ჟერარ დე ნერვალი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
{{ინფოდაფა მწერალი}}
'''ჟერარ დე ნერვალი''', (ნამდვილი სახელი ჟერარ ლაბრიუნი), (დ.[[22 მაისი]], [[1808]], [[პარიზი]] — გ. [[26 იანვარი]], [[1855]], იქვე) — [[საფრანგეთიფრანგები|ფრანგი]] მწერალი და პოეტი.
 
== ბიოგრაფია ==
ჟერარ დე ნერვალი დაიბადა [[1808]] წელს, პარიზში. ორი წლის შემდეგ დედა გარდაეცვალა და ნერვალი დედამისის ბიძამ, ანტუან ბუშერმა გაზარდა პატარა სოფელ [[ვალუა|ვალუაში]]ში. ეს ადგილი შემდგომში მისთვის თითქმის მითიურ მნიშვნელობას იძენს.
 
[[1814]] წლიდან იგი პარიზში ლიცეუმში სწავლობს, სადაც თავს გამოიჩენს [[გოეთე|გოეთეს]] ნაწარმოებების თარგმანით. დაუმეგობრდება [[გოტიე, თეოფილ|გოტიესა]] და [[ჰიუგო, ვიქტორ|ვიქტორ ჰიუგოს]]. წერს ლექსებს და თეატრალურ პიესებს, რომლებსაც წარმატება არ ხვდება. მალე მას შეუყვარდება მსახიობი ქალი , ჟენი კოლონი და მთელ თავის ქონებას მის კარიერას მოახმარს. მაგრამ ქალი მის მიმართ გულგრილია და სხვას მიჰყვება ცოლად. ჟენი კოლონი არის ნერვალისათვის ქალის იდეალი, რომელიც ხშირად ფიგურირებს მის შემოქმედებაში, ზოგჯერ მითოლოგიური ქალღმერთების სახითაც კი. ქალისადმი სიყვარული პოეტს ფსიქიკურ აშლილობამდეც მიიყვანს. სიცოცხლის უკანასკნელი წლების მანძილზე ნერვალი რამდენიმეჯერ მკურნალობდა ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, თუმცა თავად არასოდეს აღიარებდა, რომ მისი ეს "დაავადება" სიგიჟე იყო. იგი ამას "რეალურ ცხოვრებაში სიზმრის შემოჭრას" უწოდებდა.
 
[[1844]] - [[1847]] წლებში ნერვალი ბევრს მოგზაურობდა [[ბელგია|ბელგიაში]]ში, [[ჰოლანდიანიდერლანდები|ჰოლანდიასანიდერლანდებში]] და [[ლონდონი|ლონდონში]]. ამავე დროს იგი განაგრძობდა წერას და თარგმნას. მას ეკუთვნის მისივე მეგობრის, [[ჰაინე, ჰაინრიხ|ჰაინრიხ ჰაინეს]] ლექსების თარგმანი.
 
სიცოცხლის ბოლო წლები ნერვალისათვის მატერიალურადაც და მორალურადაც მძიმე იყო. ამ დროს ექიმის რჩევით დაიწყო საკუთარი შინაგანი ავტობოგრაფიების წერა და შექმნა თავისი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწარმოებები: ''სილვია'' და ''ორელია''.
ხაზი 14:
 
== შემოქმედება ==
 
ნერვალის ნაწარმოებები ერთი მხრივ [[ავტობიოგრაფია|ავტობიოგრაფიულია]], მეორე მხრივ კი ავტორს ეხმარება საკუთარი არსების მთლიანობის აღმოჩენაში. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია ნოველათა კრებული ''ცეცხლის ქალიშვილები'', რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ''სილვია''. ამ ნაწარმოებში მთელი სიძლიერით გამოიკვეთა დროის წარმავლობის ავტორისეული შეგრძნება. ნაწარმოებში არის მომენტები, როცა მთხრობელი თითქმის მთლიანად კარგავს კონტროლს საკუთარ თავზე და ეშვება მითიურ, ილუზიურ სამყაროში, მაგრამ მაშინვე თავს ხელში იყვანს და რეალობას უბრუნდება. მოგინება, მართალია, ეხმარება ადამიანს საკუთარ თავში ერთიანობის მიღწევაში, მაგრამ ამასთან, შეიძლება გახლეჩა გამოიწვიოს აწმყო "მე"-სა და წარსულ "მე"-ს შორის. მწერლის მიზანი სწორედ ისაა ,რომ ეს ორი შეათანხმოს, რეალობა და მოგონება გააერთიანოს და სხვადასხვა დროის "მე"-ებისგან ერთიანობა შექმნას.