ვესტფალიის ზავი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 9:
ვესტფალიის ზავით შვედეთმა მიიღო დასავლეთ [[პომერანია]] [[შტეტინი]]ს პორტით, აღმოსავლეთ პომერანიის გარკვეული ნაწილი, უფლება [[პომერანის ყურე]]ზე ზღვისპირა ქალაქების ჩათვლით. [[შვედეთი]]ს ფაქტობრივი კონტროლის ქვეშ მოხვდა ჩრდილოეთ გერმანიის უმსხვილესი მდინარეების შესართავები. გარკვეული დროით შვედეთი დიდ ევროპულ ზესახელმწიფოდ გადაიქცა, და მისი გავლენის ქვეშ მოექცა ბალტიის რეგიონი და გერმანული სახელმწიფოები. საფრანგეთმა მიიღო [[ელზასი]] (სტრასბურგის გარდა) და ზოგიერთი ქალაქის მფარველობა.
 
[[ჰოლანდიანიდერლანდები]] აღიარებულ იქნა დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. ასევე აღიარეს შვეიცარიის კავშირიც. ვესტფალიის ზავმა დაასრულა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ბნელი ომიანობის პერიოდი, რომელმაც "საშინელი ქრისტიანული სისხლისღვრა და მიწათა დანაწევრება მოუტანა კაცობრიობას" (მიუნსტერის შეთანხმების პრეამბულა)
 
ვესტფალიის ზავის დადებამ, საერთაშორისო საზოგადოებაში ფაქტობრივად ახალ ერას დაუდო საფუძველი, რომელმაც თითქმის [[პირველი მსოფლიო ომი]]ს დასასრულამდე გასტანა. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ ზემოხსენებული საერთაშორისო შეთანხმების დადებით გაქარწყლდა [[რომის პაპი]]ს გავლენა ევროპის სამხედრო და პოლიტიკურ წყობაზე, რამაც უფრო მეტი გასაქანი მისცა მაშინდელი ძლიერი ქვეყნების პოტენციალს. გარდა ამისა, დადებული ხელშეკრულებებით, [[რომის საღვთო იმპერია]]ში შემავალ ტერიტორიულ ერთეულებს (დაახლოებით სამასამდე ერთეული) "მიენიჭათ ე.წ. jus foederationis - უფლება გამხდარიყვნენ სხვა პოლიტიკურ ძალთა მოკავშირეები იმ წინაპირობით, რომ მათი ალიანსი არ შეეწინააღმდეგებოდა იმპერიისა და შეთანხმებით დადგენილ ინტერესებს" (მიუნსტერის ხელშეკრულება, მუხლი 65). ამით, ფაქტობრივად განხორციელდა საერთაშორისო ძალაუფლების დანაწევრება, რამაც ხელი შეუწყო ე.წ. "პატარა ქვეყნების" განვითარებასა და ძალთა დაბალანსებას საერთაშორისო დონეზე, თუმცა მიუხედავად ამ დიდი პროგრესისა კაცობრიობა კვლავაც გაეხვია ომიანობის ქარცეცხლში.