარდაჭერა. მისი შიდა აპარატული მახასიათებლებია: ოთხ ბირთვიანი ARM Cortex-A9 MPcore-ის [[ცენტრალური პროცესორი|ცენტრალური]] და ოთხბირთვიანი SGX543MP-ის გრაფიკული პროცესორი.<ref name="GamesRadarTech"/>, 512 მბ ოპერატიული მეხსიერება.<ref name="RAM"/><ref name="RAMchat"/> 2013 წელს ბაზარზე გამოვიდა განახლებული PS Vita 2000 სერია,<ref name=famitsu20130909/> უმნიშვნელოდ შეცვლილი დიზაინითა და თხელი კორპუსით, რომელსაც გაუმჯობესებული აქვს ბატარეიის ხანგრძლივობა<ref name="psvredesign"/> და OLED ეკრანი ჩანაცვლებული აქვს [[თხევად-კრისტალური მონიტორი|LCD]] ეკრანით.<ref name="vita_news"/>. [[Sony]]-მ 2013 წელს გამოუშვა [[PlayStation TV]],<ref name="kotaku"/>რომელსაც გააჩნდა [[ვიდოევიდეო თამაშების კონსოლი|სათამაშო კონსოლის]] მსგავსად ტელევიზორზე მიერთების და გამოსახულების მიღების ფუნქცია, თუმცა 2015 წელს, სონიმ, PS TV-ის ვარიანტის გამოშვება შეწყვიტა.<ref name="GameInformerVitaTV" />
 
2017 წლის მონაცემით გაიყიდა კონსოლის 14,69 მილიონი ეგზემპლარი.<ref name="vgchartz1"/> გამოსვლისთანავე მასზე ხელმისაწვდომი იყო 25 ერთეული თამაში. თამაშების უმრავლესობა ვრცელდება PS Vita ბარათის მეშვეობით<ref name="EngadgetJan27"/><ref name="auto"/> და იყიდება მაღაზიებში, მაშინ როდესაც ზოგიერთი თამაში ისეთი, როგორიც არის ''[[Tales from Space: Mutant Blobs Attack]]'', ''[[Super Stardust Delta]]'' და ''[[Escape Plan]]'', შეძენა შესაძლებელია მხოლოდ ონლაინ გაყიდვებით და ხელმისაწვდომია მხოლოდ [[PlayStation Store]]-ზე.<ref name="USGamerDigital"/> მასზე თავსებადია მისი წინამორბედის, [[PlayStation Portable]]-ის რამდენიმე თამაში. მასზე ასევე ხელმისაწვდომი იყო [[PlayStation Mobile]]-ის თამაშები, თუმცა აღნიშნული სერვისით სარგებლობა შეწყდა 2015 წლის სექტემბერს.<ref name="Gizmodo_UK"/>